რამდენი ელექტროენერგია მოიხმარეს საქართველოში - ახალი მონაცემები

© courtesy of Georgian Gas Oil CorporationНовая теплоэлектростанция комбинированного цикла в Грузии
Новая теплоэлектростанция комбинированного цикла в Грузии - Sputnik საქართველო, 1920, 29.04.2024
გამოწერა
საანგარიშო პერიოდში საქართველოში გამომუშავებული ელექტროენერგიის უმეტესი წილი ჰიდროელექტროსადგურებზე მოვიდა - დაახლოებით 2,1 მლრდ კვტ/სთ.
თბილისი, 29 აპრილი — Sputnik. საქართველოში 2024 წლის პირველ კვარტალში ელექტროენერგიის მოხმარება 2023 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 0,7%-ით შემცირდა და 3,7 მილიარდი კვტ/სთ შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) განცხადებაში.
2024 წლის იანვარ-მარტში საქართველოში გამომუშავებულია 3,3 მილიარდი კვტ/სთ - 6,7%-ით მეტი 2023 წლის საანგარიშო პერიოდთან შედარებით.
საანგარიშო პერიოდში საქართველოში გამომუშავებული ელექტროენერგიის უმეტესი წილი ჰიდროელექტროსადგურებზე მოვიდა - დაახლოებით 2,1 მლრდ კვტ/სთ. თბოელექტროსადგურების მიერ გამომუშავებულია დაახლოებით 1,2 მლრდ კვტ/სთ, ქართლის ქარის სადგურმა კი 19,43 მლნ კვტ/სთ გამოიმუშავა.
ოპერატორის ცნობით, ექსპორტი გაიზარდა 1.392,6% და 20,3 მლნ კვტ/სთ შეადგინა. ექსპორტირებული ელექტროენერგიის ძირითადი ნაწილი – 14,04 მლნ კვტ/სთ აზერბაიჯანში გაიტანეს.
საანგარიშო პერიოდში საქართველომ ელექტროენერგია ექსპორტზე ასევე გაიტანა სომხეთში – 6,26 მლნ კვტ/სთ.
გარდა ამისა, საქართველომ მეზობელი ქვეყნებიდან შემოიტანა 438,44 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია, აქედან რუსეთიდან - 95,3%. დანარჩენი 4,7% - აზერბაიჯანიდან, საიდანაც 20,81 მლნ კვტ/სთ შემოიტანეს.
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება. სპეციალისტების პროგნოზით, 2030 წლისთვის ქვეყანა სერიოზული ენერგოდეფიციტის წინაშე აღმოჩნდება, რამდენადაც იმ დროისათვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 70%-ით გაიზრდება და 22 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს.
მეზობელ ქვეყნებზე ენერგოდამოკიდებულების შესამცირებლად ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს გამოიყენოს ადგილობრივი განახლებადი რესურსები.
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარებამ 13,7 მლრდ კვტ/სთ შეადგინა, რაც 2022 წელთან შედარებით 7,4%-ით ნაკლები იყო.
გასულ წელს საქართველომ გამოიმუშავა 14,4 მილიარდი კილოვატ საათში, რაც 1%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით.
გარდა ამისა, 2023 წელს საქართველომ ელექტროენერგიის რეკორდული ექსპორტი განახორციელა.
ექსპორტი 51,2%-ით გაიზარდა და 1,5 მილიარდი კილოვატ/საათი შეადგინა. ელექტროენერგია ძირითადად თურქეთში გადიოდა, რაც მთლიანი ექსპორტის 88,7%-ს შეადგენდა. მეზობელ ქვეყანაში 1,3 მილიარდი კილოვატი ელექტროენერგია გავიდა.
ყველა ახალი ამბავი
0