https://sputnik-georgia.com/20240428/saqartveloshi-darishxanshemcveli-narchenebistvis-sarkopagi-ashendeba-287586062.html
საქართველოში დარიშხანშემცველი ნარჩენებისთვის სარკოფაგი აშენდება
საქართველოში დარიშხანშემცველი ნარჩენებისთვის სარკოფაგი აშენდება
Sputnik საქართველო
დარიშხანი ქიმიური ელემენტია, რომელიც შედის აზოტის ქვეჯგუფში. ის შხამიანი და კანცეროგენული ნახევარლითონია. გამოიყენება ბევრ სფეროში. 28.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-28T21:44+0400
2024-04-28T21:44+0400
2024-04-28T21:44+0400
საქართველო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22792/21/227922189_219:132:2781:1573_1920x0_80_0_0_e4a7e662f3c1fb97b9e736df174051ff.jpg
თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტომ ლენტეხის ორ სოფელში დარიშხანის შემცველი ნარჩენების უსაფრთხო მართვის მიზნით სარკოფაგის მშენებლობის პირველი ეტაპისთვის ტენდერი გამოაცხადა, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.პირველ ეტაპზე მდინარე ყორულდაშის მონოლითური რკინაბეტონის ნაპირსამაგრი ჯებირი აშენდება, ხოლო მეორე ეტაპზე, დაბინძურებული საიტების გაწმენდისა და სარკოფაგის მშენებლობის სამუშაოები განხორციელდება.საქართველოს მთავრობის 2022 წლის განკარგულებით, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დარიშხან შემცველი მადნის გადამუშავებით წარმოქმნილი ნარჩენების განთავსების ადგილების სისტემურ მართვასა და მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელ უწყებად განისაზღვრა.ლენტეხის რაიონში დარიშხანშემცველი ნარჩენების განთავსების ადგილებზე რთული ეკოლოგიური ვითარება გასული საუკუნიდან არსებობს, რომელიც 90-იან წლებში ამ ტერიტორიაზე სამთო-ქიმიური ქარხნების დახურვის შემდეგ წარმოიქმნა - დარიშხანშემცველი ნარჩენები ღია ცის ქვეშ, ყოველგვარი კონტროლის გარეშე დარჩა.ბოლო წლებში საქართველოს ხელისუფლებამ აქტიურად დაიწყო აღნიშნულ პრობლემაზე მუშაობა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინაციით, საერთაშორისო და ადგილობრივმა ექსპერტებმა ჩაატარეს კვლევები და მომზადდა ანგარიშები.დარიშხანი ქიმიური ელემენტია, რომელიც შედის აზოტის ქვეჯგუფში. ის შხამიანი და კანცეროგენული ნახევარლითონია. გამოიყენება ბევრ სფეროში.დარიშხანით მწვავე მოწამვლის უშუალო სიმპტომებია ღებინება, მუცლის ტკივილი და დიარეა. მათ მოსდევს კიდურების დაბუჟება და ჩხვლეტა, კუნთების კრუნჩხვები და, ყველაზე მძიმე შემთხვევებში, სიკვდილი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22792/21/227922189_200:0:2801:1951_1920x0_80_0_0_4fb96cd645660f52c9266ca6fc998fd0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოში დარიშხანშემცველი ნარჩენებისთვის სარკოფაგი აშენდება
დარიშხანი ქიმიური ელემენტია, რომელიც შედის აზოტის ქვეჯგუფში. ის შხამიანი და კანცეროგენული ნახევარლითონია. გამოიყენება ბევრ სფეროში.
თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტომ ლენტეხის ორ სოფელში დარიშხანის შემცველი ნარჩენების უსაფრთხო მართვის მიზნით სარკოფაგის მშენებლობის პირველი ეტაპისთვის ტენდერი გამოაცხადა, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პირველ ეტაპზე მდინარე ყორულდაშის მონოლითური რკინაბეტონის ნაპირსამაგრი ჯებირი აშენდება, ხოლო მეორე ეტაპზე, დაბინძურებული საიტების გაწმენდისა და სარკოფაგის მშენებლობის სამუშაოები განხორციელდება.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის განკარგულებით, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დარიშხან შემცველი მადნის გადამუშავებით წარმოქმნილი ნარჩენების განთავსების ადგილების სისტემურ მართვასა და მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელ უწყებად განისაზღვრა.
ამავდროულად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ლენტეხის მუნიციპალიტეტში არსებული დარიშხანშემცველი ნარჩენებით დაბინძურებული ტერიტორიების გაწმენდისა და ნარჩენების უსაფრთხოდ განთავსების მიზნით საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სარკოფაგის აშენების შესახებ. პროექტის განსახორციელებლად სააგენტომ კანონმდებლობით დადგენილი ყველა პროცედურა გაიარა და მშენებლობის ნებართვა წელს მიიღო.
ლენტეხის რაიონში დარიშხანშემცველი ნარჩენების განთავსების ადგილებზე რთული ეკოლოგიური ვითარება გასული საუკუნიდან არსებობს, რომელიც 90-იან წლებში ამ ტერიტორიაზე სამთო-ქიმიური ქარხნების დახურვის შემდეგ წარმოიქმნა - დარიშხანშემცველი ნარჩენები ღია ცის ქვეშ, ყოველგვარი კონტროლის გარეშე დარჩა.
ბოლო წლებში საქართველოს ხელისუფლებამ აქტიურად დაიწყო აღნიშნულ პრობლემაზე მუშაობა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინაციით, საერთაშორისო და ადგილობრივმა ექსპერტებმა ჩაატარეს კვლევები და მომზადდა ანგარიშები.
დარიშხანი ქიმიური ელემენტია, რომელიც შედის აზოტის ქვეჯგუფში. ის შხამიანი და კანცეროგენული ნახევარლითონია. გამოიყენება ბევრ სფეროში.
დარიშხანით მწვავე მოწამვლის უშუალო სიმპტომებია ღებინება, მუცლის ტკივილი და დიარეა. მათ მოსდევს კიდურების დაბუჟება და ჩხვლეტა, კუნთების კრუნჩხვები და, ყველაზე მძიმე შემთხვევებში, სიკვდილი.