https://sputnik-georgia.com/20240503/gaeros-umarlesma-komisarma-mtavrobas-gamwvirvalobis-sesaxeb-kanonis-gawvevisken-mouwoda-287740605.html
გაეროს უმაღლესმა კომისარმა მთავრობას „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გაწვევისკენ მოუწოდა
გაეროს უმაღლესმა კომისარმა მთავრობას „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გაწვევისკენ მოუწოდა
Sputnik საქართველო
კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ სერიოზულ საფრთხეს უქმნის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების უფლებებს, ამბობს ვოლკერ ტურკი. 03.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-03T17:03+0400
2024-05-03T17:03+0400
2024-05-03T17:03+0400
ახალი ამბები
საქართველო
გაერო
კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/06/285464505_0:0:2112:1188_1920x0_80_0_0_dac09fede2a5c69dee56c8f9c8f1a3bd.png
თბილისი, 3 მაისი – Sputnik. გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა ვოლკერ ტურკმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას გაიწვიოს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და დაიწყოს დიალოგი სამოქალაქო საზოგადოებასთან და მედია ორგანიზაციებთან.თბილისში 15 აპრილიდან იმართება აქციები, რომელთა მონაწილეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებას აპროტესტებენ. ბოლო ორი დღის განმავლობაში მშვიდობიანი საპროტესტო აქციები საღამოს არეულობაში გადაიზარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ ხნის განმავლობაში სამინისტროს შვიდი თანამშრომელი დაშავდა. საპროტესტო აქციებმა ძალადობრივი ხასიათი მას შემდეგ მიიღო, რაც საკამათო კანონპროექტის მუხლობრივი განხილვა დაიწყო (30 აპრილი და 1 მაისი). 1 მაისს საღამოს კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღეს. ოპოზიციამ კანონს მხარი არ დაუჭირა.უმაღლესმა კომისარმა ასევე მოუწოდა მომიტინგეებსა და აქციების ორგანიზატორებს, საკუთარი უფლებებით ისარგებლონ მშვიდობიანად და არ გამოიყენონ ძალადობა.გარდა ამისა, ტურკმა გამოთქვა შეშფოთება სამართალდამცავების მიერ თბილისში დემონსტრანტებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ, მისი თქმით, ძალის არასაჭირო და არაპროპორციული გამოყენების გამო.ტურკი ასევე მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, სწრაფად და გამჭვირვალედ გამოიძიოს ყველა განცხადება, რომელიც საპროტესტო აქციების დროს, დაკავებების შემდეგ ან დაკავების დროს არასათანადო მოპყრობას უკავშირდება.„გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლების განხორციელებისთვის დაკავებული ყველა პირი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. მათ წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებებიც უნდა მოიხსნას“, - ნათქვამია განცხადებაში.კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.ხელისუფლება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიებისთვის უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობას მოითხოვს, ოპონენტები კი ამტკიცებენ, რომ კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ მწკრივში აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/06/285464505_264:0:1848:1188_1920x0_80_0_0_b0a21ca068beb67f7e11580fe87f75fd.pngSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, გაერო, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, გაერო, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
გაეროს უმაღლესმა კომისარმა მთავრობას „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გაწვევისკენ მოუწოდა
კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ სერიოზულ საფრთხეს უქმნის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების უფლებებს, ამბობს ვოლკერ ტურკი.
თბილისი, 3 მაისი – Sputnik. გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა ვოლკერ ტურკმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას გაიწვიოს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და დაიწყოს დიალოგი სამოქალაქო საზოგადოებასთან და მედია ორგანიზაციებთან.
თბილისში 15 აპრილიდან იმართება აქციები, რომელთა მონაწილეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებას აპროტესტებენ. ბოლო ორი დღის განმავლობაში მშვიდობიანი საპროტესტო აქციები საღამოს არეულობაში გადაიზარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ ხნის განმავლობაში სამინისტროს შვიდი თანამშრომელი დაშავდა. საპროტესტო აქციებმა ძალადობრივი ხასიათი მას შემდეგ მიიღო, რაც საკამათო კანონპროექტის მუხლობრივი განხილვა დაიწყო (30 აპრილი და 1 მაისი). 1 მაისს საღამოს კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღეს. ოპოზიციამ კანონს მხარი არ დაუჭირა.
„საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებ, ეს კანონპროექტი უკან გაიწვიოს და დიალოგში ჩაერთოს, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებასა და მედია ორგანიზაციებთან. იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედია საშუალებების, რომლებსაც უცხოეთიდან ფინანსები შემოსდით, "უცხოურო ძალის ინტერესებით მოქმედ ორგანიზაციებად" მონათვლა სერიოზულ საფრთხეს უქმნის მათ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას“, - ნათქვამია ვოლკერ ტურკის განცხადებაში.
უმაღლესმა კომისარმა ასევე მოუწოდა მომიტინგეებსა და აქციების ორგანიზატორებს, საკუთარი უფლებებით ისარგებლონ მშვიდობიანად და არ გამოიყენონ ძალადობა.
გარდა ამისა, ტურკმა გამოთქვა შეშფოთება სამართალდამცავების მიერ თბილისში დემონსტრანტებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ, მისი თქმით, ძალის არასაჭირო და არაპროპორციული გამოყენების გამო.
„მთავრობამ უნდა სცეს პატივი და დაიცვას გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებები. ამ უფლებების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა შეესაბამებოდეს კანონიერების, აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპებს. საპროტესტო აქციების დროს ძალის გამოყენება ყოველთვის უნდა იყოს გამონაკლისი და უკანასკნელი საშუალება უშუალო საფრთხის წინაშე“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ტურკი ასევე მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, სწრაფად და გამჭვირვალედ გამოიძიოს ყველა განცხადება, რომელიც საპროტესტო აქციების დროს, დაკავებების შემდეგ ან დაკავების დროს არასათანადო მოპყრობას უკავშირდება.
„გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლების განხორციელებისთვის დაკავებული ყველა პირი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. მათ წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებებიც უნდა მოიხსნას“, - ნათქვამია განცხადებაში.
კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
ხელისუფლება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიებისთვის უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობას მოითხოვს, ოპონენტები კი ამტკიცებენ, რომ კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ მწკრივში აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.