https://sputnik-georgia.com/20240502/areuloba-tbilisis-qucebsi-parlamentsi-sxdomebi-gauqmda-287712630.html
არეულობა თბილისის ქუჩებში - პარლამენტში სხდომები გაუქმდა
არეულობა თბილისის ქუჩებში - პარლამენტში სხდომები გაუქმდა
Sputnik საქართველო
აქციის მონაწილეთა ქმედებების შედეგად პარლამენტის შენობის ინფრასტრუქტურა დაზიანდა 02.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-02T14:51+0400
2024-05-02T14:51+0400
2024-05-02T14:51+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
თბილისი დღეს
საქართველოს პარლამენტი
კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/1c/287586444_0:0:1281:721_1920x0_80_0_0_fb2eb5f43c17beecc0ceb63237d8ca27.jpg
თბილისი, 2 მაისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის შენობაში 2 მაისისთვის დაგეგმილი ბიუროსა და პლენარული სხდომები არ გაიმართება, რადგან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოს ინფრასტრუქტურა დააზიანეს, ნათქვამია უწყების განცხადებაში.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 1 მაისს საქართველოს პარლამენტის სასახლეში საპროტესტო აქციის მონაწილეთა მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად საკანონმდებლო ორგანოს შენობა და ინფრასტრუქტურა დაზიანდა.როგორც პარლამენტში განმარტეს, წითელი დონე მოქმედებდა 14:00 საათამდე, შემდეგ მას ყვითელმა დონემ ჩაანაცვლა.„წითელი დონის დროს საქართველოს პარლამენტში არ დაიშვება არცერთი პირი, გარდა პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ საფრთხის სპეციფიკისა და მისი თავიდან აცილების საჭიროების შესაბამისად განსაზღვრული პირებისა“, - ნათქვამია განცხადებაში.14:00 საათის შემდეგ, გაუქმდება წითელი დონე და დაიწყებს მოქმედებას ყვითელი დონე, რა დროსაც ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. შენობაში დაიშვებიან მხოლოდ საქართველოს პარლამენტის თანამშრომლები.წუხელ აქციაზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. აქციის მონაწილეებმა ჭიჭინაძის ქუჩაზე, პარლამენტის ეზოს შესასვლელთან რკინის ჭიშკრის მორყევა დაიწყეს, ასევე ეზოში სხვადასხვა საგნებს ისროდნენ. მათ ასევე აღმართეს ბარიკადები, დაანთეს კოწონი და ვიდეოდაკვირვების კამერები დააზიანეს. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის ერთ-ერთი ფანჯარა ჩაამსხვრიეს და იქ სხვადასხვა საგნები, მათ შორის კვამლის ყუმბარები შეყარეს. პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი.თბილისში 15 აპრილიდან იმართება აქციები, რომელთა მონაწილეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებას აპროტესტებენ. ბოლო ორი დღის განმავლობაში მშვიდობიანი საპროტესტო აქციები საღამოს არეულობაში გადაიზარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ ხნის განმავლობაში სამინისტროს შვიდი თანამშრომელი დაშავდა.საპროტესტო აქციებმა ძალადობრივი ხასიათი მას შემდეგ მიიღო, რაც საკამათო კანონპროექტის მუხლობრივი განხილვა დაიწყო (30 აპრილი და 1 მაისი). 1 მაისს საღამოს კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღეს. ოპოზიციამ კანონს მხარი არ დაუჭირა.კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.ხელისუფლება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიებისთვის უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობას მოითხოვს, ოპონენტები კი ამტკიცებენ, რომ კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ მწკრივში აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/1c/287586444_0:0:1281:961_1920x0_80_0_0_d7e8b0efc756db8ff5e68c5684156278.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, თბილისი დღეს, საქართველოს პარლამენტი, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, თბილისი დღეს, საქართველოს პარლამენტი, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
არეულობა თბილისის ქუჩებში - პარლამენტში სხდომები გაუქმდა
აქციის მონაწილეთა ქმედებების შედეგად პარლამენტის შენობის ინფრასტრუქტურა დაზიანდა
თბილისი, 2 მაისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის შენობაში 2 მაისისთვის დაგეგმილი ბიუროსა და პლენარული სხდომები არ გაიმართება, რადგან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოს ინფრასტრუქტურა დააზიანეს, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 1 მაისს საქართველოს პარლამენტის სასახლეში საპროტესტო აქციის მონაწილეთა მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად საკანონმდებლო ორგანოს შენობა და ინფრასტრუქტურა დაზიანდა.
„ამ დროისთვის საქართველოს პარლამენტის სასახლეში, შესაბამის სტრუქტურებთან ერთად მიმდინარეობს გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები“, - ნათქვამია პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც პარლამენტში განმარტეს, წითელი დონე მოქმედებდა 14:00 საათამდე, შემდეგ მას ყვითელმა დონემ ჩაანაცვლა.
„წითელი დონის დროს საქართველოს პარლამენტში არ დაიშვება არცერთი პირი, გარდა პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ საფრთხის სპეციფიკისა და მისი თავიდან აცილების საჭიროების შესაბამისად განსაზღვრული პირებისა“, - ნათქვამია განცხადებაში.
14:00 საათის შემდეგ, გაუქმდება წითელი დონე და დაიწყებს მოქმედებას ყვითელი დონე, რა დროსაც ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. შენობაში დაიშვებიან მხოლოდ საქართველოს პარლამენტის თანამშრომლები.
წუხელ აქციაზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. აქციის მონაწილეებმა ჭიჭინაძის ქუჩაზე, პარლამენტის ეზოს შესასვლელთან რკინის ჭიშკრის მორყევა დაიწყეს, ასევე ეზოში სხვადასხვა საგნებს ისროდნენ. მათ ასევე აღმართეს ბარიკადები, დაანთეს კოწონი და ვიდეოდაკვირვების კამერები დააზიანეს. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის ერთ-ერთი ფანჯარა ჩაამსხვრიეს და იქ სხვადასხვა საგნები, მათ შორის კვამლის ყუმბარები შეყარეს. პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი.
თბილისში 15 აპრილიდან იმართება აქციები, რომელთა მონაწილეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებას აპროტესტებენ. ბოლო ორი დღის განმავლობაში მშვიდობიანი საპროტესტო აქციები საღამოს არეულობაში გადაიზარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ ხნის განმავლობაში სამინისტროს შვიდი თანამშრომელი დაშავდა.
საპროტესტო აქციებმა ძალადობრივი ხასიათი მას შემდეგ მიიღო, რაც საკამათო კანონპროექტის მუხლობრივი განხილვა დაიწყო (30 აპრილი და 1 მაისი). 1 მაისს საღამოს კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღეს. ოპოზიციამ კანონს მხარი არ დაუჭირა.
კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
ხელისუფლება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიებისთვის უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობას მოითხოვს, ოპონენტები კი ამტკიცებენ, რომ კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ მწკრივში აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.