https://sputnik-georgia.com/20240425/ramden-adamians-saqartvelosi-ar-aqvs-pasporti-da-pradobis-mowmoba-287550409.html
რამდენ ადამიანს საქართველოში არ აქვს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი
რამდენ ადამიანს საქართველოში არ აქვს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი
Sputnik საქართველო
ელექტრონული პირადობის მოწმობა 3 მილიონ მოქალაქეს აქვს, ხოლო არაელექტრონული მოწმობა 210,2 ათასს. 25.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-25T20:21+0400
2024-04-25T20:21+0400
2024-04-25T20:21+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
სოციალური სფერო საქართველოში
საქართველოს პასპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23854/95/238549551_0:39:2000:1164_1920x0_80_0_0_7f8ad4df8f03b72bda1ed40297a3a9cc.jpg
თბილისი, 25 აპრილი – Sputnik. საჯარო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, საქართველოს 169.531 სრულწლოვანი მოქალაქე პირადობის მოწმობისა და პასპორტის გარეშე ცხოვრობს.უწყების ინფორმაციით, ელექტრონული პირადობის მოწმობა აქვს 3 მილიონ მოქალაქეს, არაელექტრონული მოწმობა კი 210,2 ათასს.საქართველოს მოქალაქის პასპორტი კი 402,4 ათას მოქალაქეს აქვს, რომლებსაც არ გააჩნიათ პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი.ყველა მოწმობა, რომლებიც მოქალაქეებმა და ბინადრობის მოწმობის მქონე პირებმა მიიღეს ახალი ტიპის პირადობის მოწმობების (ID-ბარათის) გაცემის დაწყებამდე, 2011 წლის 28 ივლისამდე, მოქმედებას შეწყვეტს 2024 წლის 1 ივლისიდან. იუსტიციის სახლებმა ელექტრონული პირადობის მოწმობების უფასო გაცემის პროცესი უკვე დაიწყო.სააგენტოს მონაცემებით, 2011 წლის 28 ივლისის შემდეგ გაცემული მოწმობებიდან სულ მოქმედია 197 პირადობის მოწმობა.ძველი ტიპის პირადობის მოწმობის მფლობელები 15 მარტიდან უსასყიდლოდ შეძლებენ თავიანთი პირადობის მოწმობის ID-ბარათით შეცვლას, ნათქვამია სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ინფორმაციაში.2019 წელს ელექტრონული პირადობის მოწმობების მოწინააღმდეგეებმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი მოიგეს და მათზე ჩვეულებრივი პირადობის მოწმობები გაიცემა, თუ მოქალაქე, რომელიც საკუთარი შეხედულებების გამო უარს ამბობს ID-ბარათზე, წარადგენს ქრისტიანული რელიგიის მიმდევრობის დამადასტურებულ დოკუმენტს.ID-ბარათით შესაძლებელია ინტერნეტის საშუალებით, დისტანციურად პირის იდენტიფიცირება. გარდა ამისა, ის ციფრული ხელმოწერის გაკეთების შესაძლებლობას იძლევა ელექტრონულ დოკუმენტებზე, რომლებსაც იურიდიული ძალა აქვს საქართველოში, გარდა ამისა, შესაძლებელს ხდის თურქეთსა და სომხეთში, ასევე უკრაინაში თვითმფრინავით ვიზიტისას დამატებითი დოკუმენტაციის გარეშე გამგზავრებას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23854/95/238549551_0:0:1780:1335_1920x0_80_0_0_53e8f5347fe0b227deb8abe03c749776.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში, საქართველოს პასპორტი
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში, საქართველოს პასპორტი
რამდენ ადამიანს საქართველოში არ აქვს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი
ელექტრონული პირადობის მოწმობა 3 მილიონ მოქალაქეს აქვს, ხოლო არაელექტრონული მოწმობა 210,2 ათასს.
თბილისი, 25 აპრილი – Sputnik. საჯარო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, საქართველოს 169.531 სრულწლოვანი მოქალაქე პირადობის მოწმობისა და პასპორტის გარეშე ცხოვრობს.
უწყების ინფორმაციით, ელექტრონული პირადობის მოწმობა აქვს 3 მილიონ მოქალაქეს, არაელექტრონული მოწმობა კი 210,2 ათასს.
საქართველოს მოქალაქის პასპორტი კი 402,4 ათას მოქალაქეს აქვს, რომლებსაც არ გააჩნიათ პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი.
ყველა მოწმობა, რომლებიც მოქალაქეებმა და ბინადრობის მოწმობის მქონე პირებმა მიიღეს ახალი ტიპის პირადობის მოწმობების (ID-ბარათის) გაცემის დაწყებამდე, 2011 წლის 28 ივლისამდე, მოქმედებას შეწყვეტს 2024 წლის 1 ივლისიდან. იუსტიციის სახლებმა ელექტრონული პირადობის მოწმობების უფასო გაცემის პროცესი უკვე დაიწყო.
სააგენტოს მონაცემებით, 2011 წლის 28 ივლისის შემდეგ გაცემული მოწმობებიდან სულ მოქმედია 197 პირადობის მოწმობა.
ძველი ტიპის პირადობის მოწმობის მფლობელები 15 მარტიდან უსასყიდლოდ შეძლებენ თავიანთი პირადობის მოწმობის ID-ბარათით შეცვლას, ნათქვამია სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ინფორმაციაში.
2019 წელს ელექტრონული პირადობის მოწმობების მოწინააღმდეგეებმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი მოიგეს და მათზე ჩვეულებრივი პირადობის მოწმობები გაიცემა, თუ მოქალაქე, რომელიც საკუთარი შეხედულებების გამო უარს ამბობს ID-ბარათზე, წარადგენს ქრისტიანული რელიგიის მიმდევრობის დამადასტურებულ დოკუმენტს.
ID-ბარათით შესაძლებელია ინტერნეტის საშუალებით, დისტანციურად პირის იდენტიფიცირება. გარდა ამისა, ის ციფრული ხელმოწერის გაკეთების შესაძლებლობას იძლევა ელექტრონულ დოკუმენტებზე, რომლებსაც იურიდიული ძალა აქვს საქართველოში, გარდა ამისა, შესაძლებელს ხდის თურქეთსა და სომხეთში, ასევე უკრაინაში თვითმფრინავით ვიზიტისას დამატებითი დოკუმენტაციის გარეშე გამგზავრებას.