https://sputnik-georgia.com/20240502/saeklesio-kalendari-2-maisi-287704370.html
საეკლესიო კალენდარი: 2 მაისი
საეკლესიო კალენდარი: 2 მაისი
Sputnik საქართველო
ეკლესია 2 მაისს ღირსი იოანეს, პალესტინის ძველი ლავრის ხუცესის, მოწამეთა: ფეონას, ქრისტეფორეს და ანტონინეს, მღვდელმოწამისა პაფნუტისა, იერუსალიმელი ეპისკოპოსის... 02.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-02T09:00+0400
2024-05-02T09:00+0400
2024-05-02T09:00+0400
საეკლესიო კალენდარი
რელიგია
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/19/266213926_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_a1650d10b424a411b4ee65e718fc77c3.jpg
Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულები საეკლესიო კალენდარში.იოანე, პალესტინის ძველი ლავრის ხუცესიღირსი იოანე (VIII), ახალგაზრდა იყო, როცა დატოვა სახლ-კარი, იერუსალიმის წმიდა ადგილების მოსალოცად წავიდა და საღვთო შურით აღძრული დაემკვიდრა ღირსი ხარიტონის ლავრაში, რომელიც უძველესი იყო პალესტინის სავანეთა შორის. ეს ლავრა მდებარეობდა ბეთლემთან ახლოს, მკვდარ ზღვასთან. გამუდმებული მოღვაწეობით წმიდა იოანემ სულიერ სრულყოფილებას მიაღწია. კეთილმსახურებით გამორჩეულ ბერს მღვდლად დაასხეს ხელი. თავისი წმიდა ცხოვრებით მან შორს გაითქვა სახელი.მოწამენი: ფეონა, ქრისტეფორე და ანტონინეწმიდა მოწამენი ფეონა, ქრისტეფორე და ანტონინე (+303) იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ჯარში მსახურობდნენ. ისინი წმიდა დიდმოწამე გიორგის წამებას ესწრებოდნენ, იხილეს მომხდარი სასწაულები, წმიდანის სარწმუნოება და ირწმუნეს ჭეშმარიტი ღმერთი. მეომრებმა წარმართი მეფის მსახურებას ქრისტეს მხედრობა არჩიეს, განიძარცვეს ოქროს სარტყლები და იმპერატორის წინაშე განაცხადეს, რომ ისინიც ქრისტიანები იყვნენ. ქრისტეს ახალი აღმსარებლები ციხეში ჩაყარეს. მეორე დღეს იმპერატორმა მხედრებს სარწმუნოების უარყოფა მოსთხოვა, მაგრამ წმიდანები მტკიცედ იცავდნენ თავიანთ სარწმუნოებას და ადიდებდნენ მაცხოვარს. დიოკლეტიანეს ბრძანებით ქრისტეფორე, თეონი და ანტონინე ცემეს, შემდეგ კი ცეცხლში დაწვეს.მღვდელმოწამე პაფნუტი იერუსალიმელი ეპისკოპოსიმღვდელმოწამე პაფნუტი იერუსალიმის ეპისკოპოსი იყო. მან მრავალი ტანჯვა-წამება დაითმინა წარმართთაგან, ბოლოს კი თავი მოჰკვეთეს.არსებობს ვარაუდი, რომ მღვდელმოწამე პაფნუტი ეგვიპტელი ეპისკოპოსი იყო და პალესტინის საბადოებში გადასახლებულ ეგვიპტელებთან ერთად დაიღუპა იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) დევნილობის დროს.მღვდელმოწამის მირონმდინარე ნაწილები მრავალ სასწაულს აღასრულებდა.გიორგი აღმსარებელი, ანტიოქია-პრუსაიდელი ეპისკოპოსიწმიდა გიორგი აღმსარებელი, ანტიოქია-პრუსაიდელი ეპისკოპოსი (IX) ხატმებრძოლობის ერესის მძვინვარების დროს ცხოვრობდა. წმიდანი ახალგაზრდობაში აღიკვეცა ბერად. განიდიდა წმიდა ცხოვრებით და ხელდასხმულ იქნა ანტიოქიის პრუსაიდის ეპისკოპოსად.იმპერატორ ლეონ სომეხის (813-820) მიერ წმიდა ხატთა თაყვანისცემის აკრძალვის ჟამს წმიდა გიორგი კონსტანტინეპოლს ჩავიდა, ეპისკოპოსთა კრებაზე ამხილა ხატმბრძოლობის ერესი და მოუწოდა იმპერატორს დაბრუნებოდა მართლმადიდებლობას. წმიდანმა უარი განაცხადა ტაძრიდან ხატების გატანაზე, რისთვისაც დაიჭირეს და გადაასახლეს (+დაახლ. 813-820).ნიკიფორე იღუმენინიკიფორე იღუმენი დაიბადა კონსტანტინეპოლში, მდიდარ და ცნობილ ოჯახში. მშობლების სიკვდილის შემდეგ ნიკიფორემ მთელი ქონება ღარიბებს დაურიგა და ქალკედონში გაემგზავრა. ღირს ნიკიფორეს მოეწოდა წმიდა ანდრიას მონასტრის მკაცრი ცხოვრების წესი და იქვე დარჩა სამოღვაწეოდ.მან ისეთი არაჩვეულებრივი გულმოდგინება გამოამჟღავნა ლოცვასა და შრომაში და ისეთი მონდომება მოთმინებასა და მოღვაწეობაში, რომ მალე იღუმენმა ფინიკიის კუნძულზე გაგზავნა საქადაგებლად და დაადგინა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მონასტრის იღუმენად.ღირსმა ნიკიფორემ კუნძულზე გაატარა 33 წელი და მრავალი წარმართი მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე.როცა სიკვდილის მოახლოება იგრძნო, ღირსმა იღუმენმა ძმებს სთხოვა, ხომალდზე აეყვანათ, ხომალდმა მშვიდობით მიაღწია ქალკედონამდე. წმიდა ანდრიას მონასტრის მამებმა პატივით დაკრძალეს წმიდა მოღვაწის ცხედარი.მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.
https://sputnik-georgia.com/20240501/saeklesio-kalendari-1-maisi-287662871.html
https://sputnik-georgia.com/20240430/saeklesio-kalendari-30-aprili-287633959.html
https://sputnik-georgia.com/20240429/saeklesio-kalendari-29-aprili-287614974.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/19/266213926_261:0:2992:2048_1920x0_80_0_0_c9a1ebde0fe79e50e82e831f67464600.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საეკლესიო კალენდარი, რელიგია, საქართველო
საეკლესიო კალენდარი, რელიგია, საქართველო
საეკლესიო კალენდარი: 2 მაისი
ეკლესია 2 მაისს ღირსი იოანეს, პალესტინის ძველი ლავრის ხუცესის, მოწამეთა: ფეონას, ქრისტეფორეს და ანტონინეს, მღვდელმოწამისა პაფნუტისა, იერუსალიმელი ეპისკოპოსის, ასევე წმ. გიორგი აღმსარებელის, ანტიოქიის ეპისკოპოსის და ღირსი ნიკიფორე იღუმენის ხსენების დღეს აღნიშნავს.
Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულები საეკლესიო კალენდარში.
იოანე, პალესტინის ძველი ლავრის ხუცესი
ღირსი იოანე (VIII), ახალგაზრდა იყო, როცა დატოვა სახლ-კარი, იერუსალიმის წმიდა ადგილების მოსალოცად წავიდა და საღვთო შურით აღძრული დაემკვიდრა ღირსი ხარიტონის ლავრაში, რომელიც უძველესი იყო პალესტინის სავანეთა შორის. ეს ლავრა მდებარეობდა ბეთლემთან ახლოს, მკვდარ ზღვასთან. გამუდმებული მოღვაწეობით წმიდა იოანემ სულიერ სრულყოფილებას მიაღწია. კეთილმსახურებით გამორჩეულ ბერს მღვდლად დაასხეს ხელი. თავისი წმიდა ცხოვრებით მან შორს გაითქვა სახელი.
მოწამენი: ფეონა, ქრისტეფორე და ანტონინე
წმიდა მოწამენი ფეონა, ქრისტეფორე და ანტონინე (+303) იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ჯარში მსახურობდნენ. ისინი წმიდა დიდმოწამე გიორგის წამებას ესწრებოდნენ, იხილეს მომხდარი სასწაულები, წმიდანის სარწმუნოება და ირწმუნეს ჭეშმარიტი ღმერთი. მეომრებმა წარმართი მეფის მსახურებას ქრისტეს მხედრობა არჩიეს, განიძარცვეს ოქროს სარტყლები და იმპერატორის წინაშე განაცხადეს, რომ ისინიც ქრისტიანები იყვნენ. ქრისტეს ახალი აღმსარებლები ციხეში ჩაყარეს. მეორე დღეს იმპერატორმა მხედრებს სარწმუნოების უარყოფა მოსთხოვა, მაგრამ წმიდანები მტკიცედ იცავდნენ თავიანთ სარწმუნოებას და ადიდებდნენ მაცხოვარს. დიოკლეტიანეს ბრძანებით ქრისტეფორე, თეონი და ანტონინე ცემეს, შემდეგ კი ცეცხლში დაწვეს.
მღვდელმოწამე პაფნუტი იერუსალიმელი ეპისკოპოსი
მღვდელმოწამე პაფნუტი იერუსალიმის ეპისკოპოსი იყო. მან მრავალი ტანჯვა-წამება დაითმინა წარმართთაგან, ბოლოს კი თავი მოჰკვეთეს.
არსებობს ვარაუდი, რომ მღვდელმოწამე პაფნუტი ეგვიპტელი ეპისკოპოსი იყო და პალესტინის საბადოებში გადასახლებულ ეგვიპტელებთან ერთად დაიღუპა იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) დევნილობის დროს.
მღვდელმოწამის მირონმდინარე ნაწილები მრავალ სასწაულს აღასრულებდა.
გიორგი აღმსარებელი, ანტიოქია-პრუსაიდელი ეპისკოპოსი
წმიდა გიორგი აღმსარებელი, ანტიოქია-პრუსაიდელი ეპისკოპოსი (IX) ხატმებრძოლობის ერესის მძვინვარების დროს ცხოვრობდა. წმიდანი ახალგაზრდობაში აღიკვეცა ბერად. განიდიდა წმიდა ცხოვრებით და ხელდასხმულ იქნა ანტიოქიის პრუსაიდის ეპისკოპოსად.
იმპერატორ ლეონ სომეხის (813-820) მიერ წმიდა ხატთა თაყვანისცემის აკრძალვის ჟამს წმიდა გიორგი კონსტანტინეპოლს ჩავიდა, ეპისკოპოსთა კრებაზე ამხილა ხატმბრძოლობის ერესი და მოუწოდა იმპერატორს დაბრუნებოდა მართლმადიდებლობას. წმიდანმა უარი განაცხადა ტაძრიდან ხატების გატანაზე, რისთვისაც დაიჭირეს და გადაასახლეს (+დაახლ. 813-820).
ნიკიფორე იღუმენი დაიბადა კონსტანტინეპოლში, მდიდარ და ცნობილ ოჯახში. მშობლების სიკვდილის შემდეგ ნიკიფორემ მთელი ქონება ღარიბებს დაურიგა და ქალკედონში გაემგზავრა. ღირს ნიკიფორეს მოეწოდა წმიდა ანდრიას მონასტრის მკაცრი ცხოვრების წესი და იქვე დარჩა სამოღვაწეოდ.
მან ისეთი არაჩვეულებრივი გულმოდგინება გამოამჟღავნა ლოცვასა და შრომაში და ისეთი მონდომება მოთმინებასა და მოღვაწეობაში, რომ მალე იღუმენმა ფინიკიის კუნძულზე გაგზავნა საქადაგებლად და დაადგინა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მონასტრის იღუმენად.
ღირსმა ნიკიფორემ კუნძულზე გაატარა 33 წელი და მრავალი წარმართი მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე.
როცა სიკვდილის მოახლოება იგრძნო, ღირსმა იღუმენმა ძმებს სთხოვა, ხომალდზე აეყვანათ, ხომალდმა მშვიდობით მიაღწია ქალკედონამდე. წმიდა ანდრიას მონასტრის მამებმა პატივით დაკრძალეს წმიდა მოღვაწის ცხედარი.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.