https://sputnik-georgia.com/20240504/macxovris-saflavze-wminda-cecxli-gadmovida-287752915.html
მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა - ვიდეო
მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა - ვიდეო
Sputnik საქართველო
ქართველი მომლოცველები წმინდა ცეცხლს საქართველოში 23:40 საათზე ჩამოაბრძანებენ. 04.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-04T16:26+0400
2024-05-04T16:26+0400
2024-05-04T16:28+0400
ახალი ამბები
საქართველო
რელიგია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/0f/276760556_0:120:2200:1358_1920x0_80_0_0_4c877a7abe44a3a63ffaf360ba8c14a6.jpg
თბილისი, 4 მაისი - Sputnik. იერუსალიმში მაცხოვრის აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლი გადმოვიდა.მანამდე იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა, თეოფილოს მესამემ საგანგებო ლოცვები შეასრულა, გარდამოსვლის შემდეგ კი ცეცხლი მაცხოვრის საფლავიდან გამოიტანა.მანამდე იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი, საფლავზე შესვლის წინ, ტრადიციისამებრ გაჩხრიკეს სხვადასხვა კონფესიების სასულიერო პირებმა.წელს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის ფონზე, მაცხოვრის საფლავის ტაძარში შესასვლელად, უსაფრთხოების ზომები განსაკუთრებით გაძლიერებული იყო. რიტუალზე დასწრება მხოლოდ იმ მომლოცველებმა შეძლეს, ვისაც სპეციალური აკრედიტაცია ჰქონდათ.წმინდა ცეცხლის გადმოსვლისთვის აღდგომის ტაძარში მომლოცველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩავიდნენ. მათ შორის არიან ქართველი მომლოცველებიც, რომლებიც წმინდა ცეცხლს საქართველოში 23:40 საათზე ჩამოაბრძანებენ. ცეცხლი ტაძრებში სააღდგომო ლიტურგიაზე გავრცელდება, საიდანაც მრევლი მის შინ წაღებას შეძლებს.ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/0f/276760556_219:0:2147:1446_1920x0_80_0_0_ce59945ce0d1d31c488595227aaa3e09.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, რელიგია
ახალი ამბები, საქართველო, რელიგია
მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა - ვიდეო
16:26 04.05.2024 (განახლებულია: 16:28 04.05.2024) ქართველი მომლოცველები წმინდა ცეცხლს საქართველოში 23:40 საათზე ჩამოაბრძანებენ.
თბილისი, 4 მაისი - Sputnik. იერუსალიმში მაცხოვრის აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლი გადმოვიდა.
მანამდე იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა, თეოფილოს მესამემ საგანგებო ლოცვები შეასრულა, გარდამოსვლის შემდეგ კი ცეცხლი მაცხოვრის საფლავიდან გამოიტანა.
მანამდე იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი, საფლავზე შესვლის წინ, ტრადიციისამებრ გაჩხრიკეს სხვადასხვა კონფესიების სასულიერო პირებმა.
წელს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის ფონზე, მაცხოვრის საფლავის ტაძარში შესასვლელად, უსაფრთხოების ზომები განსაკუთრებით გაძლიერებული იყო. რიტუალზე დასწრება მხოლოდ იმ მომლოცველებმა შეძლეს, ვისაც სპეციალური აკრედიტაცია ჰქონდათ.
წმინდა ცეცხლის გადმოსვლისთვის აღდგომის ტაძარში მომლოცველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩავიდნენ. მათ შორის არიან ქართველი მომლოცველებიც, რომლებიც წმინდა ცეცხლს საქართველოში 23:40 საათზე ჩამოაბრძანებენ. ცეცხლი ტაძრებში სააღდგომო ლიტურგიაზე გავრცელდება, საიდანაც მრევლი მის შინ წაღებას შეძლებს.
ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა.