https://sputnik-georgia.com/20240427/saqartvelosi-bzis-ukanono-mopovebisa-da-transportirebis-faqtebi-gamovlinda-287577499.html
საქართველოში ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტები გამოვლინდა
საქართველოში ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტები გამოვლინდა
Sputnik საქართველო
ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით მთელი ქვეყნის მასშტაბით ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა. 27.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-27T20:39+0400
2024-04-27T20:39+0400
2024-04-27T20:39+0400
ახალი ამბები
საქართველო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23985/60/239856068_0:100:1921:1180_1920x0_80_0_0_0eb9d5904250a8ca0a37fc47b61b5b04.jpg
თბილისი, 27 აპრილი – Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კახეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ორი ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.უწყების ცნობით, ყვარლის მუნიციპალიტეტის მიმდებარე ტყეში მოქალაქემ უკანონოდ მოიპოვა და დაამზადა ბზის 203 ერთეული ტოტი. უკანონოდ მოპოვებული ბზა დაილუქა. შედგა ოქმი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლით.მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დობერაზენში კი მოქალაქეს ავტოსატრანსპორტო საშუალებით უკანონოდ მოპოვებული ბზის 1300 ერთეული ტოტი გადაჰქონდა. ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.ტყეში ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. საჯარიმო სანქციების ოდენობა 500-დან 2 ათას ლარამდეა, ხოლო თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1 ათას ლარს გადააჭარბებს, საქმეს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია ენიჭება.ბზის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებული სანერგეებიდან და ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე.მართლმადიდებელი ეკლესია დიდმარხვის მეექვსე კვირა დღეს მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას ზეიმობს, რასაც ქრისტიანები ბაიაობას, ანუ ბზობას უწოდებენ. ის ათორმეტთაგან რიგით პირველი მოძრავი დღესასწაულია, რომელიც ყოველთვის ემთხვევა ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს.2024 წლის საეკლესიო კალენდრის მიხედვით ბზობის დღესასწაული 28 აპრილს აღინიშნება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23985/60/239856068_106:0:1813:1280_1920x0_80_0_0_8fee2a394daa994aee5867583d939e66.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია
საქართველოში ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტები გამოვლინდა
ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით მთელი ქვეყნის მასშტაბით ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა.
თბილისი, 27 აპრილი – Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კახეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ორი ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ყვარლის მუნიციპალიტეტის მიმდებარე ტყეში მოქალაქემ უკანონოდ მოიპოვა და დაამზადა ბზის 203 ერთეული ტოტი. უკანონოდ მოპოვებული ბზა დაილუქა. შედგა ოქმი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლით.
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დობერაზენში კი მოქალაქეს ავტოსატრანსპორტო საშუალებით უკანონოდ მოპოვებული ბზის 1300 ერთეული ტოტი გადაჰქონდა. ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.
ტყეში ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. საჯარიმო სანქციების ოდენობა 500-დან 2 ათას ლარამდეა, ხოლო თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1 ათას ლარს გადააჭარბებს, საქმეს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია ენიჭება.
ბზის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებული სანერგეებიდან და ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე.
მართლმადიდებელი ეკლესია დიდმარხვის მეექვსე კვირა დღეს მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას ზეიმობს, რასაც ქრისტიანები ბაიაობას, ანუ ბზობას უწოდებენ. ის ათორმეტთაგან რიგით პირველი მოძრავი დღესასწაულია, რომელიც ყოველთვის ემთხვევა ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს.
2024 წლის საეკლესიო კალენდრის მიხედვით ბზობის დღესასწაული 28 აპრილს აღინიშნება.