https://sputnik-georgia.com/20240427/raribasvili-sapatriarqos-yoveltvis-aqvs-cveni-eris-pulse-xeli-dadebuli-287577914.html
ღარიბაშვილი: საპატრიარქოს ყოველთვის აქვს ჩვენი ერის პულსზე ხელი დადებული
ღარიბაშვილი: საპატრიარქოს ყოველთვის აქვს ჩვენი ერის პულსზე ხელი დადებული
Sputnik საქართველო
საპატრიარქომ ევროპარლამენტის რეზოლუციას ზეწოლა უწოდა 27.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-27T21:30+0400
2024-04-27T21:30+0400
2024-04-27T21:30+0400
ახალი ამბები
საქართველო
ირაკლი ღარიბაშვილი
ქართული ოცნება
საქართველოს საპატრიარქო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/01/286042405_0:37:1280:758_1920x0_80_0_0_367db1cd0530383be7f8be4d4852f5f0.jpg
თბილისი, 27 აპრილი – Sputnik. ეკლესიას ქვეყნის პულსზე ხელი აქვს დადებული და ის კარგად იზარებს საფრთხეებს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა.საქართველოს საპატრიარქომ ევროპარლამენტის რეზოლუციას ზეწოლა უწოდა და აღნიშნა, რომ ახალგაზრდა თაობის ჯანსაღი აქტიურობისა და პატრიოტული სულისკვეთების გამოყენება კონკრეტული პოლიტიკური ინტერესებისა და მავნე იდეოლოგიების გასაძლიერებლად ყველასთვის საზიანო იქნება.როგორც საპატრიარქომ აღნიშნა, ხელისუფლება გარკვევით დეკლარირებს, რომ მისი პოლიტიკური ვექტორი, ისევე, როგორც საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის სურვილი, არის ევროინტეგრაცია. ამასთან ხელისუფლება თვალნათლივ დაადგა ტრადიციული ღირებულებების დაცვის გზას.ამასთან პოლიტიკოსი საპატრიარქოს განცხადებას მიესალმა.„მივესალმები ამ განცხადებას, მის შინაარსსა და პათოსს. საზოგადოებას დღეს სჭირდება სიმშვიდე, გონიერება და აუცილებელია მშვიდად, მტკიცედ გავიაროთ ეს პატარა განსაცდელი, რომელიც ახლაა ქვეყანაში. ზოგადად მთელს მსოფლიოსა და რეგიონში ძალიან რთული ვითარებაა. არ შეიძლება ამის ლოკალიზება, დაყვანა ვიწროპარტიულ გაუგებრობებზე. აქ საუბარი არ არის, რომ რადიკალურ ოპოზიციას დღის წესრიგი აქვს და ჩვენ გვიპირისპირდება რაღაცების გამო. აქ საუბარია ქვეყნის გადარჩენა-არგადარჩენაზე“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.მან აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველო მრავალეთნიკური საზოგადოებაა, წამყვანი რელიგია არის მართლმადიდებლური ქრისტიანობა, რომელმაც ჩვენი ხალხი და ქვეყანა მოიყვანა დღემდე.25 აპრილს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც მკაცრად აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას კანონპროექტისთვის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. რეზოლუციაში შეტანილ ცვლილებებში საუბარია უვიზო რეჟიმის გადახედვის აუცილებლობაზე, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე და ასევე ლგბტ* პროპაგანდის აკრძალვის ინიციატივის გაწვევაზე.საქართველოს ხელისუფლებამ მარტის ბოლოს დააანონსა ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის გეგმები, აპრილის დასაწყისში კი პარლამენტში ორი კანონპროექტი შევიდა. არგუმენტად დასახელდა ოჯახური ღირებულებების და მომავალი თაობის დაცვის აუცილებლობა ფსევდო-ლიბერალური პროპაგანდის მოსალოდნელი გამოუსწორებელი შედეგებისგან.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/01/286042405_140:0:1279:854_1920x0_80_0_0_1ba287b1cc7453b22289f4fcd52c351c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ირაკლი ღარიბაშვილი , ქართული ოცნება , საქართველოს საპატრიარქო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, ირაკლი ღარიბაშვილი , ქართული ოცნება , საქართველოს საპატრიარქო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა
ღარიბაშვილი: საპატრიარქოს ყოველთვის აქვს ჩვენი ერის პულსზე ხელი დადებული
საპატრიარქომ ევროპარლამენტის რეზოლუციას ზეწოლა უწოდა
თბილისი, 27 აპრილი – Sputnik. ეკლესიას ქვეყნის პულსზე ხელი აქვს დადებული და ის კარგად იზარებს საფრთხეებს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს საპატრიარქომ ევროპარლამენტის რეზოლუციას ზეწოლა უწოდა და აღნიშნა, რომ ახალგაზრდა თაობის ჯანსაღი აქტიურობისა და პატრიოტული სულისკვეთების გამოყენება კონკრეტული პოლიტიკური ინტერესებისა და მავნე იდეოლოგიების გასაძლიერებლად ყველასთვის საზიანო იქნება.
როგორც საპატრიარქომ აღნიშნა, ხელისუფლება გარკვევით დეკლარირებს, რომ მისი პოლიტიკური ვექტორი, ისევე, როგორც საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის სურვილი, არის ევროინტეგრაცია. ამასთან ხელისუფლება თვალნათლივ დაადგა ტრადიციული ღირებულებების დაცვის გზას.
„ეკლესიას ყოველთვის აქვს ჩვენი ერის პულსზე ხელი დადებული და კარგად გრძნობს იმ განწყობას და საფრთხეებს, რომელიც ქვეყანაშია. ამიტომაა საჭირო სიმშვიდე, გონიერება და სიმტკიცე“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
ამასთან პოლიტიკოსი საპატრიარქოს განცხადებას მიესალმა.
„მივესალმები ამ განცხადებას, მის შინაარსსა და პათოსს. საზოგადოებას დღეს სჭირდება სიმშვიდე, გონიერება და აუცილებელია მშვიდად, მტკიცედ გავიაროთ ეს პატარა განსაცდელი, რომელიც ახლაა ქვეყანაში. ზოგადად მთელს მსოფლიოსა და რეგიონში ძალიან რთული ვითარებაა. არ შეიძლება ამის ლოკალიზება, დაყვანა ვიწროპარტიულ გაუგებრობებზე. აქ საუბარი არ არის, რომ რადიკალურ ოპოზიციას დღის წესრიგი აქვს და ჩვენ გვიპირისპირდება რაღაცების გამო. აქ საუბარია ქვეყნის გადარჩენა-არგადარჩენაზე“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მან აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველო მრავალეთნიკური საზოგადოებაა, წამყვანი რელიგია არის მართლმადიდებლური ქრისტიანობა, რომელმაც ჩვენი ხალხი და ქვეყანა მოიყვანა დღემდე.
25 აპრილს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც მკაცრად აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას კანონპროექტისთვის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. რეზოლუციაში შეტანილ ცვლილებებში საუბარია უვიზო რეჟიმის გადახედვის აუცილებლობაზე, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე და ასევე ლგბტ* პროპაგანდის აკრძალვის ინიციატივის გაწვევაზე.
„ჩვენს საპატრიარქოს და ჩვენს ეკლესიას ყოველთვის ჰქონდა სწორი პოზიცია იმიტომ, რომ ისინი იცავენ ჭეშმარიტებას, იცავენ სიმართლეს და ყოველთვის მოუწოდებენ საზოგადოებას სწორი პოზიციის დაკავებისკენ. გუშინდელი განცხადება, რომელსაც მე გავეცანი, მორიგი ასეთი სიმართლის განცხადება იყო“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
საქართველოს ხელისუფლებამ მარტის ბოლოს დააანონსა ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის გეგმები, აპრილის დასაწყისში კი პარლამენტში ორი კანონპროექტი შევიდა. არგუმენტად დასახელდა ოჯახური ღირებულებების და მომავალი თაობის დაცვის აუცილებლობა ფსევდო-ლიბერალური პროპაგანდის მოსალოდნელი გამოუსწორებელი შედეგებისგან.