საქართველოში ელიან ევროკომისარს სამეზობლოს და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში

© photo: Sputnik / Stringerთბილისის ხედი
თბილისის ხედი - Sputnik საქართველო, 1920, 30.04.2024
გამოწერა
ვიზიტის ფარგლებში კოოპმანი მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება
თბილისი, 30 აპრილი – Sputnik. ევროკომისიის გენერალური დირექტორი სამეზობლოს და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში, ხერტ იან კოოპმანი 1-2 მაისს საქართველოს ეწვევა, განაცხადეს ევროკავშირის წარმომადგენლობაში.
კოოპმანი ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის შესახებ, შეხვედრებს გამართავს მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.
„ევროკომისიის გენერალური დირექტორი სამეზობლოს და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში, ხერტ იან კოოპმანი, საქართველოს ეწვევა და მთავრობის წარმომადგენლებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და სხვა პარტნიორებთან ერთად ისაუბრებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობაზე, მათ შორის, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული 9 ნაბიჯის შესარულებისთვის საჭირო სამუშაოზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ის ასევე ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ რამდენიმე პროექტს გახსნის.
კოოპმანი 30 აპრილიდან 4 მაისამდე პერიოდში ასევე სომხეთსა და აზერბაიჯანს ეწვევა.
2023 წლის დეკემბერში საქართველომ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
ყველა ახალი ამბავი
0