https://sputnik-georgia.com/20240503/saqartvelos-prezidentma-e-w-ofsorebis-kanons-veto-daado-287745513.html
საქართველოს პრეზიდენტმა ე.წ. ოფშორების კანონს ვეტო დაადო
საქართველოს პრეზიდენტმა ე.წ. ოფშორების კანონს ვეტო დაადო
Sputnik საქართველო
საუბარია მხოლოდ იმ აქტივებზე ოფშორებიდან, რომლებიც ქართულ საწარმოებს 2028 წლის 1 იანვრამდე გადაეცემათ 03.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-03T23:23+0400
2024-05-03T23:23+0400
2024-05-03T23:23+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/1c/258873990_0:37:2048:1189_1920x0_80_0_0_a3fff781059f99a21d5627fee1587e75.jpg
თბილისი, 3 მაისი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტს, რომლებიც ითვალისწინებს 2021 წლის 1 იანვრამდე დაგროვილი საგადასახადო დავალიანებების და საურავების ჩამოწერას, ასევე საგადასახადო შეღავათებს ოფშორული ზონებიდან აქტივების გადმოტანისას.საქართველოს პარლამენტმა კანონი მესამე მოსმენით 19 აპრილს დაამტკიცა. ოპოზიციამ გააკრიტიკა ცვლილებები და განაცხადა, რომ ეს მხოლოდ კრიმინალურ და სპეცსამსახურების ფულს მოიზიდავს, გაართულებს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს და ზიანს მიაყენებს მის რეპუტაციას. ასევე, ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ცვლილებების მიღება ხდება იმისთვის, რომ ქართველმა მილიარდერმა და მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა თავიდან აიცილოს დასავლეთის შესაძლო სანქციები. ხელისუფლება აცხადებს, რომ ეს შეუძლებელია, რადგან თანხების გადმოტანა ხორციელდება საერთაშორისო სისტემების მეშვეობით, რომლებიც აკონტროლებენ სანქციების დაცვას.საუბარია მხოლოდ იმ აქტივებზე, რომლებიც ქართულ საწარმოებს 2028 წლის 1 იანვრამდე გადაეცემათ იმ პირობით, რომ საქართველოში და ოფშორებში არსებული აქტივების 100 პროცენტი ერთი და იგივე კომპანიის ან პირის საკუთრებაშია.კანონპროექტის თანახმად, ოფშორული კომპანიებიდან აქტივების გადაცემისას მიმღები ქართული კომპანია თავისუფლდება ამ აქტივზე იმპორტის გადასახადისგან, თუ ოპერაცია 2028 წლის 1 იანვრამდე დასრულდება.ამასთან, ასეთ ტრანზაქციაში მონაწილე საწარმო ოფშორული კომპანიისგან საქართველოში ფიზიკური აქტივის მიღებისას 2030 წლის 1 იანვრამდე იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/1c/258873990_0:0:1787:1340_1920x0_80_0_0_9f825ed0ea3ed2d6e4c5170dd5d79869.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს პრეზიდენტმა ე.წ. ოფშორების კანონს ვეტო დაადო
საუბარია მხოლოდ იმ აქტივებზე ოფშორებიდან, რომლებიც ქართულ საწარმოებს 2028 წლის 1 იანვრამდე გადაეცემათ
თბილისი, 3 მაისი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტს, რომლებიც ითვალისწინებს 2021 წლის 1 იანვრამდე დაგროვილი საგადასახადო დავალიანებების და საურავების ჩამოწერას, ასევე საგადასახადო შეღავათებს ოფშორული ზონებიდან აქტივების გადმოტანისას.
საქართველოს პარლამენტმა კანონი მესამე მოსმენით 19 აპრილს დაამტკიცა. ოპოზიციამ გააკრიტიკა ცვლილებები და განაცხადა, რომ ეს მხოლოდ კრიმინალურ და სპეცსამსახურების ფულს მოიზიდავს, გაართულებს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს და ზიანს მიაყენებს მის რეპუტაციას. ასევე, ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ცვლილებების მიღება ხდება იმისთვის, რომ ქართველმა მილიარდერმა და მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა თავიდან აიცილოს დასავლეთის შესაძლო სანქციები. ხელისუფლება აცხადებს, რომ ეს შეუძლებელია, რადგან თანხების გადმოტანა ხორციელდება საერთაშორისო სისტემების მეშვეობით, რომლებიც აკონტროლებენ სანქციების დაცვას.
საუბარია მხოლოდ იმ აქტივებზე, რომლებიც ქართულ საწარმოებს 2028 წლის 1 იანვრამდე გადაეცემათ იმ პირობით, რომ საქართველოში და ოფშორებში არსებული აქტივების 100 პროცენტი ერთი და იგივე კომპანიის ან პირის საკუთრებაშია.
კანონპროექტის თანახმად, ოფშორული კომპანიებიდან აქტივების გადაცემისას მიმღები ქართული კომპანია თავისუფლდება ამ აქტივზე იმპორტის გადასახადისგან, თუ ოპერაცია 2028 წლის 1 იანვრამდე დასრულდება.
ამასთან, ასეთ ტრანზაქციაში მონაწილე საწარმო ოფშორული კომპანიისგან საქართველოში ფიზიკური აქტივის მიღებისას 2030 წლის 1 იანვრამდე იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლდება.