https://sputnik-georgia.com/20240503/vnebatarelva-gamwvirvalobis-kanonis-garsemo-veneciis-komisia-saswrafo-daskvnas-amzadebs-287737108.html
ვნებათაღელვა „გამჭვირვალობის კანონის“ გარშემო: ვენეციის კომისია სასწრაფო დასკვნას ამზადებს
ვნებათაღელვა „გამჭვირვალობის კანონის“ გარშემო: ვენეციის კომისია სასწრაფო დასკვნას ამზადებს
Sputnik საქართველო
ვენეციის კომისიის დელეგაცია ონლაინ შეხვედრებს მართავს საქართველოში დაინტერესებულ მხარეებთან. 03.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-03T13:14+0400
2024-05-03T13:14+0400
2024-05-03T13:14+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
ვენეციის კომისია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/03/287728973_0:50:1280:770_1920x0_80_0_0_0b9e65fb0079d69a368c8fb2a59f0488.jpg
თბილისი, 3 მაისი – Sputnik. ვენეციის კომისია საქართველოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტზე“ დაჩქარებული წესით მოსაზრებას ამზადებს და გამოაქვეყნებს მას უახლოეს კვირებში, რათა პარლამენტმა მისი განხილვა კანონის საბოლოო მიღებამდე მოასწროს, ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.15 აპრილს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტმა თეოდოროს რუსოპულოსმა ვენეციის კომისიას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე მოსაზრების მომზადება სთხოვა. მიმართვის მიზანი გახდა PACE-ს საქართველოს საკითხზე თანამომხსენებლების, კლოდ კერნის და ედიტ ესტრელის შეშფოთება კანონპროექტის ხელახალი ინიცირების გამო.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ვენეციის კომისიის დელეგაცია სასწრაფო მოსაზრების მომზადების კონტექსტში ონლაინ შეხვედრების სერიებს მართავს საქართველოში დაინტერესებულ მხარეებთან. ვენეციის კომისიის დელეგაცია შეხვდა სახალხო დამცველსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, ონლაინ მედიასაშუალებებსა და მაუწყებლებს.სადავო კანონპროექტი„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.მომიტინგეები „რუსული კანონის“ გაწვევას მოითხოვენ და მის მხარდამჭერ დეპუტატებს „მონებს“ უწოდებენ. 15 აპრილიდან ისინი თბილისში ყოველდღიურ საპროტესტო აქციებს მართავენ. 30 აპრილსა და 1 მაისს, როდესაც კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილებოდა, მშვიდობიანი საპროტესტო აქციები არეულობაში გადაიზარდა.მმართველმა პარტიამ 2023 წლის მარტში პროტესტის ფონზე გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.კანონის გაწვევისკენ მოუწოდებენ ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები.საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/03/287728973_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_5b0cab1c2594d9d1dc52b3c34c5ad520.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , ვენეციის კომისია
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , ვენეციის კომისია
ვნებათაღელვა „გამჭვირვალობის კანონის“ გარშემო: ვენეციის კომისია სასწრაფო დასკვნას ამზადებს
ვენეციის კომისიის დელეგაცია ონლაინ შეხვედრებს მართავს საქართველოში დაინტერესებულ მხარეებთან.
თბილისი, 3 მაისი – Sputnik. ვენეციის კომისია საქართველოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტზე“ დაჩქარებული წესით მოსაზრებას ამზადებს და გამოაქვეყნებს მას უახლოეს კვირებში, რათა პარლამენტმა მისი განხილვა კანონის საბოლოო მიღებამდე მოასწროს, ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
15 აპრილს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტმა თეოდოროს რუსოპულოსმა ვენეციის კომისიას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე მოსაზრების მომზადება სთხოვა. მიმართვის მიზანი გახდა PACE-ს საქართველოს საკითხზე თანამომხსენებლების, კლოდ კერნის და ედიტ ესტრელის შეშფოთება კანონპროექტის ხელახალი ინიცირების გამო.
„მოსაზრება ვენეციის კომისიის პროცედურული წესების 14ა მუხლის სასწრაფო პროცედურის ფარგლებში გაიცემა და მომავალ კვირებში გამოქვეყნდება, რათა პარლამენტმა კანონის მიღებამდე მისი განხილვა შეძლოს“, - ნათქვამია ვენეციის კომისიის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ვენეციის კომისიის დელეგაცია სასწრაფო მოსაზრების მომზადების კონტექსტში ონლაინ შეხვედრების სერიებს მართავს საქართველოში დაინტერესებულ მხარეებთან. ვენეციის კომისიის დელეგაცია შეხვდა სახალხო დამცველსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, ონლაინ მედიასაშუალებებსა და მაუწყებლებს.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
მომიტინგეები „რუსული კანონის“ გაწვევას მოითხოვენ და მის მხარდამჭერ დეპუტატებს „მონებს“ უწოდებენ. 15 აპრილიდან ისინი თბილისში ყოველდღიურ საპროტესტო აქციებს მართავენ. 30 აპრილსა და 1 მაისს, როდესაც კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილებოდა, მშვიდობიანი საპროტესტო აქციები არეულობაში გადაიზარდა.
მმართველმა პარტიამ 2023 წლის მარტში პროტესტის ფონზე გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
კანონის გაწვევისკენ მოუწოდებენ ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.