https://sputnik-georgia.com/20240429/saprotesto-aqciaze-imdis-juirnalisti-dasavda-287619589.html
საპროტესტო აქციაზე „იმედის“ ჟურნალისტი დაშავდა
საპროტესტო აქციაზე „იმედის“ ჟურნალისტი დაშავდა
Sputnik საქართველო
„იმედის“ გადამღები ჯგუფის მისამართით ისმოდა შეურაცხყოფები, მათ „მონებს“ უწოდებდნენ, განაცხადა ჟურნალისტმა 29.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-29T16:00+0400
2024-04-29T16:00+0400
2024-04-29T16:00+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24567/41/245674104_0:137:2000:1262_1920x0_80_0_0_41bcd24ae157f55db9344f8268015461.jpg
თბილისი, 29 აპრილი – Sputnik. პროსამთავრობო ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტი ლინა პოღოსოვა, რომელიც პარლამენტის შენობასთან წუხანდელ აქციაზე ჭყლეტის დროს დაშავდა, კლინიკიდან გაწერეს.„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ათასობით მოწინააღმდეგე ჯერ პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბა, შემდეგ კი გადაინაცვლა პარლამენტთან, სადაც ორშაბათს ნაშუადღევს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ორგანიზებით კანონის მხარდამჭერთა აქცია იგეგმება. ვითარება დაიძაბა, როცა აქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონის გარღვევა, სცენაზე ასვლა და საქართველოსა და ევროკავშირის დროშების ჩამოკიდება სცადეს.მისი თქმით, „იმედის“ გადამღები ჯგუფის მისამართით ისმოდა შეურაცხყოფები, მასსა და მის ოპერატორს „მონებს“ უწოდებდნენ.„მიკროფონის დანახვისთანავე მათ [აქციის მონაწილეებმა] დაიწყეს აგრესიული მომართვა და ძალადობრივი ქმედებები. გვაწვებოდნენ სპეციალურად“, - ამბობს ჟურნალისტი.ლინა პოღოსოვა გვიან ღამით კლინიკაში გულმკერდის, ნეკნებისა და მუცლის ღრუს არეში ძლიერი ტკივილით შეიყვანეს.ტელეკომპანია „იმედის“ და „პოსტ ტვ“-ის ჟურნალისტები ხშირად ხდებიან „გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ მიმდინარე ოპოზიციის აქციების მონაწილეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან თავდასხმის ობიექტები.18 აპრილის საპროტესტო აქციაზე მომიტინგეები ფიზიკურად უსწორდებოდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ ტელეარხების გადამღებ ჯგუფებს. გარდა ამისა, საპროტესტო მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, მწერალმა ლაშა ბუღაძემ, Post TV-ის ჟურნალისტს საპროტესტო აქციის გაშუქება პირდაპირ აუკრძალა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24567/41/245674104_223:0:2000:1333_1920x0_80_0_0_a0913075da0ac1919675a734d7782122.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
საპროტესტო აქციაზე „იმედის“ ჟურნალისტი დაშავდა
„იმედის“ გადამღები ჯგუფის მისამართით ისმოდა შეურაცხყოფები, მათ „მონებს“ უწოდებდნენ, განაცხადა ჟურნალისტმა
თბილისი, 29 აპრილი – Sputnik. პროსამთავრობო ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტი ლინა პოღოსოვა, რომელიც პარლამენტის შენობასთან წუხანდელ აქციაზე ჭყლეტის დროს დაშავდა, კლინიკიდან გაწერეს.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ათასობით მოწინააღმდეგე ჯერ პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბა, შემდეგ კი გადაინაცვლა პარლამენტთან, სადაც ორშაბათს ნაშუადღევს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ორგანიზებით კანონის მხარდამჭერთა აქცია იგეგმება. ვითარება დაიძაბა, როცა აქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონის გარღვევა, სცენაზე ასვლა და საქართველოსა და ევროკავშირის დროშების ჩამოკიდება სცადეს.
„დავინახე პოლიტიკური ლიდერები და ვაპირებდი მისვლას, რა დროსაც ატყდა უფრო დიდი შემოძახილები და ვგრძნობდი, რომ სპეციალურად მაწვებოდნენ ყელში იდაყვით და არ მიშვებდნენ, რომ მივსულიყავი და ვინმე ჩამეწერა, რადგან პირდაპირ ეთერში ვიყავით. ვგრძნობდი ასევე გვერდებიდან მოჭერას, დამცინავ ტონს“, - აცხადებს ჟურნალისტი.
მისი თქმით, „იმედის“ გადამღები ჯგუფის მისამართით ისმოდა შეურაცხყოფები, მასსა და მის ოპერატორს „მონებს“ უწოდებდნენ.
„მიკროფონის დანახვისთანავე მათ [აქციის მონაწილეებმა] დაიწყეს აგრესიული მომართვა და ძალადობრივი ქმედებები. გვაწვებოდნენ სპეციალურად“, - ამბობს ჟურნალისტი.
ლინა პოღოსოვა გვიან ღამით კლინიკაში გულმკერდის, ნეკნებისა და მუცლის ღრუს არეში ძლიერი ტკივილით შეიყვანეს.
ტელეკომპანია „იმედის“ და „პოსტ ტვ“-ის ჟურნალისტები ხშირად ხდებიან „გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ მიმდინარე ოპოზიციის აქციების მონაწილეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან თავდასხმის ობიექტები.
18 აპრილის საპროტესტო აქციაზე მომიტინგეები ფიზიკურად უსწორდებოდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ ტელეარხების გადამღებ ჯგუფებს. გარდა ამისა, საპროტესტო მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, მწერალმა ლაშა ბუღაძემ, Post TV-ის ჟურნალისტს საპროტესტო აქციის გაშუქება პირდაპირ აუკრძალა.