სააღდგომოდ მატარებლების რეისების რაოდენობა იზრდება

© photo: Sputnikთბილისი-ბათუმის ჩქაროსნული მატარებელი
თბილისი-ბათუმის ჩქაროსნული მატარებელი - Sputnik საქართველო, 1920, 24.04.2024
გამოწერა
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული წელს 5 მაისს აღინიშნება.
თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით „საქართველოს რკინიგზამ“ ბათუმისა და ფოთის მიმართულებით დამატებითი რეისები დაამატა, ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
2, 3, 4 და 6 მაისის პერიოდში თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მატარებელი 10:25 საათზე გავა. ბათუმიდან კი დედაქალაქის მიმართულებით 17:20 საათზე გამოვა. ბათუმში კიდევ ერთი დამატებითი რეისი იმოძრავებს - მატარებელი 1-6 მაისის პერიოდში ბათუმის მიმართულებით 00:30 საათზე გავა, ბათუმიდან თბილისში კი 00:15 საათზე.
დამატებითი რეისი დაინიშნა ფოთის მიმართულებითაც, რომელიც თბილისიდან 08:40 საათზე გავა, ფოთიდან კი 16:10 საათზე გამოვა.
მატარებლის ბილეთების შეძენა შესაძლებელია „საქართველოს რკინიგზის" სალაროებში, სწრაფი გადახდის აპარატებით, რკინიგზის ვებ-გვერდზე და „საქართველოს რკინიგზის“ პარტნიორი კომპანიების მეშვეობით.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული წელს 5 მაისს აღინიშნება.
ყველა ახალი ამბავი
0