https://sputnik-georgia.com/20240430/zedamxedvelobis-samsaxuri-wiakokonobis-rames-kontrols-gaamkacrebs-287646194.html
ზედამხედველობის სამსახური „ჭიაკოკონობის“ ღამეს კონტროლს გაამკაცრებს
ზედამხედველობის სამსახური „ჭიაკოკონობის“ ღამეს კონტროლს გაამკაცრებს
Sputnik საქართველო
უწყების ცნობით, თითოეულ სამართალდარღვევაზე შესაბამისი რეაგირება მოხდება. 30.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-30T16:23+0400
2024-04-30T16:23+0400
2024-04-30T16:23+0400
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
საქართველო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/12/286383709_0:0:2962:1666_1920x0_80_0_0_26b81ce0cd81014965262125e16ad32b.jpg
თბილისი, 30 აპრილი - Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი „ჭიაკოკონობის“ ღამეს კონტროლს გაამკაცრებს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.ჭიაკოკონობა უძველესი, ქრისტიანობამდელი ქართული რიტუალია — ცეცხლით განწმენდის დღეობა, რომელიც დღემდე შემორჩა და მას აღდგომის წინ, ვნების ოთხშაბათს აღნიშნავენ.უწყება მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად, ნებისმიერი ტიპის ნარჩენის ღია წესით დაწვა აკრძალულია და ჯარიმას ექვემდებარება.ნარჩენების მართვის კოდექსის თანახმად, მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების – ფოთლების, ბაღის/პარკის ნარჩენების, საყოფაცხოვრებო ნარჩენების ღია წესით დაწვა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო საბურავის, რეზინისა და სხვა ელასტომერული მასალის ღია წესით დაწვის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს 1 500 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევს.რიტუალის დროს ცეცხლის დასანთებად მოსახლეობა სხვადასხვა ტიპის მუნიციპალურ ნარჩენს იყენებს. აღნიშნული ნარჩენების დაწვისას გამოიყოფა ტოქსიკური, კანცეროგენული ნივთიერებები და აირები, საფრთხე ექმნება გარემოს, ასევე მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ბავშვების ჯანმრთელობას, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ რიტუალში.ჭიაკოკონობა წარმართული ტრადიციული რიტუალია. ამ დღეს ანთებენ კოცონს. ბავშვები კოცონზე ხტებიან, მის გარშემო იკრიბებიან და მღერიან. გადმოცემის თანახმად, კოცონზე გადახტომის დროს ადამიანი ავი სულებისგან იწმინდება.კოცონის დასანთებად მოსახლეობა ზოგჯერ, სამწუხაროდ, ავტომობილების საბურავებს, პლასტიკურ მასალებს, ფოთლებს იყენებს, რაც ქალაქებსა და რეგიონებში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთ ძირითად გარემოსდაცვით პრობლემას წარმოადგენს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/12/286383709_177:0:2906:2047_1920x0_80_0_0_097ee03e4da2a8bdb55826a5fd8fc9b1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საქართველო, ახალი ამბები
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საქართველო, ახალი ამბები
ზედამხედველობის სამსახური „ჭიაკოკონობის“ ღამეს კონტროლს გაამკაცრებს
უწყების ცნობით, თითოეულ სამართალდარღვევაზე შესაბამისი რეაგირება მოხდება.
თბილისი, 30 აპრილი - Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი „ჭიაკოკონობის“ ღამეს კონტროლს გაამკაცრებს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ჭიაკოკონობა უძველესი, ქრისტიანობამდელი ქართული რიტუალია — ცეცხლით განწმენდის დღეობა, რომელიც დღემდე შემორჩა და მას აღდგომის წინ, ვნების ოთხშაბათს აღნიშნავენ.
უწყება მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად, ნებისმიერი ტიპის ნარჩენის ღია წესით დაწვა აკრძალულია და ჯარიმას ექვემდებარება.
ნარჩენების მართვის კოდექსის თანახმად, მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების – ფოთლების, ბაღის/პარკის ნარჩენების, საყოფაცხოვრებო ნარჩენების ღია წესით დაწვა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო საბურავის, რეზინისა და სხვა ელასტომერული მასალის ღია წესით დაწვის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს 1 500 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევს.
რიტუალის დროს ცეცხლის დასანთებად მოსახლეობა სხვადასხვა ტიპის მუნიციპალურ ნარჩენს იყენებს. აღნიშნული ნარჩენების დაწვისას გამოიყოფა ტოქსიკური, კანცეროგენული ნივთიერებები და აირები, საფრთხე ექმნება გარემოს, ასევე მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ბავშვების ჯანმრთელობას, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ რიტუალში.
ჭიაკოკონობა წარმართული ტრადიციული რიტუალია. ამ დღეს ანთებენ კოცონს. ბავშვები კოცონზე ხტებიან, მის გარშემო იკრიბებიან და მღერიან. გადმოცემის თანახმად, კოცონზე გადახტომის დროს ადამიანი ავი სულებისგან იწმინდება.
კოცონის დასანთებად მოსახლეობა ზოგჯერ, სამწუხაროდ, ავტომობილების საბურავებს, პლასტიკურ მასალებს, ფოთლებს იყენებს, რაც ქალაქებსა და რეგიონებში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთ ძირითად გარემოსდაცვით პრობლემას წარმოადგენს.