La Gazzetta dello Sport: კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტის გაგრძელება არ სურს

© AFP 2024 / VANO SHLAMOVხვიჩა კვარაცხელია
ხვიჩა კვარაცხელია - Sputnik საქართველო, 1920, 28.04.2024
გამოწერა
ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლიტანურ კლუბში 2022 წლის ივნისში ბათუმის „დინამოდან" გადავიდა.
თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. იტალიური „ნაპოლის" ქართველ ვინგერს ხვიჩა კვარაცხელიას არ სურს კლუბთან კონტრაქტი გააგრძელოს, რადგანაც მას „ბარსელონა" იწვევს, იუწყება La Gazzetta dello Sport-ი.
„ნაპოლის" ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია უარს აცხადებს კლუბთან კონტრაქტის გაგრძელებაზე. „ბარსელონა" სიტუაციას აკვირდება. ქართველმა ვარსკვლავმა შეიძლება კლუბი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დატოვოს", - წერს Gazzetta dello Sport-ი.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, მას შემდეგ, რაც „ბარსელონას“ მთავარ მწვრთნელად ჩავი ერნანდესის დატოვება გადაწყდა, „ბარსელონა“ უნდა შეეცადოს, მწვრთნელს კონკურენტუნარიანი შემადგენლობა შესთავაზოს.
„ბლაუგრანას“ დღის წესრიგში ცენტრალური ნახევარმცველისა და ბერნარდო სილვას დამატების გარდა, ახალი მარცხენა გარემარბის შეძენაც შედის. ამ პოზიციაზე კატალონიელებს „ნაპოლის“ თავდამსხმელის ხვიჩა კვარაცხელიას შეძენა სურთ. ქართველი ფეხბურთელი „ბარსას“ ხელმძღვანელობას ძალიან მოსწონს, კლუბი მას აღიქვამს ფეხბურთელად, რომელსაც შეუძლია, მეტოქეებს მარცხენა ფლანგიდან დიდი საფრთხეები შეუქმნას", - ნათქვამია მასალაში.
La Gazetta dello Sport-ის ცნობით, კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი ახალი კონტრაქტის პირობებზე მოსალაპარაკებლად კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტის უნდა შეხვდეს.
„ნაპოლი“ მზად არის, ფეხბურთელის ხელფასი წელიწადში 1,5 მილიონიდან 4 მილიონ ევრომდე გაზარდოს, მაგრამ გარემარბს ახალი კონტრაქტის გაფორმება არ სურს და „ბარსელონაში“ გადასვლის პერსპექტივა მოსწონს. კატალონიელებისთვის, შესაძლოა, დაბრკოლება გახდეს ფინანსური მდგომარეობა, რადგან კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე აქვს გაფორმებული“, – წერს Gazetta dello Sport-ი.
კვარაცხელია ნეაპოლიტანურ კლუბში 2022 წლის ივნისში ბათუმის „დინამოდან" გადავიდა. ის 2022/2023 წლების სეზონის იტალიის ჩემპიონატის ყველაზე ფასეულ მოთამაშედ, ასევე ამავე სეზონის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად აღიარეს. კვარაცხელიას კონტრაქტი 2027 წლამდეა გათვლილი. ავტორიტეტული გერმანული ინტერნეტ-პორტალ Transfermarkt-ის მონაცემებით, კვარაცხელიას ღირებულება 80 მლნ ევროა.
ყველა ახალი ამბავი
0