https://sputnik-georgia.com/20240425/evroparlamentma-saqartvelos-sesaxeb-kritkuli-rezolucia-miiro-287548217.html
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
Sputnik საქართველო
რეზოლუციას მხარი 425-მა დეპუტატმა დაუჭირა, 5 წინააღმდეგი იყო 25.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-25T17:43+0400
2024-04-25T17:43+0400
2024-04-25T17:43+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ევროპარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/10/271382768_0:148:3115:1900_1920x0_80_0_0_7a149062587a3a4590b8baee38107585.jpg
თბილისი, 25 აპრილი – Sputnik. ევროპარლამენტის წევრებმა მიიღეს რეზოლუცია საქართველოს შესახებ, რომელიც აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლების განზრახვას „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონის მიღების შესახებ.დოკუმენტს მხარი 425-მა ევროდეპუტატმა დაუჭირა, 5 წინააღმდეგი იყო. რეზოლუცია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისა და იმ დეპუტატების დასანქცირებას გულისხმობს, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს დაუჭერენ მხარს.გარდა ამისა, ევროპარლამენტში გაკეთდა განცხადებები საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, ასევე იყო მუქარები საკამათო კანონპროექტის მიღების შემთხვევაში ევროკავშირის ფინანსური დახმარების შეწყვეტის შესახებ.პაპუაშვილმა ევროპარლამენტარების ბრალდებებს მწვავედ უპასუხა>>საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი, რომელიც უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს ავალდებულებს დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და შეავსონ წლიური დეკლარაციები, პირველი მოსმენით 17 აპრილს მიიღო.წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ მწკრივში აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. ისინი ამ კანონს „რუსულს“ უწოდებენ და 15 აპრილიდან მასშტაბურ საპროტესტო აქციებს მართავენ.საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ როგორც ხელისუფლების ოპონენტები, პრეზიდენტი, ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები.სადავო კანონპროექტიკანონპროექტი ითვალისწინებს მხოლოდ უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეგისტრაციას და მათი დაფინანსების გამჭვირვალობას. მათ საქმიანობაზე არანაირი შეზღუდვა არ არსებობს.უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ის იურიდიული პირი, რომლის წლიური შემოსავლის 20%-ის წყარო „უცხო ძალაა“.თუ ორგანიზაცია აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს, მან თავად უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს რეგისტრაციისთვის. პროცედურა იქნება უფასო.სუბიექტები, რომლებიც დარეგისტრირებული არიან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეესტრში, კანონპროექტის თანახმად, ყოველ იანვარში ვალდებული იქნებიან ელექტრონულად შეავსონ წინა წლის ფინანსური დეკლარაცია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/10/271382768_192:0:2923:2048_1920x0_80_0_0_96f38529ef6a03a2dafa67ba82462a5a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ევროპარლამენტი
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ევროპარლამენტი
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რეზოლუციას მხარი 425-მა დეპუტატმა დაუჭირა, 5 წინააღმდეგი იყო
თბილისი, 25 აპრილი – Sputnik. ევროპარლამენტის წევრებმა მიიღეს რეზოლუცია საქართველოს შესახებ, რომელიც აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლების განზრახვას „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონის მიღების შესახებ.
დოკუმენტს მხარი 425-მა ევროდეპუტატმა დაუჭირა, 5 წინააღმდეგი იყო. რეზოლუცია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისა და იმ დეპუტატების დასანქცირებას გულისხმობს, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს დაუჭერენ მხარს.
გარდა ამისა, ევროპარლამენტში გაკეთდა განცხადებები საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, ასევე იყო მუქარები საკამათო კანონპროექტის მიღების შემთხვევაში ევროკავშირის ფინანსური დახმარების შეწყვეტის შესახებ.
საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი, რომელიც უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს ავალდებულებს დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და შეავსონ წლიური დეკლარაციები, პირველი მოსმენით 17 აპრილს მიიღო.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ მწკრივში აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. ისინი ამ კანონს „რუსულს“ უწოდებენ და 15 აპრილიდან მასშტაბურ საპროტესტო აქციებს მართავენ.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.
კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ როგორც ხელისუფლების ოპონენტები, პრეზიდენტი, ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები.
კანონპროექტი ითვალისწინებს მხოლოდ უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეგისტრაციას და მათი დაფინანსების გამჭვირვალობას. მათ საქმიანობაზე არანაირი შეზღუდვა არ არსებობს.
უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ის იურიდიული პირი, რომლის წლიური შემოსავლის 20%-ის წყარო „უცხო ძალაა“.
თუ ორგანიზაცია აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს, მან თავად უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს რეგისტრაციისთვის. პროცედურა იქნება უფასო.
სუბიექტები, რომლებიც დარეგისტრირებული არიან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეესტრში, კანონპროექტის თანახმად, ყოველ იანვარში ვალდებული იქნებიან ელექტრონულად შეავსონ წინა წლის ფინანსური დეკლარაცია.