https://sputnik-georgia.com/20240424/grigoriadisma-sapatimro-datova-287531258.html
ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა
ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა
Sputnik საქართველო
გრიგორიადისმა პრეზიდენტ ზურაბიშვილს მადლობა გადაუხადა 24.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-24T17:03+0400
2024-04-24T17:03+0400
2024-04-24T17:03+0400
საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/13/287430934_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_1e16380d343ace79bbaf7a06a422ace6.jpg
თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. სამოქალაქო აქტივისტმა ლაზარე გრიგორიადისმა, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურებისთვის 9 წლით პატიმრობა შეუფარდა, დღეს გლდანის საპატიმრო დატოვა.პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გრიგორიადისის შეწყალების აქტს დღეს მოაწერა ხელი - გლდანის ციხესთან გრიგორიადისს ოჯახის წევრები, მეგობრები და ადვოკატები ელოდებიდნენ.12 აპრილსვე საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა, თუმცა ჯერ გადაწყვეტილებაზე ხელი არ ჰქონდა მოწერილი. საქართველოს ხელისუფლებამ, პრეზიდენტის მიერ გრიგორიადისის შესაძლო შეწყალების შესახებ განცხადების გაკეთებისთანავე, აღნიშნა, რომ პრეზიდენტი ასრულებდა ოპოზიციის დავალებას და, ფაქტობრივად, მან თავად ესროლა „მოლოტოვის კოქტეილი“ პოლიციას.12 აპრილის განაჩენი გრიგორიადისთვის მეორე იყო. 2023 წლის სექტემბერში მას მამაზე ძალადობის ფაქტზე 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა.საქმის დეტალებიგრიგორიადისის საქმეზე გამოძიებამ დაადგინა, რომ 2023 წლის7 მარტს, დაახლოებით 23:15 საათზე რუსთაველის გამზირზე მან ორჯერ ესროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს, რომლებიც 9 აპრილის ქუჩაზე პროფესიულ მოვალეობებს ასრულებდნენ.მისი მოქმედების შედეგად დეპარტამენტის ორმა თანამშრომელმა დამწვრობები მიიღო, მათ სტაციონარული მკურნალობა დასჭირდათ.გარდა ამისა, გამოძიებამ დაადგინა, რომ 9 მარტის ღამით გრიგორიადისმა განზრახ დაწვა ჭანტურიას ქუჩაზე მდგარი შსს-ს კუთვნილი ავტომობილი. ამის შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებულმა ზარალმა 39,5 ათასი ლარი შეადგინა.გრიგორიადისის გარდა, ამ დროისათვის აქციებზე პოლიციელებზე თავდასხმის საქმეზე კიდევ ერთი ადამიანია ბრალდებული, რომელიც გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.გრიგორიადისის ოჯახის წევრებმა ბრალდებულის შეწყალებაზე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართეს. ზურაბიშვილს განცხადებით, მას მიმართეს მარტის აქციებზე დაზარალებულმა პოლიციელებმაც და გრიგორიადისის შეწყალებისგან თავის შეკავება სთხოვეს.დღეისათვის გრიგორიადისი პოლიციელებზე თავდასხმის საქმის ერთადერთი პატიმრობამისჯილი ფიგურანტია.7-9 მარტს თბილისში საპროტესტო აქციები გაიმართა. საქართველოში მრავალათასიანი პროტესტი პარლამენტში უცხოური აგენტების შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღებისთანავე დაიწყო, რაც არაერთხელ გადაიზარდა პოლიციასთან დაპირისპირებაში. აქციის მონაწილეების ნაწილი აგრესიულად იქცეოდა. მათ სპეცრაზმელებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ქვები და სხვადასხვა საგნები დაუშინეს. შედეგად დაშავდა 58 პოლიციელი. საპასუხოდ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/13/287430934_341:0:3072:2048_1920x0_80_0_0_a7688993e81494d938296803d026b380.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, საზოგადოება, ახალი ამბები
ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა
გრიგორიადისმა პრეზიდენტ ზურაბიშვილს მადლობა გადაუხადა
თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. სამოქალაქო აქტივისტმა ლაზარე გრიგორიადისმა, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურებისთვის 9 წლით პატიმრობა შეუფარდა, დღეს გლდანის საპატიმრო დატოვა.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გრიგორიადისის შეწყალების აქტს დღეს მოაწერა ხელი - გლდანის ციხესთან გრიგორიადისს ოჯახის წევრები, მეგობრები და ადვოკატები ელოდებიდნენ.
„პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. ბრძოლა გრძელდება. აქციები არის და აქციებზე შევხვდებით. მოსამართლემ პოლიტიზირებული გადაწყვეტილება მიიღო", - განაცხადა გრიგორიადისმა.
12 აპრილსვე საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა, თუმცა ჯერ გადაწყვეტილებაზე ხელი არ ჰქონდა მოწერილი. საქართველოს ხელისუფლებამ, პრეზიდენტის მიერ გრიგორიადისის შესაძლო შეწყალების შესახებ განცხადების გაკეთებისთანავე, აღნიშნა, რომ პრეზიდენტი ასრულებდა ოპოზიციის დავალებას და, ფაქტობრივად, მან თავად ესროლა „მოლოტოვის კოქტეილი“ პოლიციას.
12 აპრილის განაჩენი გრიგორიადისთვის მეორე იყო. 2023 წლის სექტემბერში მას მამაზე ძალადობის ფაქტზე 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა.
გრიგორიადისის საქმეზე გამოძიებამ დაადგინა, რომ 2023 წლის7 მარტს, დაახლოებით 23:15 საათზე რუსთაველის გამზირზე მან ორჯერ ესროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს, რომლებიც 9 აპრილის ქუჩაზე პროფესიულ მოვალეობებს ასრულებდნენ.
მისი მოქმედების შედეგად დეპარტამენტის ორმა თანამშრომელმა დამწვრობები მიიღო, მათ სტაციონარული მკურნალობა დასჭირდათ.
გარდა ამისა, გამოძიებამ დაადგინა, რომ 9 მარტის ღამით გრიგორიადისმა განზრახ დაწვა ჭანტურიას ქუჩაზე მდგარი შსს-ს კუთვნილი ავტომობილი. ამის შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებულმა ზარალმა 39,5 ათასი ლარი შეადგინა.
გრიგორიადისის გარდა, ამ დროისათვის აქციებზე პოლიციელებზე თავდასხმის საქმეზე კიდევ ერთი ადამიანია ბრალდებული, რომელიც გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.
გრიგორიადისის ოჯახის წევრებმა ბრალდებულის შეწყალებაზე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართეს. ზურაბიშვილს განცხადებით, მას მიმართეს მარტის აქციებზე დაზარალებულმა პოლიციელებმაც და გრიგორიადისის შეწყალებისგან თავის შეკავება სთხოვეს.
დღეისათვის გრიგორიადისი პოლიციელებზე თავდასხმის საქმის ერთადერთი პატიმრობამისჯილი ფიგურანტია.
7-9 მარტს თბილისში საპროტესტო აქციები გაიმართა. საქართველოში მრავალათასიანი პროტესტი პარლამენტში უცხოური აგენტების შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღებისთანავე დაიწყო, რაც არაერთხელ გადაიზარდა პოლიციასთან დაპირისპირებაში. აქციის მონაწილეების ნაწილი აგრესიულად იქცეოდა. მათ სპეცრაზმელებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ქვები და სხვადასხვა საგნები დაუშინეს. შედეგად დაშავდა 58 პოლიციელი. საპასუხოდ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.