https://sputnik-georgia.com/20240428/mdinaradze-aqciastan-dakavshirebit-opoziciis-reaqciaze-287586251.html
ისტერიკა: მდინარაძე ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ აქციასთან მიმართებით ოპოზიციის რეაქციაზე
ისტერიკა: მდინარაძე ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ აქციასთან მიმართებით ოპოზიციის რეაქციაზე
Sputnik საქართველო
დეპუტატის თქმით, გასული წლისგან განსხვავებით, როდესაც მმართველმა პარტიამ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი უკან გაიწვია, ვითარება შეიცვალა და... 28.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-28T20:39+0400
2024-04-28T20:39+0400
2024-04-28T20:39+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
ქართული ოცნება
პოლიტიკა საქართველოში
კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
კანონმდებლობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/10/250625585_0:58:2400:1408_1920x0_80_0_0_e7b6c4e81f0c08fe5dd6a57cd4107f7b.jpg
თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მხარდამჭერთა ხვალინდელ აქციასთან დაკავშირებით ოპოზიცია სრულ ისტერიკაშია, განაცხადა „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან.მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ - დემოკრატიულმა საქართველომ“ 29 აპრილს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მხარდასაჭერად თავისი მხარდამჭერების აქცია დააანონსა - საყოველთაო სახალხო შეკრება საქართველოს პარლამენტის შენობის წინ გაიმართება. აქციას დაესწრება პარტიის საპატიო თავმჯდომარე და დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი.მისი თქმით, გასული წლისგან განსხვავებით, როდესაც მმართველმა პარტიამ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი უკან გაიწვია, ვითარება შეიცვალა და ადამიანების უმრავლესობამ გაიგო, რასთან გვაქვს საქმე.„შეუძლებელია გამჭვირვალობა რუსული იყოს და არაგამჭვირვალობა ევროპული. ევროპასა და ევროპელობის აღქმას ყველაზე მეტად ის ხალხი აზარალებს, რომლებიც ევროპარლამენტიდან და ჩვენი ქვეყნის შიგნიდან გვეუბნებიან, რომ თუ არის გამჭვირვალობა, მაშინ ეს არ არის ევროპული, მაშინ ვიფიქრებთ სანქციებზე, ვიქნებით თქვენს წინააღმდეგ", - განაცხადა მდინარაძემ.პოლიტიკოსის თქმით, არ არსებობს ოჯახი, რომლის წარმომადგენელიც არ დადგება ხვალინდელ აქციაზე, არ იქნება სოფელი, ქალაქი, მუნიციპალიტეტი, რომლის წარმომადგენელიც არ იდგება პარლამენტის შენობასთან.წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. ისინი ამ კანონს „რუსულს“ უწოდებენ.საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ როგორც ხელისუფლების ოპონენტები, პრეზიდენტი, ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები.25 აპრილს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც მკაცრად აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას კანონპროექტისთვის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. რეზოლუციაში შეტანილ ცვლილებებში საუბარია უვიზო რეჟიმის გადახედვის აუცილებლობაზე, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე და ასევე ლგბტ-პროპაგანდის აკრძალვის ინიციატივის გაწვევაზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/10/250625585_0:0:2133:1600_1920x0_80_0_0_e0d2616f08cae416e1ff8d65e2c12bef.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, ქართული ოცნება , პოლიტიკა საქართველოში, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , კანონმდებლობა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, ქართული ოცნება , პოლიტიკა საქართველოში, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , კანონმდებლობა, ახალი ამბები
ისტერიკა: მდინარაძე ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ აქციასთან მიმართებით ოპოზიციის რეაქციაზე
დეპუტატის თქმით, გასული წლისგან განსხვავებით, როდესაც მმართველმა პარტიამ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი უკან გაიწვია, ვითარება შეიცვალა და ადამიანების უმრავლესობამ გაიგო, რასთან გვაქვს საქმე.
თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მხარდამჭერთა ხვალინდელ აქციასთან დაკავშირებით ოპოზიცია სრულ ისტერიკაშია, განაცხადა „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან.
მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ - დემოკრატიულმა საქართველომ“ 29 აპრილს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მხარდასაჭერად თავისი მხარდამჭერების აქცია დააანონსა - საყოველთაო სახალხო შეკრება საქართველოს პარლამენტის შენობის წინ გაიმართება. აქციას დაესწრება პარტიის საპატიო თავმჯდომარე და დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი.
„ამასთან, მეორე მხრივ, შეიმჩნევა აბსოლუტური ისტერიკა, მაგალითად, ხვალინდელ აქციასთან დაკავშირებით. ვერ წარმოედგინათ, რომ ამდენი ხალხი მიიღებდა მონაწილეობას ამ ეროვნულ შეკრებაში და თუ არის რაიმე შესაძლებლობა, ისინი ყველანაირად შეეცდებიან შელახონ ხვალინდელი აქცია“, - განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, გასული წლისგან განსხვავებით, როდესაც მმართველმა პარტიამ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი უკან გაიწვია, ვითარება შეიცვალა და ადამიანების უმრავლესობამ გაიგო, რასთან გვაქვს საქმე.
„შეუძლებელია გამჭვირვალობა რუსული იყოს და არაგამჭვირვალობა ევროპული. ევროპასა და ევროპელობის აღქმას ყველაზე მეტად ის ხალხი აზარალებს, რომლებიც ევროპარლამენტიდან და ჩვენი ქვეყნის შიგნიდან გვეუბნებიან, რომ თუ არის გამჭვირვალობა, მაშინ ეს არ არის ევროპული, მაშინ ვიფიქრებთ სანქციებზე, ვიქნებით თქვენს წინააღმდეგ", - განაცხადა მდინარაძემ.
პოლიტიკოსის თქმით, არ არსებობს ოჯახი, რომლის წარმომადგენელიც არ დადგება ხვალინდელ აქციაზე, არ იქნება სოფელი, ქალაქი, მუნიციპალიტეტი, რომლის წარმომადგენელიც არ იდგება პარლამენტის შენობასთან.
ამასთან, მდინარაძემ კიდევ ერთხელ მიმართა საჯარო მოხელეებს, რომ ისინი 29 აპრილის აქციაზე სურვილის არქონის შემთხვევაში, ძალდატანებით არ მივიდნენ.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. ისინი ამ კანონს „რუსულს“ უწოდებენ.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.
კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ როგორც ხელისუფლების ოპონენტები, პრეზიდენტი, ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები.
25 აპრილს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც მკაცრად აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას კანონპროექტისთვის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. რეზოლუციაში შეტანილ ცვლილებებში საუბარია უვიზო რეჟიმის გადახედვის აუცილებლობაზე, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე და ასევე ლგბტ-პროპაგანდის აკრძალვის ინიციატივის გაწვევაზე.