https://sputnik-georgia.com/20240503/dimitri-xundaze-savi-fulit-undat-qartuli-politikis-formireba-287739109.html
დიმიტრი ხუნდაძე: „შავი ფულით“ უნდათ ქართული პოლიტიკის ფორმირება
დიმიტრი ხუნდაძე: „შავი ფულით“ უნდათ ქართული პოლიტიკის ფორმირება
Sputnik საქართველო
მისი თქმით, პარლამენტთან ჩატარებულ აქციაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე პოლიტიკურმა უმცირესობამ უნდა აიღოს, განაცხადა დეპუტატმა 03.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-03T14:05+0400
2024-05-03T14:05+0400
2024-05-03T14:05+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/02/287703784_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_ccda127c97483529de37743715255d4e.jpg
თბილისი, 2 მაისი – Sputnik. პოლიტიკური უმცირესობა გარედან მიღებული „შავი ფულით“ ცდილობს ქართული პოლიტიკის ფორმირებას, განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ ლიდერმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ.თბილისში 15 აპრილიდან იმართება აქციები, რომელთა მონაწილეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებას აპროტესტებენ. ბოლო ორი დღის განმავლობაში მშვიდობიანი საპროტესტო აქციები საღამოს არეულობაში გადაიზარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ ხნის განმავლობაში სამინისტროს შვიდი თანამშრომელი დაშავდა.საპროტესტო აქციებმა ძალადობრივი ხასიათი მას შემდეგ მიიღო, რაც საკამათო კანონპროექტის მუხლობრივი განხილვა დაიწყო (30 აპრილი და 1 მაისი). 1 მაისს საღამოს კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღეს. ოპოზიციამ კანონს მხარი არ დაუჭირა.მისი თქმით, პარლამენტთან 1 მაისს ჩატარებულ აქციაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე პოლიტიკურმა უმცირესობამ უნდა აიღოს.ამასთან მან აღნიშნა, რომ ეს ადამიანები საკუთარ თავზე არ არიან დამოკიდებული.„ჩვენ გუშინ ვნახეთ პოლიტიკური უმცირესობის კიდევ ერთი რადიკალური ქმედება საკუთარი სახელმწიფოს საკანონმდებლო ორგანოს წინ. პასუხისმგებლობა უნდა აიღოს უმცირესობამ, მაგრამ პასუხისმგებლობის აღებას სჭირდება პასუხისმგებლობა, რომელიც მათ არ აქვთ“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.ხელისუფლება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიებისთვის უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობას მოითხოვს, ოპონენტები კი ამტკიცებენ, რომ კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ მწკრივში აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/02/287703784_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_a0e13ac85e8fd5dade9a0296204488ed.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძე: „შავი ფულით“ უნდათ ქართული პოლიტიკის ფორმირება
მისი თქმით, პარლამენტთან ჩატარებულ აქციაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე პოლიტიკურმა უმცირესობამ უნდა აიღოს, განაცხადა დეპუტატმა
თბილისი, 2 მაისი – Sputnik. პოლიტიკური უმცირესობა გარედან მიღებული „შავი ფულით“ ცდილობს ქართული პოლიტიკის ფორმირებას, განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ ლიდერმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ.
თბილისში 15 აპრილიდან იმართება აქციები, რომელთა მონაწილეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებას აპროტესტებენ. ბოლო ორი დღის განმავლობაში მშვიდობიანი საპროტესტო აქციები საღამოს არეულობაში გადაიზარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ ხნის განმავლობაში სამინისტროს შვიდი თანამშრომელი დაშავდა.
საპროტესტო აქციებმა ძალადობრივი ხასიათი მას შემდეგ მიიღო, რაც საკამათო კანონპროექტის მუხლობრივი განხილვა დაიწყო (30 აპრილი და 1 მაისი). 1 მაისს საღამოს კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღეს. ოპოზიციამ კანონს მხარი არ დაუჭირა.
„შავი ფულით" ცდილობენ, გარედან შიგნით, ქართული პოლიტიკის ფორმირებას, რაც დაუშვებელია“, - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.
მისი თქმით, პარლამენტთან 1 მაისს ჩატარებულ აქციაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე პოლიტიკურმა უმცირესობამ უნდა აიღოს.
ამასთან მან აღნიშნა, რომ ეს ადამიანები საკუთარ თავზე არ არიან დამოკიდებული.
„ჩვენ გუშინ ვნახეთ პოლიტიკური უმცირესობის კიდევ ერთი რადიკალური ქმედება საკუთარი სახელმწიფოს საკანონმდებლო ორგანოს წინ. პასუხისმგებლობა უნდა აიღოს უმცირესობამ, მაგრამ პასუხისმგებლობის აღებას სჭირდება პასუხისმგებლობა, რომელიც მათ არ აქვთ“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
ხელისუფლება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიებისთვის უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობას მოითხოვს, ოპონენტები კი ამტკიცებენ, რომ კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ მწკრივში აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.