https://sputnik-georgia.com/20240424/tbilisshi-axali-binebis-fasi-kvlav-izrdeba-287522424.html
ახალი ბინების ფასები თბილისში იზრდება - ახალი სტატისტიკა
ახალი ბინების ფასები თბილისში იზრდება - ახალი სტატისტიკა
Sputnik საქართველო
2024 წლის პირველ კვარტალში ერთი კვადრატული მეტრი ე.წ. შავი კარკასის საშუალო ფასი ახლად აშენებულ კორპუსებში 2.849 ლარს შეადგენდა. 24.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-24T11:00+0400
2024-04-24T11:00+0400
2024-04-24T11:00+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საქსტატი
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24847/47/248474782_0:156:3000:1844_1920x0_80_0_0_277f53b794e7c2a6197deec8d13de64d.jpg
თბილისი, 24აპრილი — Sputnik. თბილისში ახალ საცხოვრებელ ბინებზე ფასების წლიური ინდექსი 2024 წლის პირველ კვარტალში 13%-ით გაიზარდა, ხოლო 2023 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით ფასები 1,1%-ით გაიზარდა, იუწყება სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი".საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე ფასების ინდექსი ფასების დინამიკას ასახავს და მოიცავს ახლად აშენებულ და მშენებარე უძრავ ქონებას თბილისში.2020 წლის საშუალო წლიურ მაჩვენებელთან შედარებით, თბილისში ახალ საცხოვრებელ ბინებზე ფასების წლიური ინდექსი პირველ კვარტალში 41,3%-ით გაიზარდა.„საქსტატის" მონაცემებით, ახალაშენებული ბინების ფასების ზრდამ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, გასული წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით 1,2% შეადგინა, ხოლო 2023 წლის პირველ კვარტალთან შედარებით - 12,9%.თბილისში ახალაშენებულ კერძო სახლებზე ფასები 2024 წლის პირველ კვარტალში, 2023 წლის მესოთხე კვარტალთან შედარებით, 0,7%-ით გაიზარდა, ხოლო 2023 წლის პირველ კვარტალთან შედარებით – 13,3%-ით.„საქსტატის" კვლევის თანახმად, 2024 წლის პირველ კვარტალში ერთი კვადრატული მეტრის საშუალო ფასი ახლად აშენებულ კორპუსებში შეადგენს: ე.წ. შავი კარკასი – 2.849 ლარს, თეთრი კარკასი – 3.289 ლარს, მწვანე კარკასი – 3.738 ლარს. 2023 წლის პირველ კვარტალში ფასები ასეთი იყო: შავი კარკასი – 2.474 ლარი, თეთრი – 2.821, მწვანე – 3.284 ლარი.ფასების ინდექსი მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის მნიშვნელოვანი ინდიკატორია და მას უმეტესად საქართველოს ეროვნული ბანკი და კერძო დეველოპერები იყენებენ.ის, ერთი მხრივ, ემსახურება უძრავი ქონების განვითარებისა და ბაზრის რისკების შეფასებას, ხოლო მეორე მხრივ – უძრავი ქონების ბაზარსა და ფინანსურ სტაბილურობასთან კავშირების დადგენასა და შეფასებას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24847/47/248474782_167:0:2834:2000_1920x0_80_0_0_a7d3621293a4f8ba116a1b5fa2d4c91a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქსტატი, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქსტატი, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
ახალი ბინების ფასები თბილისში იზრდება - ახალი სტატისტიკა
2024 წლის პირველ კვარტალში ერთი კვადრატული მეტრი ე.წ. შავი კარკასის საშუალო ფასი ახლად აშენებულ კორპუსებში 2.849 ლარს შეადგენდა.
თბილისი, 24აპრილი — Sputnik. თბილისში ახალ საცხოვრებელ ბინებზე ფასების წლიური ინდექსი 2024 წლის პირველ კვარტალში 13%-ით გაიზარდა, ხოლო 2023 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით ფასები 1,1%-ით გაიზარდა, იუწყება სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი".
საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე ფასების ინდექსი ფასების დინამიკას ასახავს და მოიცავს ახლად აშენებულ და მშენებარე უძრავ ქონებას თბილისში.
2020 წლის საშუალო წლიურ მაჩვენებელთან შედარებით, თბილისში ახალ საცხოვრებელ ბინებზე ფასების წლიური ინდექსი პირველ კვარტალში 41,3%-ით გაიზარდა.
„საქსტატის" მონაცემებით, ახალაშენებული ბინების ფასების ზრდამ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, გასული წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით 1,2% შეადგინა, ხოლო 2023 წლის პირველ კვარტალთან შედარებით - 12,9%.
ბინების ფასები ახალაშენებულ კორპუსებში
რაიონი | კვადრატული მეტრის საშუალო ღირებულება, ლარი |
მთაწმინდა | 5 578 |
ვაკე | 4 866 |
საბურთალო | 3 837 |
კრწანისი | 3 585 |
ჩუღურეთი | 3 473 |
დიდუბე | 3 446 |
ნაძალადევი | 3 383 |
ისანი | 3 338 |
გლდანი | 3 200 |
სამგორი | 3 041 |
თბილისში ახალაშენებულ კერძო სახლებზე ფასები 2024 წლის პირველ კვარტალში, 2023 წლის მესოთხე კვარტალთან შედარებით, 0,7%-ით გაიზარდა, ხოლო 2023 წლის პირველ კვარტალთან შედარებით – 13,3%-ით.
ახალაშენებული კერძო სახლების ფასი თბილისში
რაიონი | კვადრატული მეტრის საშუალო მაჩვენებელი, ლარი |
მთაწმინდა | 4 250 |
ვაკე | 3 080 |
საბურთალო | 3 044 |
დიდუბე | 3 010 |
ჩუღურეთი | 2 766 |
კრწანისი | 2 668 |
ისანი | 2 514 |
ნაძალადევი | 2 259 |
სამგორი | 2 175 |
გლდანი | 2 036 |
„საქსტატის" კვლევის თანახმად, 2024 წლის პირველ კვარტალში ერთი კვადრატული მეტრის საშუალო ფასი ახლად აშენებულ კორპუსებში შეადგენს: ე.წ. შავი კარკასი – 2.849 ლარს, თეთრი კარკასი – 3.289 ლარს, მწვანე კარკასი – 3.738 ლარს. 2023 წლის პირველ კვარტალში ფასები ასეთი იყო: შავი კარკასი – 2.474 ლარი, თეთრი – 2.821, მწვანე – 3.284 ლარი.
ფასების ინდექსი მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის მნიშვნელოვანი ინდიკატორია და მას უმეტესად საქართველოს ეროვნული ბანკი და კერძო დეველოპერები იყენებენ.
ის, ერთი მხრივ, ემსახურება უძრავი ქონების განვითარებისა და ბაზრის რისკების შეფასებას, ხოლო მეორე მხრივ – უძრავი ქონების ბაზარსა და ფინანსურ სტაბილურობასთან კავშირების დადგენასა და შეფასებას.