საქართველოში პირველი მოტივტივე მზის ელექტროსადგური გაიხსნა

© Courtesy of USAID/Georgia Первая в Грузии плавучая солнечная электростанцию
Первая в Грузии плавучая солнечная электростанцию  - Sputnik საქართველო, 1920, 24.04.2024
გამოწერა
მოტივტივე მზის ენერგია - ელექტროენერგიის გამომუშავების ეკოლოგიურად სუფთა მეთოდია
თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერაში 216 კვტ. სიმძლავრის პირველი მოტივტივე მზის ელექტროსადგური გაიხსნა.
საპილოტე პროექტი ყოველწლიურად 300 ათას კვტ/სთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, რაც ყოველწლიურად დაახლოებით 32,4 ათასი აშშ დოლარის დანაზოგს უზრუნველყოფს. შედეგად, „აგრო იმპექსის“ ქსელური ელექტროენერგიის მოხმარება 38%-ით შემცირდება.
216 კვტ. სიმძლავრის მოტივტივე მზის ელექტროსადგური, სათბურის აირების წლიურ გაფრქვევას 31,200 კგ CO2 ექვივალენტით შეამცირებს.
პროექტის საერთო საინვესტიციო ღირებულება 177 ათას აშშ დოლარს შეადგენს. მათ შორის, USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის თანამონაწილეობა 48%, ანუ 85 ათასი დოლარია, ხოლო „აგრო იმპექსის“ მიერ, TBC ბანკის აგროსესხის მეშვეობით, დაფინანსდა პროექტის 52%, რაც 92 ათასი დოლარის ეკვივალენტია.
ყველა ახალი ამბავი
0