https://sputnik-georgia.com/20240427/mmartveli-partiis-aqciis-paralelurad-tbilissi-opoziciis-saprotesto-aqciac-gaimarteba-287577311.html
მმართველი პარტიის აქციის პარალელურად თბილისში ოპოზიციის საპროტესტო აქციაც გაიმართება
მმართველი პარტიის აქციის პარალელურად თბილისში ოპოზიციის საპროტესტო აქციაც გაიმართება
Sputnik საქართველო
ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მათი მხარდამჭერების საპროტესტო აქციები საქართველოს პარლამენტის წინ 15 აპრილიდან ყოველ დღე იმართება. 27.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-27T20:34+0400
2024-04-27T20:34+0400
2024-04-27T22:20+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
ქართული ოპოზიცია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/0e/278561291_0:158:3077:1889_1920x0_80_0_0_40d666962626602b64bdce644319fd6b.jpg
თბილისი, 27 აპრილი – Sputnik. ოპოზიციურმა პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა გადაწყვიტეს გამართონ აქცია მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ 29 აპრილს დაგეგმილი აქციის პარალელურად, მაგრამ ქალაქის მეორე ბოლოში.მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ - დემოკრატიულმა საქართველომ“ 29 აპრილს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მხარდასაჭერად თავისი მხარდამჭერების აქცია დააანონსა - საყოველთაო სახალხო შეკრება საქართველოს პარლამენტის შენობის წინ გაიმართება. აქციას დაესწრება პარტიის საპატიო თავმჯდომარე და დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი.ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მათი მხარდამჭერების საპროტესტო აქციები საქართველოს პარლამენტის წინ 15 აპრილიდან ყოველ დღე იმართება. აქციის მონაწილეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევას ითხოვენ, რომელიც უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში რეგისტრაციის გავლას და წელიწადში ერთხელ დეკლარაციის შევსებას ავალდებულებს.საქართველოს პარლამენტმა 17 აპრილს პირველი მოსმენით მიიღო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი, რომელიც გასულ წელს მასშტაბური პროტესტის შემდეგ უკან გაიწვიეს. ახლა 29 აპრილს იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მეორე - მუხლობრივი - განხილვა გაიმართება.წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ მწკრივში აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. ისინი ამ კანონს „რუსულს“ უწოდებენ.გასაჯაროვდეს დაფინანსება - პარლამენტის სპიკერმა აშშ-ის სენატორებს უპასუხა >>საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ როგორც ხელისუფლების ოპონენტები, პრეზიდენტი, ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები.სადავო კანონპროექტიკანონპროექტი ითვალისწინებს მხოლოდ უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეგისტრაციას და მათი დაფინანსების გამჭვირვალობას. მათ საქმიანობაზე არანაირი შეზღუდვა არ არსებობს.უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ის იურიდიული პირი, რომლის წლიური შემოსავლის 20%-ის წყარო „უცხო ძალაა“.თუ ორგანიზაცია აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს, მან თავად უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს რეგისტრაციისთვის. პროცედურა იქნება უფასო.სუბიექტები, რომლებიც დარეგისტრირებული არიან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეესტრში, კანონპროექტის თანახმად, ყოველ იანვარში ვალდებული იქნებიან ელექტრონულად შეავსონ წინა წლის ფინანსური დეკლარაცია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/0e/278561291_174:0:2903:2047_1920x0_80_0_0_4a08ed7d2042d55d504af3551da0e0b6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , ქართული ოპოზიცია
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , ქართული ოპოზიცია
მმართველი პარტიის აქციის პარალელურად თბილისში ოპოზიციის საპროტესტო აქციაც გაიმართება
20:34 27.04.2024 (განახლებულია: 22:20 27.04.2024) ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მათი მხარდამჭერების საპროტესტო აქციები საქართველოს პარლამენტის წინ 15 აპრილიდან ყოველ დღე იმართება.
თბილისი, 27 აპრილი – Sputnik. ოპოზიციურმა პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა გადაწყვიტეს გამართონ აქცია მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ 29 აპრილს დაგეგმილი აქციის პარალელურად, მაგრამ ქალაქის მეორე ბოლოში.
მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ - დემოკრატიულმა საქართველომ“ 29 აპრილს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მხარდასაჭერად თავისი მხარდამჭერების აქცია დააანონსა - საყოველთაო სახალხო შეკრება საქართველოს პარლამენტის შენობის წინ გაიმართება. აქციას დაესწრება პარტიის საპატიო თავმჯდომარე და დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი.
„ჩვენ ვეწინააღმდეგებით ყოველგვარ კონფრონტაციას და დაპირისპირებას. ამიტომ, 17:00 საათზე შევიკრიბებით ვაკის პარკში და ერთად დაველოდებით მოვლენათა განვითარებას. თუ მმართველი პარტია 29-ში შეეცდება მეორე მოსმენის და კენჭისყრის ჩატარებას, ჩვენი მხრიდან მიიღებს მძლავრ და სამართლიან პროტესტს“, - ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მათი მხარდამჭერების საპროტესტო აქციები საქართველოს პარლამენტის წინ 15 აპრილიდან ყოველ დღე იმართება. აქციის მონაწილეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევას ითხოვენ, რომელიც უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში რეგისტრაციის გავლას და წელიწადში ერთხელ დეკლარაციის შევსებას ავალდებულებს.
საქართველოს პარლამენტმა 17 აპრილს პირველი მოსმენით მიიღო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი, რომელიც გასულ წელს მასშტაბური პროტესტის შემდეგ უკან გაიწვიეს. ახლა 29 აპრილს იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მეორე - მუხლობრივი - განხილვა გაიმართება.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ მწკრივში აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. ისინი ამ კანონს „რუსულს“ უწოდებენ.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.
კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ როგორც ხელისუფლების ოპონენტები, პრეზიდენტი, ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები.
კანონპროექტი ითვალისწინებს მხოლოდ უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეგისტრაციას და მათი დაფინანსების გამჭვირვალობას. მათ საქმიანობაზე არანაირი შეზღუდვა არ არსებობს.
უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ის იურიდიული პირი, რომლის წლიური შემოსავლის 20%-ის წყარო „უცხო ძალაა“.
თუ ორგანიზაცია აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს, მან თავად უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს რეგისტრაციისთვის. პროცედურა იქნება უფასო.
სუბიექტები, რომლებიც დარეგისტრირებული არიან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეესტრში, კანონპროექტის თანახმად, ყოველ იანვარში ვალდებული იქნებიან ელექტრონულად შეავსონ წინა წლის ფინანსური დეკლარაცია.