https://sputnik-georgia.com/20240504/binebis-fasebi-tbilissi-bolo-monacemebi-287755637.html
ბინების ფასები თბილისში - ბოლო მონაცემები
ბინების ფასები თბილისში - ბოლო მონაცემები
Sputnik საქართველო
მარტში გაყიდული ბინების რაოდენობით საბურთალოს რაიონი ლიდერობს 04.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-04T23:54+0400
2024-05-04T23:54+0400
2024-05-04T23:54+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
სოციალური სფერო საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/16/267745917_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_7eb28337cca430815fdd7bbdec40e1c7.jpg
თბილისი, 4 მაისი – Sputnik. თბილისში მოთხოვნა ბინებზე ერთი წლის განმავლობაში შემცირდა - 2024 წლის მარტში თითქმის 2,9 ათასი ბინა გაიყიდა, რაც 11%-ით ნაკლებია 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნათქვამია TBC Capital-ის ყოველთვიურ მიმოხილვაში.ანალიტიკოსების თვალსაზრისით, შარშანდელთან შედარებით გაყიდვების შემცირება უძრავ ქონებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის ცვლილებამ გამოიწვია.ძველ ბინებზე 2397 გარიგება განხორციელდა, რაც 19%-ით ნაკლებია 2023 წლის საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე.მარტში გაყიდული ბინების რაოდენობით საბურთალოს რაიონი ლიდერობს (მთლიანი გაყიდვების 18%), შემდეგ მოდის დიდი დიღმის რაიონი (მთლიანი გაყიდვების 11%).ტრანზაქციების რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირების ფონზე, ბაზრის მოცულობა 4%-ით შემცირდა და 235 მილიონი დოლარი შეადგინა.ანალიტიკოსების აზრით, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ქირის ღირებულება წინა თვესთან შედარებით არ შეცვლილა, მაგრამ 2023 წლის მარტთან შედარებით 10%-ით შემცირდა. მარტში კვადრატულ მეტრზე გაქირავების საშუალო ფასი 12 დოლარი იყო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/16/267745917_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_2c8a4032dc0e9f5a076f220365ea87f1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, სოციალური სფერო საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, სოციალური სფერო საქართველოში
ბინების ფასები თბილისში - ბოლო მონაცემები
მარტში გაყიდული ბინების რაოდენობით საბურთალოს რაიონი ლიდერობს
თბილისი, 4 მაისი – Sputnik. თბილისში მოთხოვნა ბინებზე ერთი წლის განმავლობაში შემცირდა - 2024 წლის მარტში თითქმის 2,9 ათასი ბინა გაიყიდა, რაც 11%-ით ნაკლებია 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნათქვამია TBC Capital-ის ყოველთვიურ მიმოხილვაში.
ანალიტიკოსების თვალსაზრისით, შარშანდელთან შედარებით გაყიდვების შემცირება უძრავ ქონებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის ცვლილებამ გამოიწვია.
„მარტში გაყიდვის ფასი იყო $1.200/კვ.მ, რაც 4%-ით მეტია, ვიდრე გასულ წელს“, - ნათქვამია მიმოხილვაში. 2024 წლის მარტში სულ გაიყიდა 574 ახალი ბინა, რაც 9%-ით ნაკლებია 2023 წლის მარტთან შედარებით.
ძველ ბინებზე 2397 გარიგება განხორციელდა, რაც 19%-ით ნაკლებია 2023 წლის საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე.
მარტში გაყიდული ბინების რაოდენობით საბურთალოს რაიონი ლიდერობს (მთლიანი გაყიდვების 18%), შემდეგ მოდის დიდი დიღმის რაიონი (მთლიანი გაყიდვების 11%).
ტრანზაქციების რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირების ფონზე, ბაზრის მოცულობა 4%-ით შემცირდა და 235 მილიონი დოლარი შეადგინა.
ანალიტიკოსების აზრით, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ქირის ღირებულება წინა თვესთან შედარებით არ შეცვლილა, მაგრამ 2023 წლის მარტთან შედარებით 10%-ით შემცირდა. მარტში კვადრატულ მეტრზე გაქირავების საშუალო ფასი 12 დოლარი იყო.