https://sputnik-georgia.com/20240427/bankebis-mier-gacemuli-kreditebis-moculoba-shemcirda-287577772.html
ბანკების მიერ გაცემული კრედიტების მოცულობა მარტში შემცირდა
ბანკების მიერ გაცემული კრედიტების მოცულობა მარტში შემცირდა
Sputnik საქართველო
საქართველოში 17 კომერციული ბანკია, მათ შორის 15 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. 27.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-27T21:12+0400
2024-04-27T21:12+0400
2024-04-27T21:13+0400
ახალი ამბები
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23406/77/234067746_0:79:1498:922_1920x0_80_0_0_eff86a9c71fa68afc2f1ae54a70c0dba.jpg
თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული კრედიტების მოცულობა 2024 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით 1,54 მლრდ ლარით (2,94%) გაიზარდა და 1 აპრილისთვის 53,78 მილიარდი ლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებში.საანგარიშო პერიოდში კრედიტების მოცულობა ეროვნულ ვალუტაში 562,23 მილიონი ლარით (1,93%), ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა - 974,63 მილიონი ლარით (4,22%) გაიზარდა.ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2024 წლის მარტის ბოლოს რეზიდენტ იურიდიულ პირებზე გაცემულმა კრედიტების რაოდენობამ ეროვნულ ვალუტაში 8,84 მლრდ ლარი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით 2,27%-ით მეტია, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემულმა კრედიტებმა 15,21 მლრდ ლარი შეადგინა, რაც წინა თვის მაჩვენებელზე 5,19%-ით მეტია.მარტში რეზიდენტი საოჯახო მეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა გაიზარდა 2%-ით, ანუ 547,91 მლნ ლარით და, მიმდინარე წლის 1 აპრილის მდგომარეობით, 27,93 მლრდ ლარი შეადგინა.სესხების მთლიანი მოცულობის ლარიზაციის კოეფიციენტმა 55,2% შეადგინა, რაც 0,55 პროცენტული პუნქტით ნაკლებია 2024 წლის 1 მარტის მაჩვენებელზე.მიმდინარე წლის იანვრის მდგომარეობით, საქართველოში 17 კომერციული ბანკია, მათ შორის 15 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23406/77/234067746_83:0:1416:1000_1920x0_80_0_0_b2614327c99a96fb22373b5bf46cd5ce.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეროვნული ბანკი
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეროვნული ბანკი
ბანკების მიერ გაცემული კრედიტების მოცულობა მარტში შემცირდა
21:12 27.04.2024 (განახლებულია: 21:13 27.04.2024) საქართველოში 17 კომერციული ბანკია, მათ შორის 15 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.
თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული კრედიტების მოცულობა 2024 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით 1,54 მლრდ ლარით (2,94%) გაიზარდა და 1 აპრილისთვის 53,78 მილიარდი ლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის
მასალებში.
საანგარიშო პერიოდში კრედიტების მოცულობა ეროვნულ ვალუტაში 562,23 მილიონი ლარით (1,93%), ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა - 974,63 მილიონი ლარით (4,22%) გაიზარდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2024 წლის მარტის ბოლოს რეზიდენტ იურიდიულ პირებზე გაცემულმა კრედიტების რაოდენობამ ეროვნულ ვალუტაში 8,84 მლრდ ლარი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით 2,27%-ით მეტია, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემულმა კრედიტებმა 15,21 მლრდ ლარი შეადგინა, რაც წინა თვის მაჩვენებელზე 5,19%-ით მეტია.
მარტში რეზიდენტი საოჯახო მეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა გაიზარდა 2%-ით, ანუ 547,91 მლნ ლარით და, მიმდინარე წლის 1 აპრილის მდგომარეობით, 27,93 მლრდ ლარი შეადგინა.
სესხების მთლიანი მოცულობის ლარიზაციის კოეფიციენტმა 55,2% შეადგინა, რაც 0,55 პროცენტული პუნქტით ნაკლებია 2024 წლის 1 მარტის მაჩვენებელზე.
მიმდინარე წლის იანვრის მდგომარეობით, საქართველოში 17 კომერციული ბანკია, მათ შორის 15 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.