https://sputnik-georgia.com/20240502/tbilissi-azzis-ganvitarebis-bankis-yovelwliuri-sexvedra-daiwyo-287714291.html
თბილისში აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრა დაიწყო
თბილისში აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრა დაიწყო
Sputnik საქართველო
ღონისძიებაში 4 ათასამდე დელეგატი მონაწილეობს 02.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-02T15:22+0400
2024-05-02T15:22+0400
2024-05-02T15:22+0400
ახალი ამბები
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/1e/287639389_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_90055f1a6f7108ee0254ee26d4ed8f88.jpg
თბილისი, 2 მაისი – Sputnik. საქართველოს გადამწყვეტ როლს დაკავშირებადობის კონტექსტში, ასევე შუა დერეფნის პოტენციალს განიხილავენ სემინარზე, რომელიც თბილისში აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში დაიწყო.აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიურ შეხვედრას საქართველო 2 მაისიდან 5 მაისის ჩათვლით მასპინძლობს. საერთაშორისო ფორუმში 68 ქვეყნის 4000-მდე დელეგატი მონაწილეობს, მათ შორის ADB-ის პრეზიდენტი მასაცუგუ ასაკავა, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და კერძო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლები.ADB-ის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში გამართული სემინარის გახსნის ცერემონიაზე ფინანსთა მინისტრის გარდა სიტყვით გამოვიდნენ ასევე ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და ADB-ის პრეზიდენტი.სემინარის მთავარი თემებია დაკავშირებადობის გაუმჯობესება; ევროპული დაკავშირებადობა და შუა დერეფანი; იდეები ერთობლივი ფინტექ-გარემოს შესაქმნელად რეგიონში; შუა დერეფნის იმპულსის გამოყენება; პერსპექტივები ახალი ბაზრებისთვის; ადგილობრივი ვალუტებისა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება – მთავრობისა და ინვესტორების ხედვა.შეხვედრის მონაწილეები ასევე განიხილავენ ეკონომიკური ზრდის კარიბჭეს – საქართველოს სტრატეგიული უპირატესობის გამოყენებას რეგიონული განვითარებისა და მწვანე ეკონომიკისთვის.გარდა ამისა, შეხვედრის მონაწილეები განიხილავენ ეკონომიკური ზრდის გზას - საქართველოს სტრატეგიული უპირატესობის გამოყენებას რეგიონული განვითარებისა და მწვანე ეკონომიკისთვის.ADB მხარს უჭერს საქართველოს 2007 წლიდან და ერთ-ერთი უდიდესი მრავალმხრივი პარტნიორია, რომელიც ქვეყნის განვითარებას უწყებს ხელს. საქართველოსთვის გაცემული სუვერენული და არასუვერენული სესხების ჯამური მოცულობა 4,7 მილიარდი დოლარია.ADB-ის განვითარების პრიორიტეტები საქართველოში არის მრავალფეროვანი და მდგრადი ეკონომიკური ზრდა, სიღარიბის შემცირება, რეგიონული კავშირი და სახელმწიფო სერვისების მიწოდების გაუმჯობესება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/1e/287639389_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_7a64a56b4f1b0e35a543259983f5716f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
თბილისში აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრა დაიწყო
ღონისძიებაში 4 ათასამდე დელეგატი მონაწილეობს
თბილისი, 2 მაისი – Sputnik. საქართველოს გადამწყვეტ როლს დაკავშირებადობის კონტექსტში, ასევე შუა დერეფნის პოტენციალს განიხილავენ სემინარზე, რომელიც თბილისში აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში დაიწყო.
აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიურ შეხვედრას საქართველო 2 მაისიდან 5 მაისის ჩათვლით მასპინძლობს. საერთაშორისო ფორუმში 68 ქვეყნის 4000-მდე დელეგატი მონაწილეობს, მათ შორის ADB-ის პრეზიდენტი მასაცუგუ ასაკავა, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და კერძო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლები.
„ევროპისა და აზიის შეხვედრის წერტილში მყოფი საქართველო გამოირჩევა სტრატეგიული მდებარეობით, რომელიც განუმეორებელ წვდომას გთავაზობთ განვითარებად ბაზრებზე. დღეს, დილით თემატური დისკუსიები უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობს ბევრ ინფორმაციულ და შთამაგონებელ საკითხს, რომლებიც ხაზს უსვამენ მათ გადამწყვეტ როლს გაძლიერებულ კავშირში, აქცენტებით ევროპულ პერსპექტივასა და შუა დერეფნის შესაძლებლობებზე“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა სემინარის გახსნაზე.
ADB-ის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში გამართული სემინარის გახსნის ცერემონიაზე ფინანსთა მინისტრის გარდა სიტყვით გამოვიდნენ ასევე ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და ADB-ის პრეზიდენტი.
სემინარის მთავარი თემებია დაკავშირებადობის გაუმჯობესება; ევროპული დაკავშირებადობა და შუა დერეფანი; იდეები ერთობლივი ფინტექ-გარემოს შესაქმნელად რეგიონში; შუა დერეფნის იმპულსის გამოყენება; პერსპექტივები ახალი ბაზრებისთვის; ადგილობრივი ვალუტებისა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება – მთავრობისა და ინვესტორების ხედვა.
შეხვედრის მონაწილეები ასევე განიხილავენ ეკონომიკური ზრდის კარიბჭეს – საქართველოს სტრატეგიული უპირატესობის გამოყენებას რეგიონული განვითარებისა და მწვანე ეკონომიკისთვის.
გარდა ამისა, შეხვედრის მონაწილეები განიხილავენ ეკონომიკური ზრდის გზას - საქართველოს სტრატეგიული უპირატესობის გამოყენებას რეგიონული განვითარებისა და მწვანე ეკონომიკისთვის.
ADB მხარს უჭერს საქართველოს 2007 წლიდან და ერთ-ერთი უდიდესი მრავალმხრივი პარტნიორია, რომელიც ქვეყნის განვითარებას უწყებს ხელს. საქართველოსთვის გაცემული სუვერენული და არასუვერენული სესხების ჯამური მოცულობა 4,7 მილიარდი დოლარია.
ADB-ის განვითარების პრიორიტეტები საქართველოში არის მრავალფეროვანი და მდგრადი ეკონომიკური ზრდა, სიღარიბის შემცირება, რეგიონული კავშირი და სახელმწიფო სერვისების მიწოდების გაუმჯობესება.