https://sputnik-georgia.com/20240424/vitareba-rabotinoshi-287535072.html
მოსაზრება: რატომ წვავს უკრაინის გენშტაბი რეზერვებს რაბოტინოში
მოსაზრება: რატომ წვავს უკრაინის გენშტაბი რეზერვებს რაბოტინოში
Sputnik საქართველო
ვაშინგტონის გადაწყვეტილებამ კიევის რეჟიმისათვის დახმარების გამოყოფის თაობაზე, თითქოს „გამოაცოცხლა“ უკრაინის არმია. უკრაინის სარდლობა ისევ გეგმავს კონტრშეტევას... 24.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-24T18:26+0400
2024-04-24T18:26+0400
2024-04-24T18:26+0400
მოსაზრება
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/17/287518705_0:163:2470:1552_1920x0_80_0_0_89bf9243206ad91dbe9674fa1fc0ae96.jpg
ვაშინგტონის გადაწყვეტილებამ კიევის რეჟიმისათვის დახმარების გამოყოფის თაობაზე, თითქოს „გამოაცოცხლა“ უკრაინის არმია. უკრაინის სარდლობა ისევ გეგმავს კონტრშეტევას და მასობრივ მსხვერპლშეწირვას ამზადებს.ზოგიერთი მედიასაშუალების მონაცემებით, სარდლობა გეგმავს, ზაპოროჟიეს სოფელ რაბოტინოში რეზერვების გადასროლას იმისათვის, რომ ყირიმზე ახალ კონტრშეტევამდე შეინარჩუნოს იქ პოზიციები, თუნდაც უკრაინელი სამხედროების მასობრივი დაკარგვის ფასად. კიეველი მარიონეტებისგან ვაშინგტონი აქტიურ შეტევით ქმედებებს ითხოვს, ოპტიმალურად - აშშ-ში 2024 წლის შემოდგომის საპრეზიდენტო არჩევნებამდე. აშშ-ს კონგრესის მიერ დამტკიცებული 61 მილიარდიანი „უკრაინული პაკეტი“ მიმართულია, ძირითადად, პენტაგონის არსენალების შევსებაზე. შეიარაღებისა და თავდაცვითი მომსახურების შესყიდვისათვის გათვალისწინებულია 13,8 მილიარდი დოლარი. ნაღდ ფულს - ჩინოვნიკებისა და საბიუჯეტო ორგანიზაციების ხელფასებისათვის - კიევი სულ რაღაც 7,8 მილიარდ დოლარს მიიღებს. ამ დროს, უკრაინის ბიუჯეტი 20 მილიარდ დოლარზე მეტს შეადგენს.ამერიკელი პოლიტიკოსებისა და სტრატეგების ჩანაფიქრით, აპრილის ტრანში უკრაინულ არმიას საშუალებას მისცემს, თავდაცვით მდგომარეობაში, როგორც მინიმუმ, 2024 წლის ბოლომდე გაძლოს და ყირიმზე ახალი შეტევისათვის მოემზადოს. მობილიზაციის მკაცრი ფორმატი მიბმულია აშშ-ს დახმარებაზე და უნდა მოიცვას აგრეთვე უკრაინელი ლტოლვილები ევროკავშირის ქვეყნებში. ამერიკული კრედიტის დაბრუნება უკრაინელებს მოუწევთ ფულით და ასი ათასობით დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცებით...რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ აღნიშნა: რუსმა სამხედროებმა გააქარწყლეს მითი დასავლური შეიარაღების შესახებ. უკრაინული არმიის დანაკარგებმა, სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან, 500 ათას სამხედროს შეადგენს. რუსეთის ჯარების მაღალი საბრძოლო პოტენციალი საშუალებას იძლევა, მოწინააღმდეგეზე მუდმივად განახორციელოს ცეცხლით ზეწოლა...არაჰიბრიდული ფიასკორუსეთის ჯარებმა გაანადგურეს უკრაინული ჰაერსაწინააღმდეგო ელემენტები კიევში და საპორტო ინფრასტრუქტურა, რომელიც გამზადებული იყო დასავლური იარაღის მიღებისათვის ოდესაში და ოდესის ოლქში. დარტყმების სერის განხორციელდა მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის განთავსების პუნქტებზე დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე ხერსონის ოლქში. განადგურებულია სამხედრო საწარმო კრივოი როგში და ხარკოვის ტელეანძა, სადაც განთავსებული იყო უკრაინული არმიის კავშირგაბმულობისა და დაზვერვის აღჭურვილობა.უკრაინული პრობლემები ფრონტზე ღრმავდება, ჯარების საბრძოლო სულისკვეთება კი - ეცემა. უკრაინული შეიარაღებული ძალების ბრიგადები სულ უფრო ხშირად, თვითნებურად იხევენ უკან, ქვედანაყოფები ტყვედ ბარდებიან. ამ ფონზე ვლადიმირ ზელენსკიმ აუწყა ამერიკელ „ინვესტორებს“, რომ გამოყოფილი თანხები დაეხმარება თავდაცვის გაძლიერებაში და არმიის შეტევისათვის მომზადებაში.მეორეს მხრივ, ამრიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა განაცხადა: „ თუ თქვენ უკრაინას დათმობთ, გაჩნდება ტაივანიც, იმიტომ რომ ჩინეთი აკვირდება იმას, თუ რას ვაკეთებთ ჩვენ“. ეს სიტყვები, თუ ფროიდის სწავლებას მოვიშველიებთ, იმაზე მიმანიშნებელია, რომ გრემი უკრაინას რუსეთის ნაწილად აღიარებს.ამერიკული დახმარების ახალი პაკეტი ვერ შეძლებს დაეხმაროს უკრაინას რუსეთის აქტიური შეტევის შეჩერებაში. დასავლეთის რესურსები და ძალაუფლება შეზღუდულია.The New York Times წერს: „ ამერიკული წარმოება ამჟამად ვერ ეწევა რუსეთის იარაღის წარმოებას... რუსეთისათვის ამ ომს გაცილებით უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე დასავლეთისთვის და რუსეთი მისთვის სულ უფრო მეტ რესურსებს გამოყოფს“...რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/17/287518705_93:0:2378:1714_1920x0_80_0_0_ff582820358cabe27ef964b7be6aa123.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
მოსაზრება, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
მოსაზრება, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
ვაშინგტონის გადაწყვეტილებამ კიევის რეჟიმისათვის დახმარების გამოყოფის თაობაზე, თითქოს „გამოაცოცხლა“ უკრაინის არმია. უკრაინის სარდლობა ისევ გეგმავს კონტრშეტევას და მასობრივ მსხვერპლშეწირვას ამზადებს.
ზოგიერთი მედიასაშუალების მონაცემებით, სარდლობა გეგმავს, ზაპოროჟიეს სოფელ რაბოტინოში რეზერვების გადასროლას იმისათვის, რომ ყირიმზე ახალ კონტრშეტევამდე შეინარჩუნოს იქ პოზიციები, თუნდაც უკრაინელი სამხედროების მასობრივი დაკარგვის ფასად. კიეველი მარიონეტებისგან ვაშინგტონი აქტიურ შეტევით ქმედებებს ითხოვს, ოპტიმალურად - აშშ-ში 2024 წლის შემოდგომის საპრეზიდენტო არჩევნებამდე.
აშშ-ს კონგრესის მიერ დამტკიცებული 61 მილიარდიანი „უკრაინული პაკეტი“ მიმართულია, ძირითადად, პენტაგონის არსენალების შევსებაზე. შეიარაღებისა და თავდაცვითი მომსახურების შესყიდვისათვის გათვალისწინებულია 13,8 მილიარდი დოლარი. ნაღდ ფულს - ჩინოვნიკებისა და საბიუჯეტო ორგანიზაციების ხელფასებისათვის - კიევი სულ რაღაც 7,8 მილიარდ დოლარს მიიღებს. ამ დროს, უკრაინის ბიუჯეტი 20 მილიარდ დოლარზე მეტს შეადგენს.
ამერიკელი პოლიტიკოსებისა და სტრატეგების ჩანაფიქრით, აპრილის ტრანში უკრაინულ არმიას საშუალებას მისცემს, თავდაცვით მდგომარეობაში, როგორც მინიმუმ, 2024 წლის ბოლომდე გაძლოს და ყირიმზე ახალი შეტევისათვის მოემზადოს. მობილიზაციის მკაცრი ფორმატი მიბმულია აშშ-ს დახმარებაზე და უნდა მოიცვას აგრეთვე უკრაინელი ლტოლვილები ევროკავშირის ქვეყნებში. ამერიკული კრედიტის დაბრუნება უკრაინელებს მოუწევთ ფულით და ასი ათასობით დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცებით...
რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ აღნიშნა: რუსმა სამხედროებმა გააქარწყლეს მითი დასავლური შეიარაღების შესახებ. უკრაინული არმიის დანაკარგებმა, სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან, 500 ათას სამხედროს შეადგენს. რუსეთის ჯარების მაღალი საბრძოლო პოტენციალი საშუალებას იძლევა, მოწინააღმდეგეზე მუდმივად განახორციელოს ცეცხლით ზეწოლა...
რუსეთის ჯარებმა გაანადგურეს უკრაინული ჰაერსაწინააღმდეგო ელემენტები კიევში და საპორტო ინფრასტრუქტურა, რომელიც გამზადებული იყო დასავლური იარაღის მიღებისათვის ოდესაში და ოდესის ოლქში. დარტყმების სერის განხორციელდა მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის განთავსების პუნქტებზე დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე ხერსონის ოლქში. განადგურებულია სამხედრო საწარმო კრივოი როგში და ხარკოვის ტელეანძა, სადაც განთავსებული იყო უკრაინული არმიის კავშირგაბმულობისა და დაზვერვის აღჭურვილობა.
უკრაინული პრობლემები ფრონტზე ღრმავდება, ჯარების საბრძოლო სულისკვეთება კი - ეცემა. უკრაინული შეიარაღებული ძალების ბრიგადები სულ უფრო ხშირად, თვითნებურად იხევენ უკან, ქვედანაყოფები ტყვედ ბარდებიან. ამ ფონზე ვლადიმირ ზელენსკიმ აუწყა ამერიკელ „ინვესტორებს“, რომ გამოყოფილი თანხები დაეხმარება თავდაცვის გაძლიერებაში და არმიის შეტევისათვის მომზადებაში.
მეორეს მხრივ, ამრიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა განაცხადა: „ თუ თქვენ უკრაინას დათმობთ, გაჩნდება ტაივანიც, იმიტომ რომ ჩინეთი აკვირდება იმას, თუ რას ვაკეთებთ ჩვენ“. ეს სიტყვები, თუ ფროიდის სწავლებას მოვიშველიებთ, იმაზე მიმანიშნებელია, რომ გრემი უკრაინას რუსეთის ნაწილად აღიარებს.
ამერიკული დახმარების ახალი პაკეტი ვერ შეძლებს დაეხმაროს უკრაინას რუსეთის აქტიური შეტევის შეჩერებაში. დასავლეთის რესურსები და ძალაუფლება შეზღუდულია.
The New York Times წერს: „ ამერიკული წარმოება ამჟამად ვერ ეწევა რუსეთის იარაღის წარმოებას... რუსეთისათვის ამ ომს გაცილებით უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე დასავლეთისთვის და რუსეთი მისთვის სულ უფრო მეტ რესურსებს გამოყოფს“...
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე