რატომ იკლებს საქართველოს საგარეო ვაჭრობა? - ანალიტიკოსის თვალსაზრისი

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliბათუმის პორტი
ბათუმის პორტი - Sputnik საქართველო, 1920, 26.04.2024
გამოწერა
წელს იმპორტი ექსპორტზე მეტად შემცირდა და ქვეყანამ გააუმჯობესა სავაჭრო დეფიციტი, ამბობს ექსპერტი
თბილისი, 26 აპრილი – Sputnik. 2024 წლის მარტში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის შემცირება 2023 წლის საგარეო ვაჭრობის მაღალი მაჩვენებლებით იყო განპირობებული, განაცხადა Galt&Taggart-ის ეკონომისტმა ლაშა ქავთარაძემ.
„საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2024 წლის იანვარ-მარტში 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6,5%-ით შემცირდა და 4,7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 3,4 მლრდ დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განხორციელდა – 2023 წლის იანვარ-მარტთან შედარებით 5,3%-ით ნაკლები.
ექსპორტმა 1,3 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9,3%-ით ნაკლებია.
„მარტში ჩვენ გვქონდა ექსპორტისა და იმპორტის, ორივეს შემცირება და ეს ძირითადად იხსნება იმით, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ბაზა იყო მაღალი. თუმცა, თუ შევხედავთ ჩვენ ნომინალში მოცულობებს, საკმაოდ მაღალია მაჩვენებლები“, - განაცხადა ქავთარაძემ მედიაპლატფორმა BMG-ს ეთერში.
მისი თქმით, მიმდინარე წელს უფრო მეტად შემცირდა იმპორტი, ვიდრე ექსპორტი, და გაუმჯობესდა სავაჭრო დეფიციტში.
„2023 და 2024 წლის პირველ კვარტლებს თუ შევადარებთ, გაუმჯობესება ჯამურადაც გვაქვს. რაც ნიშნავს იმას, რომ წელს, ნაკლები უცხოური ვალუტა გავიდა ჩვენგან, ვიდრე ეს გასულ წელს მოხდა. ფაქტობრივად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს დანაზოგიც კია, სხვანაირად თუ შევხედავთ", - განაცხადა ლაშა ქავთარაძემ.
ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ავტომობილების იმპორტის შემცირებას მომდევნო თვეებში გავლენა ექნება ექსპორტის მაჩვენებლებზე.
„მარტში იმპორტის შემცირება ავტომობილებით იყო განპირობებული, რაც ვფიქრობთ, რომ მომდევნო თვეებში ავტომობილების ექსპორტზე ოდნავ გავლენას იქონიებს. ახლა რა ექსპორტიც ხორციელდება ავტომობილებზე ნაშთები იყო, მაგრამ რადგან ახლა ვხედავთ იმპორტის შენელებას, ექსპორტზე შესაძლოა ჰქონდეს მომდევნო პერიოდში გავლენა", - ამბობს ქავთარაძე.
2024 წლის პირველ კვარტალში საქართველომ 443,8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი განახორციელა, 7,8%-ით მეტი 2023 წლის იანვარ-მარტის მაჩვენებელზე, იმპორტი 31,3%-ით შემცირდა და 486,6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0