საქართველოში კონტარაბანდული ოქროს სამკაულების შემოტანა სცადეს

© photo: Sputnik / Stringerოქროს სამკაულები
ოქროს სამკაულები - Sputnik საქართველო, 1920, 30.04.2024
გამოწერა
აღმოჩენილი არადეკლარირებული ოქროს ნივთების წონა 201,3 გრამია.
თბილისი, 30 აპრილი — Sputnik. მებაჟე ოფიცრებმა საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფში“ არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს, იუწყება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.
კერძოდ, მებაჟე ოფიცრებმა უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური ასევე მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანის დეტალური დათვალიერების შედეგად არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონა: 201,3 გრამი) საიუველირო ნაკეთობები გამოავლინეს.
არადეკლარირებული ოქროს საერთო საბაჟო ღირებულებამ 33.144 ლარი შეადგინა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს სანქციის სახით ფულადი ჯარიმა 7518.41 ლარის ოდენობით განესაზღვრა, ხოლო მეორე სამართალდამრღვევი მოქალაქის საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
წყარო - შემოსავლების სამსახური.
ყველა ახალი ამბავი
0