https://sputnik-georgia.com/20240428/shss-gancxadebas-avrcelebs-287606310.html
საპროტესტო აქცია თბილისში: შსს აქციის მონაწილეებს მოუწოდებს არ დაარღვიონ კანონი
საპროტესტო აქცია თბილისში: შსს აქციის მონაწილეებს მოუწოდებს არ დაარღვიონ კანონი
Sputnik საქართველო
კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი, აღნიშნეს სამინისტროში. 28.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-28T23:38+0400
2024-04-28T23:38+0400
2024-04-28T23:46+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
კანონმდებლობა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/1c/287605742_0:178:1280:898_1920x0_80_0_0_d98cf1412e16d262046beba430f9aaf8.jpg
თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მოწინააღმდეგეებს მოუწოდებს არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს და დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი, ნათქვამია განცხადებაში.რუსთაველის გამზირზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც პოლიციამ აქციის მონაწილეებს მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მხარდამჭერთა ხვალინდელი აქციისთვის მოწყობილ სცენაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშების აღმართვის საშუალება არ მისცა.კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი, აღნიშნეს სამინისტროში.კვირას, საღამოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის ათასობით მოწინააღმდეგე პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბა. აქციის მონაწილეებმა, რომლებიც რეზონანსული კანონპროექტის კენჭისყრიდან მოხსნას მოითხოვენ, საკანონმდებლო ორგანოს ცოცხალი ჯაჭვი შემოარტყეს.მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ - დემოკრატიულმა საქართველომ“ 29 აპრილს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მხარდასაჭერად თავისი მხარდამჭერების აქცია დააანონსა - საყოველთაო სახალხო შეკრება საქართველოს პარლამენტის შენობის წინ გაიმართება. აქციას დაესწრება პარტიის საპატიო თავმჯდომარე და დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი. მმართველი პარტიის მიერ დაგეგმილი აქციის პარალელურად ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები აქციას ვაკის პარკში გეგმავენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/1c/287605742_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_844e5ec981ae9b21967262a7836245d7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , კანონმდებლობა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , კანონმდებლობა, საზოგადოება, ახალი ამბები
საპროტესტო აქცია თბილისში: შსს აქციის მონაწილეებს მოუწოდებს არ დაარღვიონ კანონი
23:38 28.04.2024 (განახლებულია: 23:46 28.04.2024) კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი, აღნიშნეს სამინისტროში.
თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მოწინააღმდეგეებს მოუწოდებს არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს და დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი, ნათქვამია განცხადებაში.
რუსთაველის გამზირზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც პოლიციამ აქციის მონაწილეებს მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მხარდამჭერთა ხვალინდელი აქციისთვის მოწყობილ სცენაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშების აღმართვის საშუალება არ მისცა.
„მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს და დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი. ასევე, მოვუწოდებთ აქციის თითოეულ მონაწილეს არ დააზიანონ რუსთაველის გამზირზე, საკანონმდებლო ორგანოს წინ მოწყობილი სცენის ინვენტარი და ტექნიკა", - აღნიშნულია განცხადებაში.
კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი, აღნიშნეს სამინისტროში.
კვირას, საღამოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის ათასობით მოწინააღმდეგე პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბა. აქციის მონაწილეებმა, რომლებიც რეზონანსული კანონპროექტის კენჭისყრიდან მოხსნას მოითხოვენ, საკანონმდებლო ორგანოს ცოცხალი ჯაჭვი შემოარტყეს.
მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ - დემოკრატიულმა საქართველომ“ 29 აპრილს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მხარდასაჭერად თავისი მხარდამჭერების აქცია დააანონსა - საყოველთაო სახალხო შეკრება საქართველოს პარლამენტის შენობის წინ გაიმართება. აქციას დაესწრება პარტიის საპატიო თავმჯდომარე და დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი. მმართველი პარტიის მიერ დაგეგმილი აქციის პარალელურად ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები აქციას ვაკის პარკში გეგმავენ.