https://sputnik-georgia.com/20240504/gulwrfeli-imedgacrueba-ra-upasuxa-saqartvelos-premierma-ass-is-saxdepartamentis-mrcevels-287747583.html
გულწრფელი იმედგაცრუება: რა უპასუხა საქართველოს პრემიერმა აშშ-ის სახდეპარტამენტის მრჩეველს
გულწრფელი იმედგაცრუება: რა უპასუხა საქართველოს პრემიერმა აშშ-ის სახდეპარტამენტის მრჩეველს
Sputnik საქართველო
მთავრობის მეთაურმა შოლეს ნიუ-იორკში სტუდენტების აქციის „ბრუტალური“ დარბევა შეახსენა 04.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-04T10:41+0400
2024-05-04T10:41+0400
2024-05-04T10:41+0400
ახალი ამბები
საქართველო
აშშ
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/03/1f/287105815_0:95:1280:816_1920x0_80_0_0_756610b12280ff4aa71ad8b7e71e2438.jpg
თბილისი, 4 მაისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველ დერეკ შოლესთან საუბარში გამოხატა იმედგაცრუება 2020-2023 წლების ორი რევოლუციური მცდელობის გამო, რომელიც აშშ-ის ყოფილი ელჩის და გარედან დაფინანსებული NGO-ების მხარდაჭერით განხორციელდა.მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს მცდელობები წარმატებული რომ ყოფილიყო, დღეს საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტი იქნებოდა გახსნილი.მაშინაც ამერიკელი ელჩის განცხადებები უცხოური დაფინანსებით მოქმედი სუბიექტების მხრიდან ძალადობის წახალისებას და რევოლუციური პროცესების მხარდაჭერას ემსახურებოდა, აღნიშნა კობახიძემ.„ბატონ შოლესთან არ გამომიხატავს შეშფოთება ნიუ-იორკში სტუდენტების პროტესტის ბრუტალური დარბევის გამო“, - დაასკვნა პრემიერმა.საქართველოს პრემიერთან საუბრის შესახებ სოციალურ ქსელ Х-ში დერეკ შოლემაც დაწერა. მან აღნიშნა, რომ აშშ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, კვლავ გახადოს საქართველო ევროატლანტიკური მომავლის ერთგული.შეერთებულ შტატებში, პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის ახალი გამწვავების შემდეგ, იმართება ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები, რომელთა დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს პალესტინას და ცეცხლის შეწყვეტას ღაზას სექტორში. ბოლო კვირების განმავლობაში დიდი დემონსტრაციები გაიმართა პრესტიჟულ საუნივერსიტეტო კამპუსებში. ბევრი აქცია პოლიციამ ჩაახშო.რევოლუციის მცდელობებიარასამთავრობოებმა ორჯერ სცადეს რევოლუციის მოწყობა საქართველოში - 2020 და 2022 წლებში, განაცხადა კობახიძემ.მისი თქმით, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების დროს არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" (ISFED) ხმების პარალელური დათვლის შედეგები გააყალბა და ეს მხოლოდ ხუთი კვირის შემდეგ აღიარა. ამავე ორგანიზაციამ გაავრცელა ყალბი ინფორმაცია ოქმებში არსებულ ზედმეტობებზე და თითქოს ცესკომ კენჭისყრის შედეგები გვიან გამოაქვეყნდა.მისი თქმით, ამან შექმნა საბაბი რადიკალური ოპოზიციისთვის, რომ მათ დაეწყოთ საბოტაჟი, არ შესულიყვნენ პარლამენტში - ისინიც ამტკიცებდნენ, რომ არჩევნები გაყალბებულია.სააკაშვილი და კეზერაშვილი ლობისტებზე ასიათასობით დოლარს ხარჯავენ: ახალი სკანდალი>>საბოლოო ჯამში ხელისუფლებას მოუწია ხელი მოეწერა „ანტიკონსტიტუციურ, კაბალურ პოლიტიკურ შეთანხმებაზე“, ე.წ. „შარლ მიშელის შეთანხმებას“, რომლის შუამავლობითაც ის გაფორმდა.შეთანხმების თანახმად, ხელისუფლებამ აიღო ვალდებულება ჩაეტარებინა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თუ იმავე წლის შემოდგომაზე ადგილობრივ არჩევნებში ხმების 43% მაინც ვერ მოიპოვებდა. „ქართულმა ოცნებამ“ ბარიერი გადალახა.რაც შეეხება ISFED-ს, ამ არასამთავრობო ორგანიზაციას აფინანსებს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID).„ენჯეოების“ მეორე რევოლუციური მცდელობა 2022 წლის ივნისში იყო, განაცხადა კობახიძემ.მტკიცებულებად მან მოიყვანა რამდენიმე მსხვილი არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერის გამოსვლა ანტისამთავრობო აქციაზე „შინ ევროპისკენ“, მათ შორის „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ უფროსის, ეკა გიგაურის სიტყვები.მისი თქმით, არასამთავრობოები ვაბანკზე წავიდნენ, რადგან წარმატების იმედი ჰქონდათ, მაგრამ მათი გეგმა ჩავარდა.„მაშინ რომ ემოქმედა კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ, მგონია, რომ ენჯეოები ამ ყველაფერს ვერ გაბედავდნენ და დონორების რეპუტაციას უფრო მეტად გაუფრთხილდებოდნენ“, - განაცხადა კობახიძემ.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/03/1f/287105815_82:61:1137:853_1920x0_80_0_0_2490c21aa99881500f31c1fa2c408796.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, აშშ , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები, საქართველო, აშშ , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე
გულწრფელი იმედგაცრუება: რა უპასუხა საქართველოს პრემიერმა აშშ-ის სახდეპარტამენტის მრჩეველს
მთავრობის მეთაურმა შოლეს ნიუ-იორკში სტუდენტების აქციის „ბრუტალური“ დარბევა შეახსენა
თბილისი, 4 მაისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველ დერეკ შოლესთან საუბარში გამოხატა იმედგაცრუება 2020-2023 წლების ორი რევოლუციური მცდელობის გამო, რომელიც აშშ-ის ყოფილი ელჩის და გარედან დაფინანსებული NGO-ების მხარდაჭერით განხორციელდა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს მცდელობები წარმატებული რომ ყოფილიყო, დღეს საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტი იქნებოდა გახსნილი.
„ბატონ შოლეს განვუმარტე, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ გავრცელებული ცრუ განცხადებები გამჭვირვალობის შესახებ კანონთან და აქციებთან დაკავშირებით გვახსენებს ამერიკის ყოფილი ელჩის 2020-2023 წლების მსგავს ცრუ განცხადებებს“, - დაწერა პრემიერმა სოციალურ ქსელ Х-ში.
მაშინაც ამერიკელი ელჩის განცხადებები უცხოური დაფინანსებით მოქმედი სუბიექტების მხრიდან ძალადობის წახალისებას და რევოლუციური პროცესების მხარდაჭერას ემსახურებოდა, აღნიშნა კობახიძემ.
„ბატონ შოლესთან არ გამომიხატავს შეშფოთება ნიუ-იორკში სტუდენტების პროტესტის ბრუტალური დარბევის გამო“, - დაასკვნა პრემიერმა.
საქართველოს პრემიერთან საუბრის შესახებ სოციალურ ქსელ Х-ში დერეკ შოლემაც დაწერა. მან აღნიშნა, რომ აშშ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, კვლავ გახადოს საქართველო ევროატლანტიკური მომავლის ერთგული.
„დღეს კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვი პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან ჩვენს შეშფოთებას საქართველოს ამჟამინდელ ტრაექტორიასთან დაკავშირებით - მთავრობის მტრული რიტორიკა და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს რისკის ქვეშ აყენებს“, - დაწერა დერეკ შოლემ.
შეერთებულ შტატებში, პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის ახალი გამწვავების შემდეგ, იმართება ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები, რომელთა დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს პალესტინას და ცეცხლის შეწყვეტას ღაზას სექტორში. ბოლო კვირების განმავლობაში დიდი დემონსტრაციები გაიმართა პრესტიჟულ საუნივერსიტეტო კამპუსებში. ბევრი აქცია პოლიციამ ჩაახშო.
არასამთავრობოებმა ორჯერ სცადეს რევოლუციის მოწყობა საქართველოში - 2020 და 2022 წლებში, განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების დროს არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" (ISFED) ხმების პარალელური დათვლის შედეგები გააყალბა და ეს მხოლოდ ხუთი კვირის შემდეგ აღიარა. ამავე ორგანიზაციამ გაავრცელა ყალბი ინფორმაცია ოქმებში არსებულ ზედმეტობებზე და თითქოს ცესკომ კენჭისყრის შედეგები გვიან გამოაქვეყნდა.
„ამ ყველაფრის საფუძველზე მათ გამოაქვეყნეს ყალბი დასკვნა იმის შესახებ, თითქოს ეს არჩევნები იყო ყველაზე ცუდი ისტორიაში“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ამან შექმნა საბაბი რადიკალური ოპოზიციისთვის, რომ მათ დაეწყოთ საბოტაჟი, არ შესულიყვნენ პარლამენტში - ისინიც ამტკიცებდნენ, რომ არჩევნები გაყალბებულია.
საბოლოო ჯამში ხელისუფლებას მოუწია ხელი მოეწერა „ანტიკონსტიტუციურ, კაბალურ პოლიტიკურ შეთანხმებაზე“, ე.წ. „შარლ მიშელის შეთანხმებას“, რომლის შუამავლობითაც ის გაფორმდა.
შეთანხმების თანახმად, ხელისუფლებამ აიღო ვალდებულება ჩაეტარებინა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თუ იმავე წლის შემოდგომაზე ადგილობრივ არჩევნებში ხმების 43% მაინც ვერ მოიპოვებდა. „ქართულმა ოცნებამ“ ბარიერი გადალახა.
„მთელი ამ პროცესის მიზანი შესაბამისად, მიზანი იყო ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლა, რაც საბედნიეროდ ვერ მოხდა. ეს იყო პირველი რევოლუციური მცდელობა“, - განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება ISFED-ს, ამ არასამთავრობო ორგანიზაციას აფინანსებს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID).
„ენჯეოების“ მეორე რევოლუციური მცდელობა 2022 წლის ივნისში იყო, განაცხადა კობახიძემ.
მტკიცებულებად მან მოიყვანა რამდენიმე მსხვილი არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერის გამოსვლა ანტისამთავრობო აქციაზე „შინ ევროპისკენ“, მათ შორის „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ უფროსის, ეკა გიგაურის სიტყვები.
„მაშინ ეს ენჯეოები, რომლებიც შესაბამისი წყაროებიდან იღებდნენ დაფინანსებას, პირდაპირ ავიდნენ სცენაზე, მოითხოვეს მთავრობის გადადგომა და საკუთარი მონაწილეობით მოითხოვეს ტექნიკური მთავრობის შექმნა. ეს იყო პირდაპირი ჩართვა რევოლუციური პროცესში“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, არასამთავრობოები ვაბანკზე წავიდნენ, რადგან წარმატების იმედი ჰქონდათ, მაგრამ მათი გეგმა ჩავარდა.
„მაშინ რომ ემოქმედა კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ, მგონია, რომ ენჯეოები ამ ყველაფერს ვერ გაბედავდნენ და დონორების რეპუტაციას უფრო მეტად გაუფრთხილდებოდნენ“, - განაცხადა კობახიძემ.