„წავედით ფორუმებზე 2024": ქართველი ახალგაზრდები რუსულ საგანმანათლებლო ცენტრებში ისწავლიან

© photo: Sputnik / Ramil Sitdikov / გადასვლა მედიაბანკშიახალგაზრდული ფესტივალის მონაწილე
ახალგაზრდული ფესტივალის მონაწილე - Sputnik საქართველო, 1920, 24.04.2024
გამოწერა
მსგავსი ინიციატივები არა მხოლოდ აძლიერებს კავშირებს სახელმწიფოებს შორის, არამედ ხელს უწყობს ჰარმონიული მსოფლიო საზოგადოების ჩამოყალიბებას, აღნიშნეს საქართველოში.
თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. მარტში სოჭში გამართული მსოფლიო ახალგაზრდული ფესტივალის მონაწილეებს და არამარტო მათ, არამედ 35-წლამდე ნებისმიერ პირს შეუძლია განაცხადი შეიტანონ მრავალრიცხოვან ახალგაზრდულ ფორუმებში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც რუსეთის სხვადასხვა ქალაქში მთელი წლის განმავლობაში ჩატარდება.
როგორც „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტს „როსმოლოდიოჟის" პრესცენტრში განუცხადეს, პლატფორმა „როსმოლოდიოჟი. სობიტიას" ფორუმების სეზონის გახსნის ღონისძიება მოსკოვის ახალგაზრდობის ცენტრში გამოფენაზე „როსია" გაიმართა. ღონისძიება ონლაინ და ოფლაინ-ფორმატებში რუსეთის 27 რეგიონში ერთიანი სლოგანით „წავედით ფორუმებზე - 2024" ჩატარდა.
© Courtesy of Alina Abdulkhalimovaსხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდები ფორუმზე
Молодежь из разных стран на форумах в России - Sputnik საქართველო, 1920, 24.04.2024
სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდები ფორუმზე
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველმა მოადგილე სერგეი კირიენკომ ხაზგასმით აღნიშნა ახალი სეზონის მახასიათებლები: ფორუმების მთელი წლის ფორმატზე გადასვლა ახალგაზრდული საგანმანათლებლო ცენტრების მუშაობისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით და მონაწილეთა კატეგორიის გაფართოება.
„ასევე, ახალგაზრდობის მსოფლიო ფესტივალის ჩვენს საერთაშორისო მეგობრებს - სტუმრებს 190 ქვეყნიდან - ექნებათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ ახალგაზრდულ ფორუმებში მთელი ქვეყნის მასშტაბით და ისწავლონ 16 ახალგაზრდულ საგანმანათლებლო ცენტრში“, - აღნიშნა კირიენკომ.
მონაწილეებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ ნებისმიერ ფორუმზე, თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ მათ ჰქონდეთ გამოცდილება ძირითად თემატიკასთან მიმართებით.
პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრიდან მსოფლიო ახალგაზრდობის ფესტივალის მონაწილემ, ქართული დელეგაციის წევრმა ნიკოლოზმა საუბარში აღნიშნა, რომ მსგავსი ინიციატივები არა მხოლოდ აძლიერებს კავშირებს სახელმწიფოებს შორის, არამედ ხელს უწყობს უფრო ჰარმონიული მსოფლიო საზოგადოების ჩამოყალიბებას, სადაც თითოეულ ადამიანს აქვს შესაძლებლობა, წვლილი შეიტანოს საერთო სიკეთესა და კეთილდღეობაში.
© Courtesy of Alina Abdulkhalimovaახალგაზრდები ფორუმზე
Молодежь из разных стран на форумах в России - Sputnik საქართველო, 1920, 24.04.2024
ახალგაზრდები ფორუმზე
„ეს მართლაც დიდი სიახლეა, რომელსაც აქვს უზარმაზარი პოტენციალი კულტურული კავშირების განმტკიცებისა და ახალგაზრდების დონეზე საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებისთვის. ახალგაზრდულ ფორუმებსა და საგანმანათლებლო ცენტრებში საერთაშორისო დელეგაციების, მათ შორის საქართველოს დელეგაციების მონაწილეობის შესაძლებლობების გაფართოება ახალ პერსპექტივებს გვიხსნის ჩვენს კულტურებსა და ხალხებს შორის ურთიერთგაგებისა და ურთიერთქმედების გასაღრმავებლად“, - განაცხადა ნიკოლოზმა.
ქართული დელეგაციის წევრის თქმით, მსგავსი ინიციატივები გადამწყვეტ როლს თამაშობს ქვეყნებს შორის ნდობისა და ურთიერთგაგების ხიდების შესაქმნელად მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაღრმავებისთვის სხვადასხვა სფეროში, კულტურიდან და განათლებიდან დაწყებული ეკონომიკითა და სამეცნიერო კვლევებით დამთავრებული.
„ქართველი ახალგაზრდების მონაწილეობა საგანმანათლებლო პროგრამებსა და ღონისძიებებში ასევე ხელს უწყობს იდეების, ცოდნისა და გამოცდილების გაცვლას, რამაც, თავის მხრივ, შეიძლება მიგვიყვანოს ახალ ინოვაციებამდე და გლობალური პრობლემების გადაჭრამდე“, - დარწმუნებულია ნიკოლოზი.
© Courtesy of Karine Arakelyanახალგაზრდული ფორუმის მონაწილე
Участница молодежного форума в России - Sputnik საქართველო, 1920, 24.04.2024
ახალგაზრდული ფორუმის მონაწილე
ფორუმზე დარეგისტრირდა თბილისელი 27 წლის ალექსანდრაც. „დადებითად ვარ განწყობილი ამ ინიციატივის მიმართ, რადგან ის სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას გაიცნონ ერთმანეთი, რაც აფართოებს მათ ჰორიზონტს. იგი ასევე კარგი შესაძლებლობაა ინფორმაციის გაცვლისთვის, რაც თანამედროვე მსოფლიოში მნიშვნელოვანია. თუ თქვენ არ იცით რა ხდება მსოფლიოში, მაშინ შეუძლებელი იქნება გლობალურად შეხედოთ მიმდინარე მოვლენებს. ახალგაზრდებს, რომლებიც მიჯაჭვული არიან გაჯეტებზე, საშუალებას მისცემს მიიღონ ახალი ცოდნა/კომუნიკაციის პრაქტიკა და ა.შ. , - განაცხადა გოგონამ.
სოჭში ფესტივალის დასრულების შემდეგ სამცხე-ჯავახეთელ კარინას საშუალება მიეცა მონაწილეობა მიეღო კალინინგრადის რეგიონულ პროგრამაში.
„დიდი სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას ფორუმებში. მიყვარს ჩემი სამშობლო და ჩემს თანატოლებს სხვადასხვა ქვეყნიდან მინდა გავაცნო ქართული კულტურა, ტრადიციები და ადათ-წესები", - აღნიშნა კარინამ.
„როსმოლოდიოჟის" ხელმძღვანელის, ქსენია რაზუვაევას თქმით, მსგავს ღონისძიებებზე ხდება ფორუმების ტრანსფორმაცია - ახალგაზრდებისთვის დიდ, სრულფასოვან სისტემად.
„ფორუმები იქცევა მნიშვნელოვან ნაბიჯად მონაწილეთა კარიერულ გზაზე, ღონისძიების პლატფორმები არის ადგილი კომპანიებისა და ჩვენი პარტნიორებისთვის ახალგაზრდა პროფესიონალების მოსაზიდად. ჩვენი ფორუმების ყველა ბაზაზე კარიერის ცენტრები ჩაეშვება, რომელიც ნონ-სტოპის რეჟიმში განახორციელებს ვაკანსიების მიწოდებას და ახალგაზრდების შერჩევას. ასევე მნიშვნელოვანია მონაწილეთა კატეგორიის გაფართოება: ფორუმები უკვე ხელმისაწვდომია 14-დან 17 წლამდე მოზარდებისთვის, ღონისძიებებზე მთელ ოჯახს შეუძლია მოვიდეს, ფორუმებზე ასევე მოეწყობა ოჯახური უქმეები", - განაცხადა რაზუვაევამ.
© Rossmolodezh Press Center„როსმოლოდიოჟის" ხელმძღვანელი ქსენია რაზუვაევა
Руководитель Росмолодежи Ксения Разуваева - Sputnik საქართველო, 1920, 24.04.2024
„როსმოლოდიოჟის" ხელმძღვანელი ქსენია რაზუვაევა
შეგახსენებთ, რომ 12 აპრილიდან 8 ივლისის ჩათვლით საერთაშორისო გამოფენა-ფორუმზე „როსია“ „როსმოლოდიოჟის" ფორუმების კვირეული იმართება.
წელს ფორუმები მოიცავს 43 ღონისძიებას სხვადასხვა თემაზე რუსეთის ფედერაციის 27 რეგიონში. როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, სფეროების ფართო სპექტრი ყველას მისცემს შესაძლებლობას მოიძიოს მისთვის საინტერესო თემები.
ფორუმებზე მონაწილეობისთვის განაცხადის გაკეთება შესაძლებელია პლატფორმა „როსმოლოდიოჟი. სობიტიას" განახლებულ პლატფორმაზე.
ყველა ახალი ამბავი
0