https://sputnik-georgia.com/20240426/yofili-colis-dawra-da-misi-meurlis-mkvleloba-dakavebuls-sasamartlom-ganaceni-gamoutana-287562854.html
ყოფილი ცოლის დაჭრა და მისი მეუღლის მკვლელობა: სასამართლომ დაკავებულს განაჩენი გამოუტანა
ყოფილი ცოლის დაჭრა და მისი მეუღლის მკვლელობა: სასამართლომ დაკავებულს განაჩენი გამოუტანა
Sputnik საქართველო
46 წლის მამაკაცი სამართალდამცველებმა კახეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე გასული წლის ნოემბერში დააკავეს. 26.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-26T16:48+0400
2024-04-26T16:48+0400
2024-04-26T16:48+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
კახეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23527/97/235279775_0:112:2658:1607_1920x0_80_0_0_ce188782ec1bfcb3b88e798f5ab5729a.jpg
თბილისი, 26 აპრილი - Sputnik. კახეთში ყოფილი ცოლის დაჭრისთვის და მისი ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულს თელავის რაიონულმა სასამართლომ 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.46 წლის მამაკაცი, რომელიც წარსულში უკვე იყო ნასამართლევი, სამართალდამცველებმა კახეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე გასული წლის ნოემბერში დააკავეს. მას საგამოძიებო უწყება ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებოდა.შემთხვევა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში გასული წლის ნოემბერში მოხდა.სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული შეურაცხმყოფლად მიიჩნევდა მისი ყოფილი მეუღლის სხვა მამაკაცთან ქორწინებას, რის ნიადაგზეც, შეუწყნარებლობისა და შურისძიების მოტივით ორივე მათგანის მოკვლა განიზრახა.2023 წლის 28 ნოემბერს იგი შეიარაღებული მივიდა საგარეჯოს რაიონის სოფელ ქეშალოში, ყოფილი მეუღლისა და მისი ქმრის საცხოვრებელ სახლში, სადაც, მამაკაცის დედის თანდასწრებით, ცეცხლსასროლი იარაღით არაერთხელ ისროლა ცოლ-ქმრის მიმართულებით.მამაკაცი მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა, ბრალდებულის ყოფილი მეუღლის სიცოცხლის გადარჩენა კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შედეგად გახდა შესაძლებელი.თელავის რაიონულმა სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის და მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე ბრალდებული წარდგენილ ბრალდებაში სრულად ცნო დამნაშავედ.
საქართველო
კახეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23527/97/235279775_0:0:2143:1607_1920x0_80_0_0_6062ce3f83b6c111290e6a50ffffa19e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კახეთი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კახეთი
ყოფილი ცოლის დაჭრა და მისი მეუღლის მკვლელობა: სასამართლომ დაკავებულს განაჩენი გამოუტანა
46 წლის მამაკაცი სამართალდამცველებმა კახეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე გასული წლის ნოემბერში დააკავეს.
თბილისი, 26 აპრილი - Sputnik. კახეთში ყოფილი ცოლის დაჭრისთვის და მისი ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულს თელავის რაიონულმა სასამართლომ 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
46 წლის მამაკაცი, რომელიც წარსულში უკვე იყო ნასამართლევი, სამართალდამცველებმა კახეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე გასული წლის ნოემბერში დააკავეს. მას საგამოძიებო უწყება ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებოდა.
შემთხვევა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში გასული წლის ნოემბერში მოხდა.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული შეურაცხმყოფლად მიიჩნევდა მისი ყოფილი მეუღლის სხვა მამაკაცთან ქორწინებას, რის ნიადაგზეც, შეუწყნარებლობისა და შურისძიების მოტივით ორივე მათგანის მოკვლა განიზრახა.
2023 წლის 28 ნოემბერს იგი შეიარაღებული მივიდა საგარეჯოს რაიონის სოფელ ქეშალოში, ყოფილი მეუღლისა და მისი ქმრის საცხოვრებელ სახლში, სადაც, მამაკაცის დედის თანდასწრებით, ცეცხლსასროლი იარაღით არაერთხელ ისროლა ცოლ-ქმრის მიმართულებით.
მამაკაცი მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა, ბრალდებულის ყოფილი მეუღლის სიცოცხლის გადარჩენა კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შედეგად გახდა შესაძლებელი.
თელავის რაიონულმა სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის და მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე ბრალდებული წარდგენილ ბრალდებაში სრულად ცნო დამნაშავედ.