https://sputnik-georgia.com/20240501/sapatriarqom-xelisuflebasa-da-skandaluri-kanonis-mowinaarmdegeebs-dialogisken-mouwoda-287693298.html
საპატრიარქომ ხელისუფლებას და სკანდალური კანონის მოწინააღმდეგებს დიალოგისკენ მოუწოდა
საპატრიარქომ ხელისუფლებას და სკანდალური კანონის მოწინააღმდეგებს დიალოგისკენ მოუწოდა
Sputnik საქართველო
საპატრიარქომ აღნიშნა, რომ გულისტკივილით აკვირდება ბრწყინვალე აღდგომის წინა დღეებში რუსთაველის პროსპექტზე განვითარებულ მოვლენებს. 01.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-01T22:01+0400
2024-05-01T22:01+0400
2024-05-01T22:01+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს საპატრიარქო
კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/08/284818078_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_e8d3070d740328d01c04db8d435b544f.jpg
თბილისი, 1 მაისი – Sputnik. საქართველოს საპატრიარქომ კრიზის დასაძლევად დიალოგისკენ მოუწოდა ხელისუფლებას და აქციის მონაწილეებს, რომლებიც ორ კვირაზე მეტია აპროტესტებენ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.ხელისუფლება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიებისთვის უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობას მოითხოვს, ოპონენტები კი ამტკიცებენ, რომ კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ მწკრივში აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. კანონპროექტი მეორე მოსმენით არის მიღებული.საპატრიარქომ აღნიშნა, რომ აქციაზე ძალიან ბევრი სამშობლოს ბედით გულანთებული ახალგაზრდა დგას, ისინი სწორედ იმ თაობის წარმომადგენლები არიან, რომელმაც საქართველოს მომავალი უნდა შექმნას.„ამიტომ მიგვაჩნია, რომ ასეთ რთულ პერიოდში ყველასთვის ზიანის მომტანი იქნება, შეურაცხმყოფელი მოქმედებები როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების და განსაკუთრებით სამართალდამცავების მიმართ, ასევე აზრის მშვიდობიანად გამოთქმის უფლების დარღვევა ან ძალის შესაძლო გადამეტება“, - ნათქვამია განცხადებაში.საპატრიარქომ აღნიშნა, რომ გულისტკივილით აკვირდება ბრწყინვალე აღდგომის წინა დღეებში რუსთაველის პროსპექტზე განვითარებულ მოვლენებს.„სამწუხაროდ, ადამიანები დაუფარავად ავლენენ ერთმანეთისადმი სიძულვილს, კატეგორიულ მიუღებლობას და რადიკალურ დამოკიდებულებას განსხვავებული აზრისა და პოზიციის გამო, უთანხმოება ყოველდღიურად ღრმავდება და კრიზისში შედის“, - ნათქვამია განცხადებაში.ამასთან საპატრიარქომ ყველა ჩართული მხარის პასუხისმგებლობაზე გაამახვილა ყურადღება.შსს-ს ინფორმაციით, 1 მაისის ღამეს აქციაზე, რომლის მონაწილეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებას აპროტესტებდნენ, არეულობის დროს დაშავდა ექვსი სამართალდამცველი, 63 მომიტინგე კი დააკავეს.სერიოზულად არის დაშავებული „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი. ხაბეიშვილს ცხვირის მოტეხილობა, თვალისა და წარბის დაზიანებები აღენიშნება. ღამით მას ოპერაცია ჩაუტარდა, დღეს კი ის პარლამენტში ეტლით გამოცხადდა. სხდომაზე დეპუტატმა განაცხადა, რომ სპეცრაზმელები მას სასტიკად გაუსწორდნენ.თავის მხრივ, შსს-მ განაცხადა, რომ ხაბეიშვილი იმ დროს დაშავდა, როდესაც პოლიციას წინააღმდეგობას უწევდა.აქცია 1 აპრილს ნაშუადღევს განახლდა. საღამოსკენ მან მასობრივი ხასიათი მიიღო. მომიტინგეები „რუსული კანონის“ გაწვევას მოითხოვენ და მის მხარდამჭე3რ დეპუტატებს „მონებს“ უწოდებენ.უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.მმართველმა პარტიამ 2023 წლის მარტში პროტესტის ფონზე გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ როგორც ხელისუფლების ოპონენტები, ისე საქართველოს პრეზიდენტი, ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები.თბილისში 15 აპრილიდან საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/08/284818078_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_2feb2a7fd09d2a2eaadde52ac59aa0e8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საპატრიარქო, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საპატრიარქო, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
საპატრიარქომ ხელისუფლებას და სკანდალური კანონის მოწინააღმდეგებს დიალოგისკენ მოუწოდა
საპატრიარქომ აღნიშნა, რომ გულისტკივილით აკვირდება ბრწყინვალე აღდგომის წინა დღეებში რუსთაველის პროსპექტზე განვითარებულ მოვლენებს.
თბილისი, 1 მაისი – Sputnik. საქართველოს საპატრიარქომ კრიზის დასაძლევად დიალოგისკენ მოუწოდა ხელისუფლებას და აქციის მონაწილეებს, რომლებიც ორ კვირაზე მეტია აპროტესტებენ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.
ხელისუფლება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიებისთვის უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობას მოითხოვს, ოპონენტები კი ამტკიცებენ, რომ კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ მწკრივში აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. კანონპროექტი მეორე მოსმენით არის მიღებული.
„ვფიქრობთ, დროა, შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან მშვიდობიანი გამოსავლის საძიებლად, ურთიერთობებმა გადაინაცვლოს ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან. ამ პროცესის დიალოგის ფორმატში გადატანით ხელს შევუწყობთ მოვლენების მშვიდობიანად წარმართვას და თავიდან ავიცილებთ ჩვენი ქვეყნისა და მომავალი თაობისათვის დამაზიანებელ შედეგებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
საპატრიარქომ აღნიშნა, რომ აქციაზე ძალიან ბევრი სამშობლოს ბედით გულანთებული ახალგაზრდა დგას, ისინი სწორედ იმ თაობის წარმომადგენლები არიან, რომელმაც საქართველოს მომავალი უნდა შექმნას.
„ამიტომ მიგვაჩნია, რომ ასეთ რთულ პერიოდში ყველასთვის ზიანის მომტანი იქნება, შეურაცხმყოფელი მოქმედებები როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების და განსაკუთრებით სამართალდამცავების მიმართ, ასევე აზრის მშვიდობიანად გამოთქმის უფლების დარღვევა ან ძალის შესაძლო გადამეტება“, - ნათქვამია განცხადებაში.
საპატრიარქომ აღნიშნა, რომ გულისტკივილით აკვირდება ბრწყინვალე აღდგომის წინა დღეებში რუსთაველის პროსპექტზე განვითარებულ მოვლენებს.
„სამწუხაროდ, ადამიანები დაუფარავად ავლენენ ერთმანეთისადმი სიძულვილს, კატეგორიულ მიუღებლობას და რადიკალურ დამოკიდებულებას განსხვავებული აზრისა და პოზიციის გამო, უთანხმოება ყოველდღიურად ღრმავდება და კრიზისში შედის“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან საპატრიარქომ ყველა ჩართული მხარის პასუხისმგებლობაზე გაამახვილა ყურადღება.
„როგორიც არ უნდა იყოს გარეშე პირობები, ამ ვითარებაში, სამოქალაქო მშვიდობის დასაცავად, ყველას გვეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, სახელმწიფოს, ეკლესიას, არასამთავრობო თუ პოლიტიკურ სპექტრს“, - ნათქვამია განცხადებაში.
შსს-ს ინფორმაციით, 1 მაისის ღამეს აქციაზე, რომლის მონაწილეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებას აპროტესტებდნენ, არეულობის დროს დაშავდა ექვსი სამართალდამცველი, 63 მომიტინგე კი დააკავეს.
სერიოზულად არის დაშავებული „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი. ხაბეიშვილს ცხვირის მოტეხილობა, თვალისა და წარბის დაზიანებები აღენიშნება. ღამით მას ოპერაცია ჩაუტარდა, დღეს კი ის პარლამენტში ეტლით გამოცხადდა. სხდომაზე დეპუტატმა განაცხადა, რომ სპეცრაზმელები მას სასტიკად გაუსწორდნენ.
თავის მხრივ, შსს-მ განაცხადა, რომ ხაბეიშვილი იმ დროს დაშავდა, როდესაც პოლიციას წინააღმდეგობას უწევდა.
აქცია 1 აპრილს ნაშუადღევს განახლდა. საღამოსკენ მან მასობრივი ხასიათი მიიღო. მომიტინგეები „რუსული კანონის“ გაწვევას მოითხოვენ და მის მხარდამჭე3რ დეპუტატებს „მონებს“ უწოდებენ.
უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
მმართველმა პარტიამ 2023 წლის მარტში პროტესტის ფონზე გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.
კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ როგორც ხელისუფლების ოპონენტები, ისე საქართველოს პრეზიდენტი, ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები.
თბილისში 15 აპრილიდან საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.