ბრეგაძე: სააკაშვილმა სტრასბურგის სასამართლოდან სარჩელი გამოიხმო

© photo: Sputnik / Stringerსააკაშვილის მხარდამჭერი აქცია
სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 29.04.2024
გამოწერა
მინისტრმა სრული შეუსაბამობა უწოდა იმ ფაქტს, რომ რეზოლუციაში სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნაა ჩადებული, მაშინ როდესაც მანერთი კვირით ადრე სარჩელი თავად გამოიხმო
თბილისი, 29 აპრილი – Sputnik. მსჯავრდებულმა ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლოდან თავისი სარჩელი გამოიხმო, განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.
2023 წლის მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.
„მსჯავრდებულ სააკაშვილის ადვოკატმა 18 აპრილს მისწერა სტრასბურგის სასამართლოს იმის შესახებ, რომ გამოეთხოვათ სარჩელი. ამ წერილში აღნიშნულია, რომ სააკაშვილის მდგომარეობა არ არის სიცოცხლისთვის სახიფათო. ეს არის თავად მათი წინადადება. ხოლო 25 აპრილს გამოსულ რეზოლუციის ტექსტში ნახსენები და მოთხოვნილია, რომ მსჯავრდებული სააკაშვილი გათავისუფლებული იყოს ჰუმანიტარული მიზნით და გადაყვანილი იყოს უცხო სახელმწიფოში სამკურნალოდ. სრულ შეუსაბამობასთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა ბრეგაძემ.
საუბარია რეზოლუციაზე, რომელიც ევროპარლამენტმა 25 აპრილს მიიღო. დოკუმენტი მკაცრად აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას კანონპროექტისთვის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. რეზოლუციაში შეტანილ ცვლილებებში საუბარია უვიზო რეჟიმის გადახედვის აუცილებლობაზე, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე და ასევე ლგბტ* პროპაგანდის აკრძალვის ინიციატივის გაწვევაზე.
სააკაშვილის მოქალაქეობა
2017 წლის ივლისის ბოლოს უკრაინის ექს-პრეზიდენტმა პიოტრ პოროშენკომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა. მოტივი ის იყო, რომ პოლიტიკოსმა უკრაინული პასპორტის მიღებისას დამალა, რომ საქართველოში მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები იყო აღძრული.
მაშინ სააკაშვილი მოქალაქეობის არმქონე პირი გახდა, რადგან საქართველოს მოქალაქეობა მან უკრაინული მოქალაქეობის მიღების გამო 2015 წელს დაკარგა.
2018 წლის თებერვალში სააკაშვილი უკრაინიდან პოლონეთში გააძევეს, რომლის ტერიტორიიდან მან 2017 წლის შემოდგომაზე მესაზღვრეების და სამართალდამცველების კორდონების გარღვევის შემდეგ ისევ უკრაინაში შეაღწია. კიევში დაბრუნება მან ახალი პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ მისთვის მოქალაქეობის დაბრუნების შემდეგ მოახერხა.
2020 წლის მაისში ზელენსკიმ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნა.
სააკაშვილის დაკავება და სისხლის სამართლის საქმეები
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავების დღიდან სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენ დროს ის კლინიკებში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ გორის ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის მაისიდან დღემდე ის კლინიკა „ვივამედშია".
ყველა ახალი ამბავი
0