https://sputnik-georgia.com/20240503/sekvetili-mkvleloba-lilos-bazrobaze-braldebuls-uvado-patimroba-seefarda-287725281.html
შეკვეთილი მკვლელობა ლილოს ბაზრობაზე - ბრალდებულს უვადო პატიმრობა შეეფარდა
შეკვეთილი მკვლელობა ლილოს ბაზრობაზე - ბრალდებულს უვადო პატიმრობა შეეფარდა
Sputnik საქართველო
საქმის მასალების მიხედვით, ბოროტმოქმედმა სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე მსხვერპლს თავის არეში ორჯერ ესროლა და დანაშაულის ადგილიდან მიიმალა. 03.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-03T11:17+0400
2024-05-03T11:17+0400
2024-05-03T11:17+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
კრიმინალი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0f/262068811_0:236:1280:956_1920x0_80_0_0_d3b071528973e5f8d6e29a44b59dccc1.jpg
თბილისი, 3 მაისი - Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ „ლილო მოლის“ ბაზრობის ტერიტორიაზე მომხდარი შეკვეთით განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახით უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.გამოძიების მიხედვით, მსჯავრდებულმა საზღვარგარეთ მყოფი პირისგან, რომელიც ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების სახელით „ლილო მოლის“ მოვაჭრეებს თანხას სძალავდა, მიიღო დაზარალებულის მოკვლის შეკვეთა, რადგან ეს უკანასკნელი თანხის გადახდაზე უარს აცხადებდა.უწყების ცნობით, მსჯავრდებულმა მკვლელობისთვის ცეცხლსასროლი იარაღი და თანხა დამკვეთის მეგობრის საშუალებით მიიღო. 2023 წლის 3 აგვისტოს მსჯავრდებულმა დაკვეთის შესასრულებლად „ლილო მოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დაზარალებულს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თავის არეში ორი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.მიღებული ჭრილობების შედეგად, დაზარალებული 17 აგვისტოს გარდაიცვალა.სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი იმავე დღეს დააკავეს.მსჯავრდებულს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 109-ე (განზრახ მკვლელობა შეკვეთით) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება) მუხლებით ჰქონდა წარდგენილი.„ლილო მოლის“ ტერიტორიაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს აქვს წარდგენილი, ერთ პირს – შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის, ხოლო მეორეს შეკვეთით განზრახ მკვლელობაში დახმარების მუხლებით.უწყების ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეების არსებითი განხილვა მიმდინარეობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0f/262068811_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_9d85590e0b9e8b3a5324b2156afa0843.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში
შეკვეთილი მკვლელობა ლილოს ბაზრობაზე - ბრალდებულს უვადო პატიმრობა შეეფარდა
საქმის მასალების მიხედვით, ბოროტმოქმედმა სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე მსხვერპლს თავის არეში ორჯერ ესროლა და დანაშაულის ადგილიდან მიიმალა.
თბილისი, 3 მაისი - Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ „ლილო მოლის“ ბაზრობის ტერიტორიაზე მომხდარი შეკვეთით განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახით უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიების მიხედვით, მსჯავრდებულმა საზღვარგარეთ მყოფი პირისგან, რომელიც ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების სახელით „ლილო მოლის“ მოვაჭრეებს თანხას სძალავდა, მიიღო დაზარალებულის მოკვლის შეკვეთა, რადგან ეს უკანასკნელი თანხის გადახდაზე უარს აცხადებდა.
უწყების ცნობით, მსჯავრდებულმა მკვლელობისთვის ცეცხლსასროლი იარაღი და თანხა დამკვეთის მეგობრის საშუალებით მიიღო. 2023 წლის 3 აგვისტოს მსჯავრდებულმა დაკვეთის შესასრულებლად „ლილო მოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დაზარალებულს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თავის არეში ორი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მიღებული ჭრილობების შედეგად, დაზარალებული 17 აგვისტოს გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი იმავე დღეს დააკავეს.
მსჯავრდებულს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 109-ე (განზრახ მკვლელობა შეკვეთით) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება) მუხლებით ჰქონდა წარდგენილი.
„ლილო მოლის“ ტერიტორიაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს აქვს წარდგენილი, ერთ პირს – შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის, ხოლო მეორეს შეკვეთით განზრახ მკვლელობაში დახმარების მუხლებით.
უწყების ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეების არსებითი განხილვა მიმდინარეობს.