ძიუდო: საქართველოს ნაკრები გუნდურ ტურნირში ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა

© photo: Sputnik / Stringerძიუდო
ძიუდო - Sputnik საქართველო, 1920, 28.04.2024
გამოწერა
დასრულებულ კონტინენტის პირველობაზე ინდივიდუალურ ასპარეზობებში საქართველოს ნაკრები საერთოგუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა.
თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოს ნაკრებმა გუნდურ შეჯიბრში ვერცხლის მედალი მოიპოვა.
საქართველოს ნაკრები ფინალში საფრანგეთის გუნდთან ანგარიშით 0:4 დამარცხდა.
2023 წელს მონპელიეში გამართულ ტურნირზე კი საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა.
დასრულებულ კონტინენტის პირველობაზე ინდივიდუალურ ასპარეზობებში საქართველოს ნაკრები საერთოგუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა.
ევროპის ჩემპიონები გახდნენ ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) და ტატო გრიგალაშვილი. ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ ილია სულამანიძე (100 კგ) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ), ბრინჯაოს კი – ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), ლაშა ბექაური (90 კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ).
ყველა ახალი ამბავი
0