https://sputnik-georgia.com/20240427/es-zewolaa-evroparlamentis-rezolucia-saqartvelos-sapatriarqom-seafasa-287571113.html
ეს ზეწოლაა: ევროპარლამენტის რეზოლუცია საქართველოს საპატრიარქომ შეაფასა
ეს ზეწოლაა: ევროპარლამენტის რეზოლუცია საქართველოს საპატრიარქომ შეაფასა
Sputnik საქართველო
იქმნება შთაბეჭდილება, რომ ევროპარლამენტარების მხრიდან საქართველოს სახელმწიფოს სუვერენიტეტი არ განიხილება, როგორც სრულყოფილი მოცემულობა, ნათქვამია განცხადებაში 27.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-27T10:39+0400
2024-04-27T10:39+0400
2024-04-27T10:39+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს საპატრიარქო
ევროპარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24712/17/247121710_0:156:3000:1844_1920x0_80_0_0_08feafc48e9efc58250f515cab64652c.jpg
თბილისი, 27 აპრილი – Sputnik. საპატრიარქომ ევროპარლამენტის მკაცრი რეზოლუცია, რომელშიც, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოში ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის შესახებ კანონპროექტის მიღების დაუშვებლობაზეა საუბარი, შეაფასა როგორც ქმედება ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის ღირებულებების წინააღმდეგ.25 აპრილს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც მკაცრად აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას კანონპროექტისთვის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. რეზოლუციაში შეტანილ ცვლილებებში საუბარია უვიზო რეჟიმის გადახედვის აუცილებლობაზე, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე და ასევე ლგბტ* პროპაგანდის აკრძალვის ინიციატივის გაწვევაზე.როგორც საპატრიარქოში განაცხადეს, რჩება შთაბეჭდილება, რომ ევროპარლამენტარების მხრიდან საქართველოს სახელმწიფოს სუვერენიტეტი არ განიხილება, როგორც სრულყოფილი მოცემულობა.„ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტის უგულებელყოფით ქვეყნისთვის სასიკეთო არცერთი საქმე არ გამოვა... საქართველოს მოსახლეობისთვის უცხო, უჩვეულო და სახიფათო იდეოლოგიების თავს მოხვევა ამძაფრებს საზოგადოებაში პოლარიზაციის პროცესს“, - ნათქვამია განცხადებაში.საპატრიარქოში აღნიშნეს, რომ არავისგან მოელიან დახმარებას იდეოლოგიურ საკითხებში, რადგან ქვეყანას ამის საჭიროება არც აქვს.ლიბერალები ეკლესიას პროპაგანდით ებრძვიან - საქართველოს პრემიერი>>როგორც საპატრიარქომ აღნიშნა, ხელისუფლება გარკვევით დეკლარირებს, რომ მისი პოლიტიკური ვექტორი, ისევე, როგორც საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის სურვილი, არის ევროინტეგრაცია. ამასთან ხელისუფლება თვალნათლივ დაადგა ტრადიციული ღირებულებების დაცვის გზას.თავის მხრივ, დიპლომატიური სამსახურის უმაღლესი პირები წლების განმავლობაში ირწმუნებოდნენ, რომ ქვეყნის სწრაფვა ევროინტეგრაციისაკენ არ გულისხმობდა საკუთარი კულტურისა და ფასეულობების უარყოფას.საქართველოს ხელისუფლებამ მარტის ბოლოს დააანონსა ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის გეგმები, აპრილის დასაწყისში კი პარლამენტში ორი კანონპროექტი შევიდა. არგუმენტად დასახელდა ოჯახური ღირებულებების და მომავალი თაობის დაცვის აუცილებლობა ფსევდო-ლიბერალური პროპაგანდის მოსალოდნელი გამოუსწორებელი შედეგებისგან.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24712/17/247121710_167:0:2834:2000_1920x0_80_0_0_f3332b48ab8f7827d3c2ca918e98f94e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საპატრიარქო, ევროპარლამენტი
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საპატრიარქო, ევროპარლამენტი
ეს ზეწოლაა: ევროპარლამენტის რეზოლუცია საქართველოს საპატრიარქომ შეაფასა
იქმნება შთაბეჭდილება, რომ ევროპარლამენტარების მხრიდან საქართველოს სახელმწიფოს სუვერენიტეტი არ განიხილება, როგორც სრულყოფილი მოცემულობა, ნათქვამია განცხადებაში
თბილისი, 27 აპრილი – Sputnik. საპატრიარქომ ევროპარლამენტის მკაცრი რეზოლუცია, რომელშიც, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოში ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის შესახებ კანონპროექტის მიღების დაუშვებლობაზეა საუბარი, შეაფასა როგორც ქმედება ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის ღირებულებების წინააღმდეგ.
25 აპრილს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც მკაცრად აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას კანონპროექტისთვის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. რეზოლუციაში შეტანილ ცვლილებებში საუბარია უვიზო რეჟიმის გადახედვის აუცილებლობაზე, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე და ასევე ლგბტ* პროპაგანდის აკრძალვის ინიციატივის გაწვევაზე.
„ევროპარლამენტის რეზოლუციაში ჩანაწერი, რომ ქართული სახელმწიფოს მიერ დაუშვებელია მოზარდებში ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის კანონის მიღება, წარმოადგენს ქვეყნის უმეტესი მოსახლეობისათვის აღიარებული ფასეულობების წინააღმდეგ ზეწოლას“, - აღნიშნეს საპატრიარქოში.
როგორც საპატრიარქოში განაცხადეს, რჩება შთაბეჭდილება, რომ ევროპარლამენტარების მხრიდან საქართველოს სახელმწიფოს სუვერენიტეტი არ განიხილება, როგორც სრულყოფილი მოცემულობა.
„ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტის უგულებელყოფით ქვეყნისთვის სასიკეთო არცერთი საქმე არ გამოვა... საქართველოს მოსახლეობისთვის უცხო, უჩვეულო და სახიფათო იდეოლოგიების თავს მოხვევა ამძაფრებს საზოგადოებაში პოლარიზაციის პროცესს“, - ნათქვამია განცხადებაში.
საპატრიარქოში აღნიშნეს, რომ არავისგან მოელიან დახმარებას იდეოლოგიურ საკითხებში, რადგან ქვეყანას ამის საჭიროება არც აქვს.
როგორც საპატრიარქომ აღნიშნა, ხელისუფლება გარკვევით დეკლარირებს, რომ მისი პოლიტიკური ვექტორი, ისევე, როგორც საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის სურვილი, არის ევროინტეგრაცია. ამასთან ხელისუფლება თვალნათლივ დაადგა ტრადიციული ღირებულებების დაცვის გზას.
თავის მხრივ, დიპლომატიური სამსახურის უმაღლესი პირები წლების განმავლობაში ირწმუნებოდნენ, რომ ქვეყნის სწრაფვა ევროინტეგრაციისაკენ არ გულისხმობდა საკუთარი კულტურისა და ფასეულობების უარყოფას.
„თუმცა, ფაქტია, წლების განმავლობაში უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების თუ ტელევიზიების მხრიდან წარმოებდა ეკლესიის დისკრედიტაციის კამპანია და ეს ხდებოდა ლგბტ ცხოვრების წესის, ცოდვის პროპაგანდის მზარდი ტენდენციის პარალელურად“, - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს ხელისუფლებამ მარტის ბოლოს დააანონსა ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის გეგმები, აპრილის დასაწყისში კი პარლამენტში ორი კანონპროექტი შევიდა. არგუმენტად დასახელდა ოჯახური ღირებულებების და მომავალი თაობის დაცვის აუცილებლობა ფსევდო-ლიბერალური პროპაგანდის მოსალოდნელი გამოუსწორებელი შედეგებისგან.