https://sputnik-georgia.com/20240501/ardgomas-metro-ufasod-imusavebs-287678565.html
აღდგომას თბილისში მეტრო უფასოდ იმუშავებს
აღდგომას თბილისში მეტრო უფასოდ იმუშავებს
Sputnik საქართველო
მეტრო 4 მაისის 23:00 საათიდან 5 მაისის 04:00 საათამდე იმუშავებს. 01.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-01T13:10+0400
2024-05-01T13:10+0400
2024-05-01T13:10+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23335/29/233352933_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_4060b11c433add14c7da2388613451e0.jpg
თბილისი, 1 მაისი – Sputnik. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 5 და 6 მაისს დედაქალაქში მეტრო და ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმოძრავებენ, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.მისი თქმით, მოქალაქეთა შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, თბილისის მეტრო 4 მაისის 23:00 საათიდან 5 მაისის 04:00 საათამდე იმუშავებს და უფასო იქნება.გარდა ამისა, წელსაც მეტროს სადგურებიდან იმოძრავებენ სპეციალური ავტობუსები, რომლებიც მოქალაქეებს სასაფლაოების მიმართულებით მოემსახურება.მისივე თქმით, ავტობუსები იმოძრავებენ მეტროსადგურების - „მარჯანიშვილის“, „დელისის“, „სარაჯიშვილის“, „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიიდან, ასევე, „დიდუბის“ ზედა და ქვედა გასასვლელიდან, სადგურის მოედნიდან, ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან და ვარკეთილის III მასივიდან, კერძოდ, შუამთისა და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23335/29/233352933_83:0:1416:1000_1920x0_80_0_0_0740b2ab6865a9fa33c6f9783122faa5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს
აღდგომას თბილისში მეტრო უფასოდ იმუშავებს
მეტრო 4 მაისის 23:00 საათიდან 5 მაისის 04:00 საათამდე იმუშავებს.
თბილისი, 1 მაისი – Sputnik. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 5 და 6 მაისს დედაქალაქში მეტრო და ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმოძრავებენ, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
მისი თქმით, მოქალაქეთა შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, თბილისის მეტრო 4 მაისის 23:00 საათიდან 5 მაისის 04:00 საათამდე იმუშავებს და უფასო იქნება.
გარდა ამისა, წელსაც მეტროს სადგურებიდან იმოძრავებენ სპეციალური ავტობუსები, რომლებიც მოქალაქეებს სასაფლაოების მიმართულებით მოემსახურება.
„გარდა ამისა, 5-6 მაისს დაწესდება ავტობუსის დროებითი მარშრუტები, რომლებიც მგზავრებს დილის 8-დან საღამოს 8 საათამდე მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით უფასოდ გადაიყვანს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ავტობუსები იმოძრავებენ მეტროსადგურების - „მარჯანიშვილის“, „დელისის“, „სარაჯიშვილის“, „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიიდან, ასევე, „დიდუბის“ ზედა და ქვედა გასასვლელიდან, სადგურის მოედნიდან, ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან და ვარკეთილის III მასივიდან, კერძოდ, შუამთისა და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან.