https://sputnik-georgia.com/20240427/migracia-saqartvelosi-ramdenma-kacma-datova-qveyana-da-ramdeni-dabrunda-287571279.html
მიგრაცია საქართველოში - რამდენმა კაცმა დატოვა ქვეყანა და რამდენი დაბრუნდა
მიგრაცია საქართველოში - რამდენმა კაცმა დატოვა ქვეყანა და რამდენი დაბრუნდა
Sputnik საქართველო
მიგრაციულ სტატისტიკაზე საუბრისას ყურადღება უნდა გამახვილდეს სალდოზე, ანუ სხვაობაზე შემომსვლელთა და გამსვლელთა შორის. 27.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-27T11:17+0400
2024-04-27T11:17+0400
2024-04-27T11:17+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქსტატი
დემოგრაფია
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/0a/263490436_0:0:1920:1080_1920x0_80_0_0_1089740b95d79e8295f652a2df949ffb.jpg
თბილისი, 27 აპრილი – Sputnik. 2023 წელს ემიგრანტების რიცხოვნობამ 245.064 კაცი შეადგინა, რაც 2022 წელთან შედარებით 95,6%-ით მეტია, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.ამასთან ერთად, იმიგრანტების რიცხოვნობა 2022 წელთან შედარებით 14,5%-ით გაიზარდა და 205.857 კაცი შეადგინა.„საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წელს იმიგრანტების 44,6%-ს, ხოლო ემიგრანტების 66,7%-ს საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენენ. 2023 წელს ქვეყანა დატოვა 163.480 საქართველოს მოქალაქემ, ხოლო დაბრუნდა - 91.896.საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის განცხადებით, 2022 წელთან შედარებით, 2023 წელს ქვეყნიდან გავიდა 1,6-ჯერ მეტი საქართველოს მოქალაქე; დაახლოებით 6-ჯერ მეტი – რუსეთის, 3,8-ჯერ მეტი უკრაინის მოქალაქე, 5,3-ჯერ მეტი – ბელარუსის და 3,4-ჯერ მეტი თურქეთის მოქალაქე.„აღსანიშნავია ისიც, რომ 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, ქვეყანაში შემოვიდა 1,7-ჯერ მეტი საქართველოს მოქალაქე. რაც შეეხება იმიგრანტებს, ანუ ქვეყანაში შემომსვლელთა რაოდენობას, 2023 წელს მათი საერთო რიცხოვნობის 45%-ს საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენდნენ. დაახლოებით 25,6%-ს – რუსეთის მოქალაქეები, 4,2%-ს – თურქეთის მოქალაქეები, ხოლო დარჩენილი, 25-26% სხვა ქვეყნების მოქალაქეებზე მოდის“, - განაცხადა თოდრაძემ.ჩამოსულ იმიგრანტთა უმრავლესობა მამაკაცია. 2023 წელს ქვეყანაში ჩამოვიდა 119 მამაკაცი და 86 ათასი ქალი. ამავე პერიოდში საქართველო დატოვა 137 ათასმა მამაკაცმა და 107 ათასმა ქალმა.ჩამოსულთა უმრავლესობის ასაკი 15-დან 64 წლამდე მერყეობს.როგორც თოდრაძემ აღნიშნა, მიგრაციულ სტატისტიკაზე საუბრისას ყურადღება უნდა გამახვილდეს სალდოზე, ანუ სხვაობაზე შემომსვლელთა და გამსვლელთა შორის. 2023 წელს ამ მაჩვენებელმა დაახლოებით 39 ათასი ადამიანი შეადგინა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/0a/263490436_480:0:1920:1080_1920x0_80_0_0_4b1dba9806d0ce9c25d33a2624aaf2f2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქსტატი, დემოგრაფია, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, საქსტატი, დემოგრაფია, საზოგადოება
მიგრაცია საქართველოში - რამდენმა კაცმა დატოვა ქვეყანა და რამდენი დაბრუნდა
მიგრაციულ სტატისტიკაზე საუბრისას ყურადღება უნდა გამახვილდეს სალდოზე, ანუ სხვაობაზე შემომსვლელთა და გამსვლელთა შორის.
თბილისი, 27 აპრილი – Sputnik. 2023 წელს ემიგრანტების რიცხოვნობამ 245.064 კაცი შეადგინა, რაც 2022 წელთან შედარებით 95,6%-ით მეტია, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
ამასთან ერთად, იმიგრანტების რიცხოვნობა 2022 წელთან შედარებით 14,5%-ით გაიზარდა და 205.857 კაცი შეადგინა.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წელს იმიგრანტების 44,6%-ს, ხოლო ემიგრანტების 66,7%-ს საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენენ. 2023 წელს ქვეყანა დატოვა 163.480 საქართველოს მოქალაქემ, ხოლო დაბრუნდა - 91.896.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის განცხადებით, 2022 წელთან შედარებით, 2023 წელს ქვეყნიდან გავიდა 1,6-ჯერ მეტი საქართველოს მოქალაქე; დაახლოებით 6-ჯერ მეტი – რუსეთის, 3,8-ჯერ მეტი უკრაინის მოქალაქე, 5,3-ჯერ მეტი – ბელარუსის და 3,4-ჯერ მეტი თურქეთის მოქალაქე.
„აღსანიშნავია ისიც, რომ 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, ქვეყანაში შემოვიდა 1,7-ჯერ მეტი საქართველოს მოქალაქე. რაც შეეხება იმიგრანტებს, ანუ ქვეყანაში შემომსვლელთა რაოდენობას, 2023 წელს მათი საერთო რიცხოვნობის 45%-ს საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენდნენ. დაახლოებით 25,6%-ს – რუსეთის მოქალაქეები, 4,2%-ს – თურქეთის მოქალაქეები, ხოლო დარჩენილი, 25-26% სხვა ქვეყნების მოქალაქეებზე მოდის“, - განაცხადა თოდრაძემ.
სხვა ქვეყნების მოქალაქეთა მიგრაცია 2023 წელს
ქვეყანა | იმიგრანტები | ემიგრანტები |
რუსეთი | 52 627 | 35 344 |
თურქეთი | 8 624 | 7 049 |
უკრაინა | 7 516 | 7 675 |
ინდოეთი | 8 406 | 3 274 |
ბელარუსი | 3 557 | 4 537 |
ისრაელი | 3 111 | 1 864 |
სომხეთი | 3 093 | 2 557 |
აშშ | 2 004 | 1 864 |
ჩინეთი | 2 000 | 1 724 |
სხვა ქვეყნის მოქალაქეები | 18 563 | 13 576 |
ჩამოსულ იმიგრანტთა უმრავლესობა მამაკაცია. 2023 წელს ქვეყანაში ჩამოვიდა 119 მამაკაცი და 86 ათასი ქალი. ამავე პერიოდში საქართველო დატოვა 137 ათასმა მამაკაცმა და 107 ათასმა ქალმა.
ჩამოსულთა უმრავლესობის ასაკი 15-დან 64 წლამდე მერყეობს.
როგორც თოდრაძემ აღნიშნა, მიგრაციულ სტატისტიკაზე საუბრისას ყურადღება უნდა გამახვილდეს სალდოზე, ანუ სხვაობაზე შემომსვლელთა და გამსვლელთა შორის. 2023 წელს ამ მაჩვენებელმა დაახლოებით 39 ათასი ადამიანი შეადგინა.