https://sputnik-georgia.com/20240502/erovnuli-usafrtxoeba-upirveles-yovlisa-saqartvlosi-ass-is-kritikas-exmaurebian-287717416.html
ეროვნული უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისა - საქართველოში აშშ-ის კრიტიკას ეხმაურებიან
ეროვნული უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისა - საქართველოში აშშ-ის კრიტიკას ეხმაურებიან
Sputnik საქართველო
დეპუტატის თქმით, ჯერჯერობით ვერავინ ვერ თქვა, რატომ არის ცუდი ქართული კანონი გამჭვირვალობის შესახებ 02.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-02T17:45+0400
2024-05-02T17:45+0400
2024-05-02T17:45+0400
ახალი ამბები
საქართველო
აშშ
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/03/280840460_0:110:2049:1262_1920x0_80_0_0_32532cdfd54853163fcf5cc08d8400f3.jpg
თბილისი, 2 მაისი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება გულდასმით ეცნობა მეგობარი ქვეყნების განცხადებებს, მაგრამ მოქმედებს ისე, როგორც ამას მოითხოვს საზოგადოება და ეროვნული უსაფრთხოება, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელის მეთიუ მილერის განცხადების კომენტირებისას.მილერის განცხადებაში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები გმობს „კრემლის მიერ ინსპირირებულ კანონპროექტს“. მისი თქმით, ამ კანონმა და „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურმა რიტორიკამ საქართველო სახიფათო ტრაექტორიაზე დააყენა. საქართველოს მთავრობის განცხადებები და ქმედებები შეუთავსებელია დემოკრატიულ ღირებულებებთან, რომლებიც საფუძვლად უდევს ევროკავშირისა და ნატო-ში წევრობას და ამით საფრთხეს უქმნის საქართველოს გზას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, აღნიშნულია განცხადებაში.იმ დღეს „ქართულმა ოცნებამ“ მოაწყო აქცია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მხარდასაჭერად რუსთაველის გამზირზე, სადაც 15 აპრილიდან ამ ინიციატივის მოწინააღმდეგეები იკრიბებოდნენ.„საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე იყო ძალიან ძლიერი ლეგიტიმაცია იმ ინიციატივების ბოლომდე მიყვანისა, რაზეც „ქართული ოცნება“ მოსახლეობასთან ერთად მუშაობს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.დეპუტატის თქმით, დღემდე ვერავინ ვერ თქვა, რატომ არის ცუდი გამჭვირვალობის კანონი.კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.ხელისუფლება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიებისთვის უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობას მოითხოვს, ოპონენტები კი ამტკიცებენ, რომ კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ მწკრივში აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/03/280840460_110:0:1938:1371_1920x0_80_0_0_418d1caa66aa4c6652d4ccb5f7d81ad8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, აშშ , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , ქართული ოცნება
ახალი ამბები, საქართველო, აშშ , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , ქართული ოცნება
ეროვნული უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისა - საქართველოში აშშ-ის კრიტიკას ეხმაურებიან
დეპუტატის თქმით, ჯერჯერობით ვერავინ ვერ თქვა, რატომ არის ცუდი ქართული კანონი გამჭვირვალობის შესახებ
თბილისი, 2 მაისი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება გულდასმით ეცნობა მეგობარი ქვეყნების განცხადებებს, მაგრამ მოქმედებს ისე, როგორც ამას მოითხოვს საზოგადოება და ეროვნული უსაფრთხოება, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელის მეთიუ მილერის განცხადების კომენტირებისას.
მილერის განცხადებაში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები გმობს „კრემლის მიერ ინსპირირებულ კანონპროექტს“. მისი თქმით, ამ კანონმა და „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურმა რიტორიკამ საქართველო სახიფათო ტრაექტორიაზე დააყენა. საქართველოს მთავრობის განცხადებები და ქმედებები შეუთავსებელია დემოკრატიულ ღირებულებებთან, რომლებიც საფუძვლად უდევს ევროკავშირისა და ნატო-ში წევრობას და ამით საფრთხეს უქმნის საქართველოს გზას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, აღნიშნულია განცხადებაში.
„ცხადია, ყურადღებით ვეცნობით ჩვენი მეგობარი ქვეყნების განცხადებებს, მაგრამ ვმოქმედებთ ისე, როგორც, პირველ რიგში, ეს ჩვენს საზოგადოებას, ეროვნულ უსაფრთხოებას სჭირდება. ჩვენ, პირველ რიგში, ვასრულებთ ჩვენი მოქალაქეების დაკვეთას და მნიშვნელოვანი იყო ზუსტად ის შეხვედრა, რომელიც 29 აპრილს გაიმართა“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
იმ დღეს „ქართულმა ოცნებამ“ მოაწყო აქცია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მხარდასაჭერად რუსთაველის გამზირზე, სადაც 15 აპრილიდან ამ ინიციატივის მოწინააღმდეგეები იკრიბებოდნენ.
„საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე იყო ძალიან ძლიერი ლეგიტიმაცია იმ ინიციატივების ბოლომდე მიყვანისა, რაზეც „ქართული ოცნება“ მოსახლეობასთან ერთად მუშაობს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
დეპუტატის თქმით, დღემდე ვერავინ ვერ თქვა, რატომ არის ცუდი გამჭვირვალობის კანონი.
„აქამდე ვერავინ თქვა, რატომ არის გამჭირვალობის შესახებ ქართული კანონი ცუდი, ამის არგუმენტები არ მომისმენია არც შიდა და არც გარე აქტორებისგან. ამიტომ ჩვენ შორს ვართ სუბიექტური მოსაზრებებისგან და მნიშვნელოვანია, მომდევნო სასესიო კვირაში უკვე მესამე მოსმენაზე ვიმუშაოთ“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.
კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
ხელისუფლება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიებისთვის უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობას მოითხოვს, ოპონენტები კი ამტკიცებენ, რომ კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ მწკრივში აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.