ქვები, ბოთლები, წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი - თბილისში ისევ არეულობაა

© photo: Sputnik / Stringerაქციის დარბევა. 2024 წლის 1 მაისი
აქციის დარბევა. 2024 წლის 1 მაისი - Sputnik საქართველო, 1920, 01.05.2024
გამოწერა
აქციის ყველაზე აქტიურ მონაწილეებს აქვთ დამცავი ნიღბები და სათვალეები, რომლებიც იცავს ცრემლსადენი გაზისგან
თბილისი, 1 მაისი – Sputnik. აქციის მონაწილეები პარლამენტის ეზოში სხვადასხვა მხრიდან ისვრიან ქვებს, ბოთლებს და სხვა ნივთებს, შსს-ს წარმომადგენლები კი ცრემლსადენ გაზსა და წყლის ჭავლს იყენებენ.
ძალოვანები წყალს ასხამდნენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ შეკრებილ მომიტინგეებს, რომლებიც 9 აპრილის ქუჩაზე პარლამენტის ეზოს შესასვლელის შემტვრევას ნახევარი საათის განმავლობაში ცდილობდნენ.
ამ დროისთვის დაძაბული ვითარებაა ორივე გვერდით ქუჩაზე, პარლამენტის მანქანებისთვის შესასვლელების მხარეს. აქციის მონაწილეებმა ერთ-ერთ შესასვლელთან ცეცხლი დაანთეს. გარდა ამისა, მათ 9 აპრილის ქუჩაზე მოაწყეს ბარიკადები მეზობელი კორპუსის ეზოს ღობიდან მოხსნილი მასალებისგან.
აქციისთვის მზადება დილიდან დაიწყო. აქციის ყველაზე აქტიურ მონაწილეებს აქვთ დამცავი ნიღბები და სათვალეები, რომლებიც იცავს ცრემლსადენი გაზისგან. გარდა ამისა, ბევრ ადამიანს თან აქვს ფიზიოლოგიური ხსნარი თვალების დასაბანად.
„მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებმა დატოვეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, აქციის მონაწილეები გახდნენ აგრესიულები და საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელი რკინის კარების დაზიანება სცადეს“, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
იქვე ნათქვამია, რომ მართლწესრიგის აღსადგენად შსს-ს თანამშრომლებმა კანონით გათვალისწინებული სპეცსაშუალებები გამოიყენეს.
„მოვუწოდებთ აქციის თითოეულ მონაწილეს, მშვიდად გამოხატონ პროტესტი, არ დაუშვან ძალადობრივი ქმედებები და დაემორჩილონ სამართალდამცველების კანონიერ მითითებას. კანონდარღვევის ნებისმიერ ქმედებებზე პოლიცია სამართლებრივ რეაგირებას მოახდენენ“, – აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ყველა ახალი ამბავი
0