https://sputnik-georgia.com/20240501/miurebelia-borelma-demontantebis-winaarmdeg-zalis-gamoyeneba-dagmo-287681596.html
მიუღებელია! ბორელმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენება დაგმო
მიუღებელია! ბორელმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენება დაგმო
Sputnik საქართველო
დასავლეთმა არაერთხელ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას უარი თქვას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებაზე. 01.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-01T16:46+0400
2024-05-01T16:46+0400
2024-05-01T16:47+0400
ახალი ამბები
საქართველო
ევროკომისია
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/15/281519616_0:0:3071:1728_1920x0_80_0_0_6a075ccb40da03046f73dbfdb715f583.jpg
თბილისი, 1 მაისი – Sputnik. საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა დაგმო ძალადობა აქციის მონაწილეების მიმართ, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ გაიმართა, და მოუწოდა ხელისუფლებას, უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრების უფლება.შსს-ს ინფორმაციით, 1 მაისის ღამეს საპროტესტო აქციაზე არეულობის დროს დაშავდა ექვსი სამართალდამცველი, 63 მომიტინგე კი დააკავეს. აქციის მონაწილეები ქვებს და პლასტიკის ბოთლებს ესროდნენ ძალოვანებს, რომლებიც წიწაკის სპრეის, ცრემლსადენ გაზს და წყლის ჭავლს იყენებდნენ.მანამდე ბორელმა განაცხადა, რომ ევროკომისია შეშფოთებულია, რომ საქართველოს მთავრობამ კვლავ დააინიცირა კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და აღნიშნა, რომ ევროკომისია ამ საკითხთან დაკავშირებით ანგარიშის წარდგენას გეგმავს.მმართველმა პარტიამ 2023 წლის მარტში პროტესტის ფონზე გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.ძალის შესაძლო გადამეტება აქციაზე: საგამოძიებო სამსახური გამოძიებას აწარმოებს>>წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ მწკრივში აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. ისინი ამ კანონს „რუსულს“ უწოდებენ და 15 აპრილიდან საპროტესტო აქციებს მართავენ.საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ როგორც ხელისუფლების ოპონენტები, ისე საქართველოს პრეზიდენტი, ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/15/281519616_142:0:2873:2048_1920x0_80_0_0_15e3ddbee8b535e7cae6afd6fa942d67.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ევროკომისია, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
ახალი ამბები, საქართველო, ევროკომისია, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
მიუღებელია! ბორელმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენება დაგმო
16:46 01.05.2024 (განახლებულია: 16:47 01.05.2024) დასავლეთმა არაერთხელ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას უარი თქვას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებაზე.
თბილისი, 1 მაისი – Sputnik. საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა დაგმო ძალადობა აქციის მონაწილეების მიმართ, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ გაიმართა, და მოუწოდა ხელისუფლებას, უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრების უფლება.
შსს-ს ინფორმაციით, 1 მაისის ღამეს საპროტესტო აქციაზე არეულობის დროს დაშავდა ექვსი სამართალდამცველი, 63 მომიტინგე კი დააკავეს. აქციის მონაწილეები ქვებს და პლასტიკის ბოთლებს ესროდნენ ძალოვანებს, რომლებიც წიწაკის სპრეის, ცრემლსადენ გაზს და წყლის ჭავლს იყენებდნენ.
„მტკიცედ ვგმობ ძალადობას საქართველოში საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, რომლებიც მშვიდობიან დემონსტრაციას მართავენ უცხოური გავლენის შესახებ კანონის წინააღმდეგ. საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა, მოვუწოდებ მის ხელისუფლებას, უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრების უფლება. მის ჩასახშობად ძალის გამოყენება მიუღებელია“, – დაწერა ბორელმა.
მანამდე ბორელმა განაცხადა, რომ ევროკომისია შეშფოთებულია, რომ საქართველოს მთავრობამ კვლავ დააინიცირა კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და აღნიშნა, რომ ევროკომისია ამ საკითხთან დაკავშირებით ანგარიშის წარდგენას გეგმავს.
მმართველმა პარტიამ 2023 წლის მარტში პროტესტის ფონზე გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ მწკრივში აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. ისინი ამ კანონს „რუსულს“ უწოდებენ და 15 აპრილიდან საპროტესტო აქციებს მართავენ.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.
კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ როგორც ხელისუფლების ოპონენტები, ისე საქართველოს პრეზიდენტი, ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები.