მოსაზრება: ამერიკული ATACMS კიევს ვერ უშველის

© AP Photo / Sgt. 1st Class Andrew Dickson
  - Sputnik საქართველო, 1920, 27.04.2024
გამოწერა
თეთრი სახლის გასაიდუმლოებული გადაწყვეტილება, მიაწოდოს კიევს ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტები ATACMS და ამ გეოპოლიტილური უგუნურობის აშშ-ს კონგრესის მხარდაჭერა არის ვაშინგტონის მრავალწლიანი უპასუხისმგებლობისა და დაუსჯელობის შედეგი. ერთ მუჭა შეპყრობილ „განსაკუთრებულ“ სულელს დასავლეთის ქვეყნები (925 მილიონი მოსახლეობით) მიჰყავს რუსეთთან სარაკეტო-ბირთვულ კონფლიქტში უცილებელ განადგურებისაკენ. ეს კურსი გარანტიაა აშშ-სა და ნატოს ისტორიის დასრულების.
ამ დღეებში ვაშინგტონმა ოფიციალურად გვაუწყა ურკაინის არმიისათვის 100 მეტი ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების ATACMS საიდუმლო მიწოდების შესახებ. ეს რაკეტები აპრილში უკვე ორჯერ იყო გამოყენებული რუსეთის ტერიტორიაზე განლაგებულ ობიექტებზე დარტყმებისათვის. ინსტრუქციის მაგივრად, ამერიკულ რთულ შეიარაღების სისტემებს, როგორც წესი, „თან ერთვიან“ პენტაგონის კომპტენტური სპეციალისტები და შემთხვევითი სულაც არ არის, რომ ვაშინგტონი უკრაინის არმიის ამერიკელი „სამხედრო მრჩევლების“ რაოდენოდას ზრდის.
ამერიკული პრესა „განმარტავს“, რომ ATACMSკიევს გადასცეს ყირიმზე და ყირიმის ხიდზე შეტევებისათვის. ეს გაგრძელებაა იმ სახიფათო ესკალაციისა, რომელიც 2014 წლიდან ვაშინგტონის ინიციატივით ევროპაში ვითარდება. მიზანია - „რუსეთის სტრატეგიული მარცხი ბრძოლის ველზე“. და ერთხელაც, მოსკოვი იძულებული გახდება, გამოიყენოს საფრთხეების წყაროების მიმართ (აშშ და ნატო) „უკიდურესი და იძულებითი ზომა“, რომელიც დეკლარირებულია რუსეთის ფედერაციის ბირთვულ დოქტრინაში.
თეთრი სახლი იკვებება ილუზიებით, თითქოს და 300 კმ სიშორის რაკეტები ATACMS მისცემენ კიევს ახალ იმპულსს ომისაკენ და აიძულებენ რუსეთს, უკან დაიხიოს. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ადრე განაცხადა: „ ATACMS შეხების ხაზზე სიტუაციას კარდინალურად ვერ შეცვლიან. ეს შეუძლებელია“.
რუსეთია სტრატეგია და დარყმები სულ უფრო მძიმე ხდება. უფრო ინტენსიურად იწვის უკრაინის არმიის დასავლური შეიარაღბის სასაწყობო ბაზები და ლოგისტიკური ცენტრები.
„სასაწაულებრივი იარაღი“ ძვირად დაუჯდბათ
მაღალი სიზუზტის ოპერატიულ-ტაქტიკური (ბალისტიკური) რაკეტის ATACMS დანიშნულებაა, გაანადგუროს სტაციონარული და მოძრავი მიზნები. მისი მაქსიმალური სიშორე - 300 კმ - ნატოსა და უკრაინის არმიას სასწაულს ვერ მოუტანს.
ATACMS - ის მოდიფირაციები, რომელიც 21-ე სუკუნეში იყი შექმნილი, გამოირჩევა გაცილებით უფრო მაღალი სიზუსტით.
მოძველებული კასეტური ვერსიის ATACMS-ის (160 კმ სიშორის) გაშვების ღირებულება 1,5 მილიონი დილარია. ასეთი რაკეტები კიევმა 2023 წლის შემოდგომაზე მიიღო. „ერთიანი“ საბრძოლო ნაწილიანი (300 კმ) მოდიფიკაცია კიდევ უფრო ძვირი ჯდება. მაგრამ ფულის რაოდენობა მთავარი არ არის. 61-მილიარდიან „პაკეტიდან“ უშუალოდ უკრაინული არმია 2024 წელს მიიღებს 13,8 მილიარდი დოლარის იარაღს. არის პრობლემები, რომელსაც ფულით ვერ გადაწყვეტ. ამერიკელმა სამხედრო ჩინოვნიკებმა უკრაინელები გააფრთხილეს, რომ ATACMS-ის მათი არსენალი დიდი არ არის და რაკეტები პენტაგონის სხვა პროექტებშიცაა მოთხოვნადი.
გაზეთი Washington Post აღნიშნავს: „დახმარების განახლება თავისთავად ვერ გადაწონის სიტუაციას კიევის სასარგებლოდ“. დასავლეთში არ არის გადაწყვეტილი საარტილერიო ჭურვების წარმოების არასაკმარისობა. პენტაგონისა და ნატოს არსენალები ცარიელია. Foreign Policy , ამერიკელ ჩინივნიკებზე დაყრდნობით, წერს: „უკრაინა ჭირვებს ვერ მიიღებს, მანამ, სანამ აშშ საკუთარ მარაგებს არ შეავსებს... პაუზა მომავალი წლის დასაწყისამდე გაგრძელდება“.
ევროკავშირის მიერ შეპირებული საბრძოლო მასალების (1,4 მილიონი ჭურვი) უკრაინის არმიას 2025 წლამდე არ მიეწოდება.
დასავლელი ექსპერტების ცნობით, წელს რუსეთი 4,5 მილიონ საარტილერიო ჭურვს აწარმოებს. ოპტიმისტები იმედოვნებენ, რომ 2025 წლის დასაწყისისათვის ამერიკული და ევროპული კომპანიები ჭურვების წარმოებას მნიშვნელოვნად გაზრდიან. კენტსის უნუვერსიტეტის ევროპული პოლიტიკის პროფესორს, რიჩარდ საკვას მიაჩნია, რომ აშშ-ს გადაწყვეტილება, კიევის რეჟიმს სამხედრო დახმარება გაუგრძელოს, „მხოლოდ გააგრძელებს უკრაინისა და ევროპის აგონიას“. გამოცემა The Telegraph პროგნოზით, „უკრაინას სულ ნახევარი წელიღა დარჩა, დასავლეთს არ სურს, ფული იხადოს კიდევ ერთ უკრაინულ კონტრშეტევაში“. ..
დასავლეთში სულ უფრო შიშობენ, რომ უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტი რაღაც უფრო დიდში შეიძლება, გადაიზარდოს.
მანამ, სანამ, ნატოს ქვეყნების დანაკარგები ძალიან მასშტაბური არ გახდება, პროქსი-ომი უკრაინაში გაგრძელდება. და ილუზიებს აქ ადგილი არ უნდა ჰქონდეს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0