იგივე სახეები: პაპუაშვილი სკანდალური კანონის მოწინააღმდეგე ევროპარლამენტარებზე

© Parliament of Georgiaშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 24.04.2024
გამოწერა
გუშინ ევროპარლამენტში გაკეთდა განცხადებები მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნით, ასევე გაისმა მუქარები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მიღების შემთხვევაში ევროკავშირისგან ფინანსური დახმარების შეწყვეტის თაობაზე.
თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. ევროპარლამენტარებმა, რომლებიც რამდენიმე ხნის წიმ ხელისუფლებას მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებდნენ, დღეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის წინააღმდეგ რეზოლუცია დააინიცირეს, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
ევროდეპუტატების ნაწილმა გუშინ რეზოლუციის პროექტი დააინიცირა, რომელიც ითვალისწინებს „ქართული ოცნების" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილისა და იმ დეპუტატების წინააღმდეგ, რომლებმაც მხარი დაუჭირეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ"კანონს, სანქციების შემოღებას. გარდა ამისა, გაკეთდა განცხადებები ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნით, ასევე გაისმა მუქარები სადავო კანონპროექტის მიღების შემთხვევაში ევროკავშირისგან ფინანსური დახმარების შეწყვეტის თაობაზე.
„რაც შეეხება რეზოლუციებს, ჩვენ ვნახეთ რეზოლუციები სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ, იმედი მაქვს, ისინი ახლაც ამას ჩაწერენ, სხვა რა შეიძლება მოხდეს. წარსულის გაკვეთილები გვეუბნება, რომ იმავე ჯგუფმა გვითხრა, თუ სააკაშვილი არ გათავისუფლდება, არ იქნება კანდიდატის სტატუსი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ევროპარლამენტმა 2023 წლის თებერვლის შუა რიცხვებში მიიღო რეზოლუცია, სადაც ლაპარაკია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე და ხელისუფლების მხრიდან ამაზე არაადეკვატურ რეაქციაზე. ევროპარლამენტმა საქართველოს ხელისუფლებას სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდა. დოკუმენტს ევროპარლამენტის 577-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო 33, 26-მა კი თავი შეიკავა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ოპოზიციამ საპროტესტო აქციები მაშინაც გამართა. ამის მიუხედავად, სააკაშვილი კვლავ ციხეშია და საქართველომ მიიღო კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.
როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, იგივე ევროპარლამენტარები საქართველოს ხელისუფლებისგან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოითხოვდნენ.
„ამასთან, როცა ზოგიერთთან რუსეთის წინააღმდეგ ორმხრივი სანქციების შემოღების რისკებზე, ანუ სამხედრო კონფლიქტში შესვლისა და ეკონომიკური კოლაფსის რისკებზე ვსაუბრობდი, ზოგის პასუხი იყო: „რა ვქნათ, ყველა თავის ფასს იხდის“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
სპიკერის თქმით, საქართველო არ აპირებს სანქციების შემოღების საფასურის გადახდას თავისი მოქალაქეების სიცოცხლით.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, რადგანაც ამით მხოლოდ საქართველო დაზარალდება. ამასთან, ქვეყანა უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას უწევს.
2023 წელს ოპოზიცია მრავალი თვის განმავლობაში ადანაშაულებდა ხელისუფლებას, თითქოს ის რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებოდა, თუმცა ევროკავშირის, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის კოორდინატორებმა სანქციების საკითხებში 2023 წლის ივნისში საქართველოში ვიზიტის შემდეგ დადებითად შეაფასეს ქვეყნის ხელისუფლების მიერ გაწეული სამუშაო.
საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს, რომლებიც დაკავშირებულია ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან.
სადავო კანონპროექტი
კანონპროექტი ითვალისწინებს მხოლოდ უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეგისტრაციას და მათი დაფინანსების გამჭვირვალობას. მათ საქმიანობაზე არანაირი შეზღუდვა არ არსებობს.
უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ის იურიდიული პირი, რომლის წლიური შემოსავლის 20%-ის წყარო „უცხო ძალაა“.
თუ ორგანიზაცია აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს, მან თავად უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს რეგისტრაციისთვის. პროცედურა იქნება უფასო.
სუბიექტები, რომლებიც დარეგისტრირებული არიან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეესტრში, კანონპროექტის თანახმად, ყოველ იანვარში ვალდებული იქნებიან ელექტრონულად შეავსონ წინა წლის ფინანსური დეკლარაცია.
ყველა ახალი ამბავი
0