https://sputnik-georgia.com/20240428/darchiashvili-briuselshi-gaemgzavreba-287583620.html
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელს ეწვევა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელს ეწვევა
Sputnik საქართველო
დარჩიაშვილი ევროკავშირის გაფართოების 20 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას 28.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-28T13:42+0400
2024-04-28T13:42+0400
2024-04-28T13:42+0400
საქართველო
ბრიუსელი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/04/265723399_0:0:1401:789_1920x0_80_0_0_fa47e451e63c7b616c52123dca2ceb4d.jpg
თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი 29-30 აპრილს ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა, ნათქვამია უწყების გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.დარჩიაშვილი ევროკავშირის თავმჯდომარეობის მიწვევით მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის საბჭოს ბელგიის თავმჯდომარეობის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებებში, რომლებიც 2004 წლის ევროკავშირის გაფართოების ყველაზე მასშტაბური ტალღის 20 წლისთავს ეძღვნება.გაფართოებისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში დარჩიაშვილი შეხვედრებს გამართავს ბელგიისა და ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრებთან აჯა ლაბიბთან და სავიე ბეტელთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან მართლმსაჯულების საკითხებში ვერა იუროვასთან, უნგრეთის ევროკავშირის საქმეთა მინისტრ იანოშ ბოკასთან, რომელთანაც განხილული იქნება უნგრეთის მომავალი თავმჯდომარეობის პროგრამა და პრიორიტეტები (უნგრეთი 2024 წლის ივლისიდან 6 თვით გახდება ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა).ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე შეხვედრებს გამართავს ევროკომისიის პრეზიდენტის კაბინეტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელთან და ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში გენერალურ დირექტორთან.
საქართველო
ბრიუსელი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/04/265723399_16:0:1203:890_1920x0_80_0_0_8d7f78eb7f176bd000debd71194780d5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ბრიუსელი , საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, ბრიუსელი , საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელს ეწვევა
დარჩიაშვილი ევროკავშირის გაფართოების 20 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას
თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი 29-30 აპრილს ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა, ნათქვამია უწყების გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
დარჩიაშვილი ევროკავშირის თავმჯდომარეობის მიწვევით მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის საბჭოს ბელგიის თავმჯდომარეობის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებებში, რომლებიც 2004 წლის ევროკავშირის გაფართოების ყველაზე მასშტაბური ტალღის 20 წლისთავს ეძღვნება.
„საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირის წევრი და გაფართოების ქვეყნების საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს (GAC) არაფორმალურ სხდომაში", - ნათქვამია განცხადებაში.
გაფართოებისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში დარჩიაშვილი შეხვედრებს გამართავს ბელგიისა და ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრებთან აჯა ლაბიბთან და სავიე ბეტელთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან მართლმსაჯულების საკითხებში ვერა იუროვასთან, უნგრეთის ევროკავშირის საქმეთა მინისტრ იანოშ ბოკასთან, რომელთანაც განხილული იქნება უნგრეთის მომავალი თავმჯდომარეობის პროგრამა და პრიორიტეტები (უნგრეთი 2024 წლის ივლისიდან 6 თვით გახდება ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა).
ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე შეხვედრებს გამართავს ევროკომისიის პრეზიდენტის კაბინეტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელთან და ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში გენერალურ დირექტორთან.