https://sputnik-georgia.com/20240427/rogor-unda-secerdes-qartvelebis-migracia-premieris-mosazreba-287572058.html
როგორ უნდა შეჩერდეს ქართველების მიგრაცია - პრემიერის მოსაზრება
როგორ უნდა შეჩერდეს ქართველების მიგრაცია - პრემიერის მოსაზრება
Sputnik საქართველო
მიგრაციას ორი მიზეზი აქვს: პირველი არის დიდი ეკონომიკური ჩამორჩენა, მეორე კი ღია საზღვრები, მიაჩნია პრემიერ-მინისტრს. 27.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-27T12:22+0400
2024-04-27T12:22+0400
2024-04-27T12:22+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქსტატი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
საზოგადოება
სოციალური სფერო საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/0b/263511021_8:0:2467:1383_1920x0_80_0_0_0855f03ab50d6b8a00b696b3304ba4a7.jpg
თბილისი, 27 აპრილი – Sputnik. სანამ საქართველოში ცხოვრების დაბალი დონე იქნება, ქვეყნიდან მიგრაციის მაღალი დონე შენარჩუნდება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.„საქსტატის“ ინფორმაციით, 2023 წელს ქვეყანა დატოვა 245.064 ადამიანმა, რაც 2022 წელთან შედარებით 95,6%-ით მეტია. აქედან 163.480 საქართველოს მოქალაქეა, 2022 წელს კი ეს მაჩვენებელი 100.802 ადამიანს შეადგენდა.მისი თქმით, საქართველოს რამდენიმე წელიწადი დასჭირდება, რათა ევროკავშირის ქვეყნების დონეს მიუახლოვდეს.„მიგრაციას არსებითად აქვს ორი მიზეზი, პირველი არის ის, რომ ჯერ კიდევ დიდია ეკონომიკური ჩამორჩენა, ევროპის ქვეყნებთან და მეორე არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა. მაგალითად, გერმანია რომ ავიღოთ, გერმანიასთან ჩვენი ჩამორჩენა ცხოვრების დონის კუთხით არის ჯერ კიდევ სამმაგი“, - განაცხადა კობახიძემ.2023 წელს ემიგრანტების რიცხოვნობამ 245.064 კაცი შეადგინა, რაც 2022 წელთან შედარებით 95,6%-ით მეტია, იმიგრანტების რიცხოვნობა 2022 წელთან შედარებით 14,5%-ით გაიზარდა და 205.857 კაცი შეადგინა.„საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წელს იმიგრანტების 44,6%-ს, ხოლო ემიგრანტების 66,7%-ს საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენენ. 2023 წელს ქვეყანა დატოვა 163.480 საქართველოს მოქალაქემ, ხოლო დაბრუნდა - 91.896.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/0b/263511021_315:0:2159:1383_1920x0_80_0_0_4325cd0889f06fb8efb93445b48a2ee9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქსტატი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საქსტატი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში
როგორ უნდა შეჩერდეს ქართველების მიგრაცია - პრემიერის მოსაზრება
მიგრაციას ორი მიზეზი აქვს: პირველი არის დიდი ეკონომიკური ჩამორჩენა, მეორე კი ღია საზღვრები, მიაჩნია პრემიერ-მინისტრს.
თბილისი, 27 აპრილი – Sputnik. სანამ საქართველოში ცხოვრების დაბალი დონე იქნება, ქვეყნიდან მიგრაციის მაღალი დონე შენარჩუნდება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
„საქსტატის“ ინფორმაციით, 2023 წელს ქვეყანა დატოვა 245.064 ადამიანმა, რაც 2022 წელთან შედარებით 95,6%-ით მეტია. აქედან 163.480 საქართველოს მოქალაქეა, 2022 წელს კი ეს მაჩვენებელი 100.802 ადამიანს შეადგენდა.
„ჩვენ გვაქვს უარყოფითი მაჩვენებლები, მთავარი ამოცანა არის ეკონომიკის განვითარება. თუ ეკონომიკა წინ არ წაიწევს და თუ არ დავუახლოვდებით ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ეკონომიკური კუთხით, რა თქმა უნდა, უარყოფითი მაჩვენებლები შენარჩუნდება“, – განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, საქართველოს რამდენიმე წელიწადი დასჭირდება, რათა ევროკავშირის ქვეყნების დონეს მიუახლოვდეს.
„მიგრაციას არსებითად აქვს ორი მიზეზი, პირველი არის ის, რომ ჯერ კიდევ დიდია ეკონომიკური ჩამორჩენა, ევროპის ქვეყნებთან და მეორე არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა. მაგალითად, გერმანია რომ ავიღოთ, გერმანიასთან ჩვენი ჩამორჩენა ცხოვრების დონის კუთხით არის ჯერ კიდევ სამმაგი“, - განაცხადა კობახიძემ.
2023 წელს ემიგრანტების რიცხოვნობამ 245.064 კაცი შეადგინა, რაც 2022 წელთან შედარებით 95,6%-ით მეტია, იმიგრანტების რიცხოვნობა 2022 წელთან შედარებით 14,5%-ით გაიზარდა და 205.857 კაცი შეადგინა.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წელს იმიგრანტების 44,6%-ს, ხოლო ემიგრანტების 66,7%-ს საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენენ. 2023 წელს ქვეყანა დატოვა 163.480 საქართველოს მოქალაქემ, ხოლო დაბრუნდა - 91.896.