https://sputnik-georgia.com/20240501/rodis-aireben-laguna-veres-teritoriaze-benzingasamart-sadgurebs-axali-informacia-287680659.html
როდის აიღებენ „ლაგუნა ვერეს“ ტერიტორიაზე ბენზინგასამართ სადგურებს - ახალი ინფორმაცია
როდის აიღებენ „ლაგუნა ვერეს“ ტერიტორიაზე ბენზინგასამართ სადგურებს - ახალი ინფორმაცია
Sputnik საქართველო
ბენზინგასამართი სადგურების დემონტაჟი ორ თვეში იგეგმება. 01.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-01T15:48+0400
2024-05-01T15:48+0400
2024-05-01T15:48+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისის მერია
კახა კალაძე
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/19/274242061_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_4f3291360da80a9cdaba4c458ce8a88e.jpg
თბილისი, 1 მაისი – Sputnik. „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარედ არსებული სამი ბენზინგასამართი სადგურის დემონტაჟი ორი თვეში განხორციელდება, განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზემისი თქმით, გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ბენზინგასამართი სადგურების მფლობელებთან შეთანხმება მიღწეულია და დემონტაჟი ორ თვეში განხორციელდება.„გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ბენზინგასამართი სადგურების მფლობელებთან მოლაპარაკებები დავასრულეთ. ესენია: „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“, „ლუკოილ ჯორჯია“ და „სან პეტროლიუმ ჯორჯია“. მიღწეულია შეთანხმება და მოხდება ადგილმონაცვლეობა. ხელშეკრულებები გაფორმებულია, ჩაბარებულია საჯარო რეესტრში და აღნიშნული ბენზინგასამართი სადგურების დემონტაჟი ორი თვის ვადაში განხორციელდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.ბენზინგასამართი სადგურების დემონტაჟის შემდეგ, მუნიციპალიტეტი გზას გააფართოებს.რაც შეეხება პროექტს, რომელიც ამ ტერიტორიაზე უნდა განხორციელდეს, ამის შესახებ ინფორმაციას მერია საზოგადოებას მოგვიანებით დეტალურად მიაწვდის.მიმდინარე წლის თებერვალში ცნობილი გახდა, რომ ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურებს აიღებდნენ და გზის სავალი ნაწილი გაფართოვდებოდა. კერძოდ, დამატებითი სავალი ნაწილი მოეწყობა გმირთა მოედნიდან სანაპიროს მიმართულებით ჩამსვლელ ავტოსატრანსპორტო კვანძზე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გადატვირთულია ქალაქში. ტერიტორიაზე არსებულ ბენზინგასამართი სადგურების მფლობელი კომპანიებს კი დედაქალაქის სხვადასხვა ტერიტორიებზე გადაეცათ მიწები.იანვარში კი თბილისის საკრებულომ „ლაგუნა ვერეს“ აუზის მიმდებარე ტერიტორიის სტატუსი განაშენიანების გეგმის მიხედვით შეცვალა. იქვე მდებარე აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის აშენების გეგმა, რომელიც ორ ცათამბჯენებს მოიცავს, გასული წლის დეკემბერში დამტკიცდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/19/274242061_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_eb0d46229ac74cae2041ae81419c710a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია, კახა კალაძე , თბილისი დღეს
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია, კახა კალაძე , თბილისი დღეს
როდის აიღებენ „ლაგუნა ვერეს“ ტერიტორიაზე ბენზინგასამართ სადგურებს - ახალი ინფორმაცია
ბენზინგასამართი სადგურების დემონტაჟი ორ თვეში იგეგმება.
თბილისი, 1 მაისი – Sputnik. „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარედ არსებული სამი ბენზინგასამართი სადგურის დემონტაჟი ორი თვეში განხორციელდება, განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე
მისი თქმით, გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ბენზინგასამართი სადგურების მფლობელებთან შეთანხმება მიღწეულია და დემონტაჟი ორ თვეში განხორციელდება.
„გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ბენზინგასამართი სადგურების მფლობელებთან მოლაპარაკებები დავასრულეთ. ესენია: „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“, „ლუკოილ ჯორჯია“ და „სან პეტროლიუმ ჯორჯია“. მიღწეულია შეთანხმება და მოხდება ადგილმონაცვლეობა. ხელშეკრულებები გაფორმებულია, ჩაბარებულია საჯარო რეესტრში და აღნიშნული ბენზინგასამართი სადგურების დემონტაჟი ორი თვის ვადაში განხორციელდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ბენზინგასამართი სადგურების დემონტაჟის შემდეგ, მუნიციპალიტეტი გზას გააფართოებს.
„პარალელურად, ვიწყებთ პროექტზე მუშაობას, რათა დაიგეგმოს, როგორ გაფართოვდეს და მოწესრიგდეს ეს გზა. ის პრობლემა, რომელიც ამ კონკრეტულ არეალთან დაკავშირებით დღეს გვაქვს, ძალიან მალე მოგვარდება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
რაც შეეხება პროექტს, რომელიც ამ ტერიტორიაზე უნდა განხორციელდეს, ამის შესახებ ინფორმაციას მერია საზოგადოებას მოგვიანებით დეტალურად მიაწვდის.
მიმდინარე წლის თებერვალში ცნობილი გახდა, რომ ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურებს აიღებდნენ და გზის სავალი ნაწილი გაფართოვდებოდა. კერძოდ, დამატებითი სავალი ნაწილი მოეწყობა გმირთა მოედნიდან სანაპიროს მიმართულებით ჩამსვლელ ავტოსატრანსპორტო კვანძზე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გადატვირთულია ქალაქში. ტერიტორიაზე არსებულ ბენზინგასამართი სადგურების მფლობელი კომპანიებს კი დედაქალაქის სხვადასხვა ტერიტორიებზე გადაეცათ მიწები.
იანვარში კი თბილისის საკრებულომ „ლაგუნა ვერეს“ აუზის მიმდებარე ტერიტორიის სტატუსი განაშენიანების გეგმის მიხედვით შეცვალა. იქვე მდებარე აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის აშენების გეგმა, რომელიც ორ ცათამბჯენებს მოიცავს, გასული წლის დეკემბერში დამტკიცდა.