https://sputnik-georgia.com/20240504/aramarto-saqartvelos-aqvs-kitxvebi-evropis-demokratiis-fondtan-salva-papuasvili-287746778.html
არამარტო საქართველოს აქვს კითხვები „ევროპის დემოკრატიის ფონდთან“ - შალვა პაპუაშვილი
არამარტო საქართველოს აქვს კითხვები „ევროპის დემოკრატიის ფონდთან“ - შალვა პაპუაშვილი
Sputnik საქართველო
პაპუაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების მნიშვნელობაზე ისაუბრა 04.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-04T01:29+0400
2024-05-04T01:29+0400
2024-05-04T23:13+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/01/286043496_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_19ba68af54c96f93ed2f4605d1708315.jpg
თბილისი, 3 მაისი – Sputnik. არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებას, არამედ ევროკომისიასაც აქვს კითხვები „ევროპის დემოკრატიის ფონდთან“ (EED), რომელიც ფარულად აფინანსებს საქართველოში პარტიებს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.მისი თქმით, მას გუშინ ჰქონდა შეხვედრა ევროკომისიის წარმომადგენლებთან, სადაც კიდევ ერთხელ წამოიწია იმ პროექტების თემა, რომლებსაც „ევროპის დემოკრატიის ფონდი“ აფინანსებს.პარლამენტის სპიკერმა აღნიშნა, რომ იყო მისი დარწმუნების მცდელობები, რომ EED მიდგომას შეცვლიდა.„იყო ჩვენი დარწმუნების მცდელობა, რომ ამ ყველაფერს აქცევენ ყურადღებას და EED-ი შეცვლის თავის დამოკიდებულებას, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ ამის იმედად ვერ ვიქნებით“, - განაცხადა პაპუაშვილმა.მისი თქმით, ხელისუფლებისთვის ცნობილია, რომ EED ფარულად აფინანსებს პარტიებს და რადიკალურად განწყობილ ჯგუფებს, და სწორედ ამიტომ არის საჭირო უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის კანონი.„ჩვენ ვიცით, რომ EED-ი აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს ჩუმად, ვიცით, რომ აფინანსებს რადიკალურ ჯგუფებს ჩუმად, ამიტომ ეს პრაქტიკა უნდა იყოს საჯარო ჩვენი მოქალაქეებისთვის, რათა ვიცოდეთ, რასთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა პაპუაშვილმა.მან აღნიშნა, რომ ადგილი აქვს ორმაგ სტანდარტებს.„ამიტომაც გასაკვირია, ერთი მხრივ, იმის აღიარება, რომ არის პოლიტიკური ფული, რომელიც შემოდის საქართველოში და, მეორე მხრივ, ყალბი ნარატივების დამკვიდრების მცდელობა, რათა ხელი შეუშალონ საკანონმდებლო რეგულაციას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.მისი თქმით, ამ ორი საკითხის კომბინაცია აჩენს კითხვებს, რა განზრახვები არის იმ ორგანიზაციების უკან, რომლებიც საქართველოში ფულს ხარჯავენ.არაობიექტური შეფასებები ძალადობას ახალისებს - რა უპასუხა საგარეო უწყებამ საფრანგეთს>>„საერთო ჯამში, თავად ეს პროცესი, გამოხმაურებები და, მათ შორის, მცდელობა, დეზინფორმაციით და ყალბი ნარატივის დამკვიდრებით შეებრძოლონ ამ კანონპროექტს, აჩვენებს, რომ კანონპროექტი ზუსტადაც რომ ქართველი ხალხის ინტერესშია და, როგორც ჩანს, აქ ბევრი არის დასამალი დონორებისა და „ენჯეობის“ მხრიდან“, - განაცხადა პაპუაშვილმა.„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.ხელისუფლება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიებისთვის უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობას მოითხოვს, ოპონენტები კი ამტკიცებენ, რომ კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ მწკრივში აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.მმართველმა პარტიამ 2023 წლის მარტში პროტესტის ფონზე გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.კანონის გაწვევისკენ მოუწოდებენ ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები. მათი თქმით, ეს კანონი საქართველოს ევროინტეგრაციაზე ნეგატიურად იმოქმედებს.თბილისში საპროტესტო აქციები 15 აპრილიდან იმართება, თუმცა 30 აპრილსა და 1 მაისს სკანდალური კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას პროტესტმა არაპროგნოზირებადი ხასიათი მიიღო. არეულობის დროს დემონსტრანტები პოლიციელებსა და პარლამენტის შენობას ქვებს, ბოთლებს და კვამლის ბომბებს ესროდნენ, ანთებდნენ კოცონს, პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/01/286043496_35:0:1174:854_1920x0_80_0_0_c801bd6573fc87dd07b721fe752af033.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
არამარტო საქართველოს აქვს კითხვები „ევროპის დემოკრატიის ფონდთან“ - შალვა პაპუაშვილი
01:29 04.05.2024 (განახლებულია: 23:13 04.05.2024) პაპუაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების მნიშვნელობაზე ისაუბრა
თბილისი, 3 მაისი – Sputnik. არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებას, არამედ ევროკომისიასაც აქვს კითხვები „ევროპის დემოკრატიის ფონდთან“ (EED), რომელიც ფარულად აფინანსებს საქართველოში პარტიებს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, მას გუშინ ჰქონდა შეხვედრა ევროკომისიის წარმომადგენლებთან, სადაც კიდევ ერთხელ წამოიწია იმ პროექტების თემა, რომლებსაც „ევროპის დემოკრატიის ფონდი“ აფინანსებს.
„კიდევ ერთხელ მივიღე დასტური, რომ „ევროპის დემოკრატიის ფონდის“, EED-ის დაფინანსებებში არსებობს გარკვეული კითხვის ნიშნები, მათ შორის ევროკომისიაში, რა საკითხებს ხმარდება ესა თუ ის თანხა და რა პროექტები ფინანსდება, პოლიტიკურად რამდენად ნეიტრალურია პროექტები“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის სპიკერმა აღნიშნა, რომ იყო მისი დარწმუნების მცდელობები, რომ EED მიდგომას შეცვლიდა.
„იყო ჩვენი დარწმუნების მცდელობა, რომ ამ ყველაფერს აქცევენ ყურადღებას და EED-ი შეცვლის თავის დამოკიდებულებას, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ ამის იმედად ვერ ვიქნებით“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ხელისუფლებისთვის ცნობილია, რომ EED ფარულად აფინანსებს პარტიებს და რადიკალურად განწყობილ ჯგუფებს, და სწორედ ამიტომ არის საჭირო უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის კანონი.
„ჩვენ ვიცით, რომ EED-ი აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს ჩუმად, ვიცით, რომ აფინანსებს რადიკალურ ჯგუფებს ჩუმად, ამიტომ ეს პრაქტიკა უნდა იყოს საჯარო ჩვენი მოქალაქეებისთვის, რათა ვიცოდეთ, რასთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მან აღნიშნა, რომ ადგილი აქვს ორმაგ სტანდარტებს.
„ამიტომაც გასაკვირია, ერთი მხრივ, იმის აღიარება, რომ არის პოლიტიკური ფული, რომელიც შემოდის საქართველოში და, მეორე მხრივ, ყალბი ნარატივების დამკვიდრების მცდელობა, რათა ხელი შეუშალონ საკანონმდებლო რეგულაციას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ამ ორი საკითხის კომბინაცია აჩენს კითხვებს, რა განზრახვები არის იმ ორგანიზაციების უკან, რომლებიც საქართველოში ფულს ხარჯავენ.
„საერთო ჯამში, თავად ეს პროცესი, გამოხმაურებები და, მათ შორის, მცდელობა, დეზინფორმაციით და ყალბი ნარატივის დამკვიდრებით შეებრძოლონ ამ კანონპროექტს, აჩვენებს, რომ კანონპროექტი ზუსტადაც რომ ქართველი ხალხის ინტერესშია და, როგორც ჩანს, აქ ბევრი არის დასამალი დონორებისა და „ენჯეობის“ მხრიდან“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
ხელისუფლება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიებისთვის უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობას მოითხოვს, ოპონენტები კი ამტკიცებენ, რომ კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ მწკრივში აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
მმართველმა პარტიამ 2023 წლის მარტში პროტესტის ფონზე გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
კანონის გაწვევისკენ მოუწოდებენ ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები. მათი თქმით, ეს კანონი საქართველოს ევროინტეგრაციაზე ნეგატიურად იმოქმედებს.
თბილისში საპროტესტო აქციები 15 აპრილიდან იმართება, თუმცა 30 აპრილსა და 1 მაისს სკანდალური კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას პროტესტმა არაპროგნოზირებადი ხასიათი მიიღო. არეულობის დროს დემონსტრანტები პოლიციელებსა და პარლამენტის შენობას ქვებს, ბოთლებს და კვამლის ბომბებს ესროდნენ, ანთებდნენ კოცონს, პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა.