მაშველებს ტყის ხანძრებზე ეფექტიანი რეაგირებისთვის უახლესი მოდელის აღჭურვილობა გადაეცა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსახანძრო მანქანა
სახანძრო მანქანა - Sputnik საქართველო, 1920, 27.04.2024
გამოწერა
სამაშველო სამსახურს აღჭურვილობა დანიის სამეფოს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს შორის ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფორმატის თანამშრომლობის ფარგლებში გადაეცა.
თბილისი, 27 აპრილი - Sputnik. სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტს ტყის ხანძრებზე ეფექტიანი რეაგირებისთვის უახლესი მოდელის სპეციალური აღჭურვილობა გადაეცა, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, სამაშველო სამსახურს აღნიშნული აღჭურვილობა დანიის სამეფოს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს შორის ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფორმატის თანამშრომლობის ფარგლებში გადაეცა.
აღჭურვილობის გადაცემის ცერემონია განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზაზე გაიმართა. ღონისძიების დასასრულს სტუმრებმა ბაზა დაათვალიერეს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აქტიურად განაგრძობს ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობას და პირადი შემადგენლობის უზრუნველყოფას ყველა შესაბამისი აღჭურვილობით და სპეცტექნიკით.
წყარო - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
ყველა ახალი ამბავი
0